ЧЕРНОВИК. Жизнь моя - черновик, На котором все буквы - созвездия... Сочтены наперёд все ненастные дни. Жизнь моя - черновик. Все удачи мои, невезения Остаются на нём Как надорванный выстрелом крик.
შავი ესკიზი ცხოვრება ჩემი – შავი ესკიზ–მონახაზია, სადაც ყოველი ასო–ბგერა ჰქმნის ვარსკვლავედებს. თითქოს, წინდაწინ მინომრავენ სუსხიან დღეებს. ცხოვრება ჩემი შავი ესკიზ–მონახაზია. სადაც ყოველი წარმატება თუ დიდი მარცხი გარჩება მასზე . დაემჩნევა, როგორც გასროლით ბაგეს მომწყდარი უნებლიე წამოკივლება.
(დაწერილია 7 წლის ასაკში)
УБАЮКАЙТЕ МЕНЯ... Убаюкайте меня, укачайте, И укройте потеплее одеялом, Колыбельной песней обманите, Сны свои мне утром подарите, Дни с картинками, где солнце голубее дня, Под подушку утром положите, Но не ждите, слышите, - не ждите... Детство убежало от меня.
დ ა მ ი ნ ა ნ ა ვ ე თ დამინანავეთ,დამარწიეთ,დამინანავეთ. შემომიკეცეთ გასათბობად თბილი საბანი. ძილისპირული სიმღერებით ყურს მოატყუეთ. დილით სიზმრები მისახსოვრეთ, ჩემი სიზმრები. და სადაც მზეა უფრო ლურჯი, ვიდრე თავად დღე– დღეთა ალბომი სასთუმალის ქვეშ ამომიდეთ. მაგრამ ნუ ელით, გესმით? ნუღარ მოელით ჩემგან ბავშვობას, რადგან, გამექცა და ასე დავკარგე.
(დაწერილია 8 წლის ასაკში)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. უმდიდრესი მარაგია სიტყვათა, ამ თარგმანში. უდავოდ ნიკას საკადრისია და გმადლობ, რომ "ჩაგრულთა" გვერდით დგახარ.
თხოვნაა, გააგრძელო. უმდიდრესი მარაგია სიტყვათა, ამ თარგმანში. უდავოდ ნიკას საკადრისია და გმადლობ, რომ "ჩაგრულთა" გვერდით დგახარ.
თხოვნაა, გააგრძელო.
23. საოცარ სამყაროში გადამისროლა ამ ლექსებმა! უბრალოდ, ვფიქრობ ცოტა რთულადაა ნათარგმნი. წარმატებები ++ საოცარ სამყაროში გადამისროლა ამ ლექსებმა! უბრალოდ, ვფიქრობ ცოტა რთულადაა ნათარგმნი. წარმატებები ++
22. კარგი ხარ, ნათო!!! +5 კარგი ხარ, ნათო!!! +5
21. http://www.youtube.com/watch?v=gmxaaR5jKXA&feature=endscreen&NR=1 http://www.youtube.com/watch?v=gmxaaR5jKXA&feature=endscreen&NR=1
20. ძალიან საინტერესო და კარგია თარგმანი! ძალიან საინტერესო და კარგია თარგმანი!
19. http://www.youtube.com/watch?v=o5Z8xrc9JBQ ვისაც დაგაინტერესებთ როგორ კითხულობდა, იქვე დოკუმენტური ფილმიცაა, სერგიზლია ნახოტ/ http://www.youtube.com/watch?v=o5Z8xrc9JBQ ვისაც დაგაინტერესებთ როგორ კითხულობდა, იქვე დოკუმენტური ფილმიცაა, სერგიზლია ნახოტ/
18. მადლობა... ყველას.
აუცილებლად უნდა მოვუბრუნდე. მადლობა... ყველას.
აუცილებლად უნდა მოვუბრუნდე.
17. რაც შეეხება ტარგმანს ავტორი ნუ მიწყენს, და მე მგონია რომ უნდა მიუბრუნდეს, ბევრი რამ შესაცვ;ელი მგონია. რაც შეეხება ტარგმანს ავტორი ნუ მიწყენს, და მე მგონია რომ უნდა მიუბრუნდეს, ბევრი რამ შესაცვ;ელი მგონია.
