 | ავტორი: ვასო ჟანრი: თარგმანი 21 მარტი, 2012 |
- მტკივნეულია, კარგო, როდესაც, მიწას ფესვები ღრმად ჩაეზრდება, - მტკივნეულია, კარგო, როდესაც ხერხის ქვეშ ორად იპობი თავად. გულის ჭრილობა არ შეხორცდება, დაიღვენთება წმინდა ცრემლებად გულის ჭრილობა არ შეხორცდება, – დაიღვენთება მდუღარე ლავად.
– სანამ ვიცოცხლებ, შენთან ვიქნები, – სული და სისხლი არ დაშორდება, – სანამ ვიცოცხლებ, შენთან ვიქნები – ტრფობას ხომ ბინა სიკვდილთან უძევს. თან წაიყოლებ ყველგან ფიქრებით – თან წაიყოლებ, კარგო, ოცნებად, – თან წაიყოლებ ყველგან ფიქრებით მშობლიურ მიწას, საყვარელ ფუძეს.
- მაგრამ თუ თავს ვერ დავაღწევ ოდენ განუკურნებელ სიბრალულს მწვავეს, მაგრამ თუ თავს ვერ დავაღწევ ოდენ სიცივესა და სიბნელეს უკუნს? - განშორებას ხომ შეხვედრა მოსდევს, არ დამივიწყო, ძვირფასო, გწამდეს, განშორებას ხომ შეხვედრა მოსდევს, მე და შენ – ერთად ვბრუნდებით უკან.
- მაგრამ თუ გავქრი უკვალოდ სადმე – როგორც პატარა სხივი სინათლის, – მაგრამ თუ გავქრი უკვალოდ სადმე ვარსკვლავცვენისას, კვალდაკვალ მყისვე? - შენთვის ვილოცებ მუდამდღე აქ მე რომ არ დაგებნეს გზები მიწამდე, შენთვის ვილოცებ მუდამდღე აქ მე უვნებელი რომ დაბრუნდე ისევ.
გაბოლილ ვაგონს მიჰყავდა რწევით, უსახლკარო და მორჩილი ბედის, გაბოლილ ვაგონს მიჰყავდა რწევით, ზოგჯერ ტიროდა, ნახევრად თვლემდა, როდესაც დამრეც ფერდობზე ზევით შემადგენლობამ იცვალა გვერდი, როდესაც დამრეც ფერდობზე ზევით რელსებს ხმაურით მოსცილდნენ თვლები.
ზეციურ ძალამ დასძალა მიწა, ერთი ხელმოსმით ყოველი მოსრა, ზეციურ ძალამ დასძალა მიწა და მიწიერი ასტყორცნა ხელად. და ვეღარავის ვერაფრით იცავს დაპირებული მშვიდობით მოსვლა, და ვეღარავის ვერაფრით იცავს შორით ლოდინით გაწვდილი ხელი.
ვინც გულით გიყვართ, ნუ დაშორდებით, ვინც გულით გიყვართ, ნუ დაშორდებით, ვინც გულით გიყვართ, ნუ დაშორდებით, შეესისხლხორცეთ დღისით და ღამით, - თითქოს ბოლოჯერ ემშვიდობებით, თითქოს ბოლოჯერ ემშვიდობებით, თითქოს ბოლოჯერ ემშვიდობებით, როდესაც უნდა წახვიდეთ წამით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ვინც გულით გიყვართ, ნუ დაშორდებით, შეესისხლხორცეთ დღისით და ღამით, - თითქოს ბოლოჯერ ემშვიდობებით, როდესაც უნდა წახვიდეთ წამით! ვინც გულით გიყვართ, ნუ დაშორდებით, შეესისხლხორცეთ დღისით და ღამით, - თითქოს ბოლოჯერ ემშვიდობებით, როდესაც უნდა წახვიდეთ წამით!
13. 555555555555555 555555555555555
12. უდავოდ ძლიერი ლექსია. უდავოდ ძლიერი ლექსია.
11. დიდი მადლობა, მეგობრებო! დიდი მადლობა, მეგობრებო!
10. მართლაც, რა კარგია! მართლაც, რა კარგია!
9. ძალიან კარგია! 5 ძალიან კარგია! 5
8. ამ თარგმანის ორიგინალი იმ ნაწარმოებთაგან ერთ–ერთია, ბავშვობიდანვე დასამახსოვრებელი რომ იყო ჩემთვის და, ამდენად, მისი ქართულად აჟღერება (ვერაფერს ვიტყვი, იყო თუ არა თარგმნილი კიდევ...)ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა...მთელი გულისყურით მივდევდი თითოეულ ფრაზას და არ მინდოდა, მშობლიურ ენაზე ნაკლები მხატვრული გამომსახველობითა თუ დახვეწილი ლექსიკით "მომესმინა", ვიდრე ორიგინალში. ვფიქრობ, ავტორმა შესანიშნავად გაართვა თავი ურთულეს საქმეს და ბრწყინვალე ლექსის ძალიან კარგი თარგმანი შემოგვთავაზა. თარგმანის ფინალის წინანდელი ვერსიაც ვიცი და, ვფიქრობ,ავტორმა კარგი ცვლილება შეიტანა მასში. გმადლობთ!
(აქ გვიან მოვედი...ჰოდა, რაც უკვე ვთქვი სხვაგან, იმავეს ვტოვებ აქაც!...) ამ თარგმანის ორიგინალი იმ ნაწარმოებთაგან ერთ–ერთია, ბავშვობიდანვე დასამახსოვრებელი რომ იყო ჩემთვის და, ამდენად, მისი ქართულად აჟღერება (ვერაფერს ვიტყვი, იყო თუ არა თარგმნილი კიდევ...)ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა...მთელი გულისყურით მივდევდი თითოეულ ფრაზას და არ მინდოდა, მშობლიურ ენაზე ნაკლები მხატვრული გამომსახველობითა თუ დახვეწილი ლექსიკით "მომესმინა", ვიდრე ორიგინალში. ვფიქრობ, ავტორმა შესანიშნავად გაართვა თავი ურთულეს საქმეს და ბრწყინვალე ლექსის ძალიან კარგი თარგმანი შემოგვთავაზა. თარგმანის ფინალის წინანდელი ვერსიაც ვიცი და, ვფიქრობ,ავტორმა კარგი ცვლილება შეიტანა მასში. გმადლობთ!
(აქ გვიან მოვედი...ჰოდა, რაც უკვე ვთქვი სხვაგან, იმავეს ვტოვებ აქაც!...)
7. უი, შენ აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო შენა:) :) :) ხომ იცი, ეს ლექსი და თარგმანი როგორ მიყვარს! :) უი, შენ აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანო შენა:) :) :) ხომ იცი, ეს ლექსი და თარგმანი როგორ მიყვარს! :)
6. ვასო, არაჩვეულებრივი ნათარგმნია! ბრავო! არც კი მეგონა, ასე ლამაზად თუ აჟღერდებოდა ეს ლექსი ქართულად! დღეს მეორე ულამაზესი თარგმანი წავიკითხე! ბრავო და ბრავო! 5555555555555
ვასო, არაჩვეულებრივი ნათარგმნია! ბრავო! არც კი მეგონა, ასე ლამაზად თუ აჟღერდებოდა ეს ლექსი ქართულად! დღეს მეორე ულამაზესი თარგმანი წავიკითხე! ბრავო და ბრავო! 5555555555555
5. წესით აქ უნდა იყოს ეს :) Как больно, милая, как странно, Сроднясь в земле, сплетясь ветвями,- Как больно, милая, как странно Раздваиваться под пилой. Не зарастет на сердце рана, Прольется чистыми слезами, Не зарастет на сердце рана - Прольется пламенной смолой.
- Пока жива, с тобой я буду - Душа и кровь нераздвоимы,- Пока жива, с тобой я буду - Любовь и смерть всегда вдвоем. Ты понесешь с собой повсюду - Ты понесешь с собой, любимый,- Ты понесешь с собой повсюду Родную землю, милый дом.
- Но если мне укрыться нечем От жалости неисцелимой, Но если мне укрыться нечем От холода и темноты? - За расставаньем будет встреча, Не забывай меня, любимый, За расставаньем будет встреча, Вернемся оба - я и ты.
- Но если я безвестно кану - Короткий свет луча дневного,- Но если я безвестно кану За звездный пояс, в млечный дым? - Я за тебя молиться стану, Чтоб не забыл пути земного, Я за тебя молиться стану, Чтоб ты вернулся невредим.
Трясясь в прокуренном вагоне, Он стал бездомным и смиренным, Трясясь в прокуренном вагоне, Он полуплакал, полуспал, Когда состав на скользком склоне Вдруг изогнулся страшным креном, Когда состав на скользком склоне От рельс колеса оторвал.
Нечеловеческая сила, В одной давильне всех калеча, Нечеловеческая сила Земное сбросила с земли. И никого не защитила Вдали обещанная встреча, И никого не защитила Рука, зовущая вдали.
С любимыми не расставайтесь! С любимыми не расставайтесь! С любимыми не расставайтесь! Всей кровью прорастайте в них,- И каждый раз навек прощайтесь! И каждый раз навек прощайтесь! И каждый раз навек прощайтесь! Когда уходите на миг!
ძალიან მიყვარს ეს ლექსი...
წესით აქ უნდა იყოს ეს :) Как больно, милая, как странно, Сроднясь в земле, сплетясь ветвями,- Как больно, милая, как странно Раздваиваться под пилой. Не зарастет на сердце рана, Прольется чистыми слезами, Не зарастет на сердце рана - Прольется пламенной смолой.
- Пока жива, с тобой я буду - Душа и кровь нераздвоимы,- Пока жива, с тобой я буду - Любовь и смерть всегда вдвоем. Ты понесешь с собой повсюду - Ты понесешь с собой, любимый,- Ты понесешь с собой повсюду Родную землю, милый дом.
- Но если мне укрыться нечем От жалости неисцелимой, Но если мне укрыться нечем От холода и темноты? - За расставаньем будет встреча, Не забывай меня, любимый, За расставаньем будет встреча, Вернемся оба - я и ты.
- Но если я безвестно кану - Короткий свет луча дневного,- Но если я безвестно кану За звездный пояс, в млечный дым? - Я за тебя молиться стану, Чтоб не забыл пути земного, Я за тебя молиться стану, Чтоб ты вернулся невредим.
Трясясь в прокуренном вагоне, Он стал бездомным и смиренным, Трясясь в прокуренном вагоне, Он полуплакал, полуспал, Когда состав на скользком склоне Вдруг изогнулся страшным креном, Когда состав на скользком склоне От рельс колеса оторвал.
Нечеловеческая сила, В одной давильне всех калеча, Нечеловеческая сила Земное сбросила с земли. И никого не защитила Вдали обещанная встреча, И никого не защитила Рука, зовущая вдали.
С любимыми не расставайтесь! С любимыми не расставайтесь! С любимыми не расставайтесь! Всей кровью прорастайте в них,- И каждый раз навек прощайтесь! И каждый раз навек прощайтесь! И каждый раз навек прощайтесь! Когда уходите на миг!
ძალიან მიყვარს ეს ლექსი...
3. გმადლობ, ნიკა! თბილო ადამიანო! გმადლობ, ნიკა! თბილო ადამიანო!
2. ...
მომეწონა. ძალიან. მიხარია, შენი აქ გამოჩენა, ვასო.
ყველა სიკეთე. ...
მომეწონა. ძალიან. მიხარია, შენი აქ გამოჩენა, ვასო.
ყველა სიკეთე.
1. ძალიან კარგია!!!!!!!! + ძალიან კარგია!!!!!!!! +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|