16. იქნება აუცილებლად დადებული , საოცრად კიტხულობდა საკუთარ ლექსებს, ლექსებს ჩაუსწორებლად ექსპრომტად წერდა. ბოლოს სასმელს ეტანებოდა, არ მოექცნენ კარგად, მარტოდ დატოვეს. იქნება აუცილებლად დადებული , საოცრად კიტხულობდა საკუთარ ლექსებს, ლექსებს ჩაუსწორებლად ექსპრომტად წერდა. ბოლოს სასმელს ეტანებოდა, არ მოექცნენ კარგად, მარტოდ დატოვეს.
15. ხო მეც გამიგია ამ გოგოზე. კარგ საქმეს აკეთებ... ხო მეც გამიგია ამ გოგოზე. კარგ საქმეს აკეთებ...
14. ველოდი ამას..
ულამაზესი და უნიჭიერესი ტრაგიკული ბედის პოეტესა!!
კარგი ლექსები ასევე კარგი თარგმანებით,ნათ!! მესიამოვნა ამათი წაკითხვა.. :**** ველოდი ამას..
ულამაზესი და უნიჭიერესი ტრაგიკული ბედის პოეტესა!!
კარგი ლექსები ასევე კარგი თარგმანებით,ნათ!! მესიამოვნა ამათი წაკითხვა.. :****
13. კარგი გოგო ხარ. არ არის ადვილი ნიკას ლექსების თარგმნა. ძალიან ტრაგიკულია და მიუხედავად მცირე მოცულობისა (ამ შემთხვევაში) დიდ ენერგიას მოითხოვს. მართლა საოცარი ბავშვი იყო, უფრო სწორად, ის არასდროს ყოფილა ბავშვი, სამწუხაროდ. მისი ტრაგიზმი ლექსების კითხვაშიც ჩანს, როგორ არანორმალურად განიცდის თითოეულ სიტყვას. არადა, ყოფილყო ჩვეულებრივი ბავშვი... ჟადენს აქვს კიდევ მისი არაჩვეულებრივი თარგმანი, აქ იდო ადრე, კარგი იქნება, თვალს თუ გადაავლებ. :)* კარგი გოგო ხარ. არ არის ადვილი ნიკას ლექსების თარგმნა. ძალიან ტრაგიკულია და მიუხედავად მცირე მოცულობისა (ამ შემთხვევაში) დიდ ენერგიას მოითხოვს. მართლა საოცარი ბავშვი იყო, უფრო სწორად, ის არასდროს ყოფილა ბავშვი, სამწუხაროდ. მისი ტრაგიზმი ლექსების კითხვაშიც ჩანს, როგორ არანორმალურად განიცდის თითოეულ სიტყვას. არადა, ყოფილყო ჩვეულებრივი ბავშვი... ჟადენს აქვს კიდევ მისი არაჩვეულებრივი თარგმანი, აქ იდო ადრე, კარგი იქნება, თვალს თუ გადაავლებ. :)*
12. ვახ, ეს არ ვიცოდი, ახლა ვიცი.
კარგი ავტ2 არის ნათია პაპიძე. სპ100ბა ამ ლექსებისთვის. ;)) ვახ, ეს არ ვიცოდი, ახლა ვიცი.
კარგი ავტ2 არის ნათია პაპიძე. სპ100ბა ამ ლექსებისთვის. ;))
11. ნიკას საოცრად სევდიანი ლექსები აქვს. საოცარი გოგონა იყო... კარგი გოგო ხარ, ნათი :) ნიკას საოცრად სევდიანი ლექსები აქვს. საოცარი გოგონა იყო... კარგი გოგო ხარ, ნათი :)
10. ამ ბავშვზე ამ რამდენიმე თვის წინ ჩვენი ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემის სტატია წავიკითხე, ძალიან დავინტერესდი და ინტერნეტში მოვძებნე მისი ლექსები. ბავშვის კვალობაზე გენიალური ლექსები აქვს, თითქმის დაუჯერებელია, რომ ბავშვი წერდა მათ! გამიხარდა, ნათიამ ტურბინა რომ თარგმნა და წინასწარ მივესალმები ამ გოგონას მომავალ თარგმანებსაც! 5! ამ ბავშვზე ამ რამდენიმე თვის წინ ჩვენი ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემის სტატია წავიკითხე, ძალიან დავინტერესდი და ინტერნეტში მოვძებნე მისი ლექსები. ბავშვის კვალობაზე გენიალური ლექსები აქვს, თითქმის დაუჯერებელია, რომ ბავშვი წერდა მათ! გამიხარდა, ნათიამ ტურბინა რომ თარგმნა და წინასწარ მივესალმები ამ გოგონას მომავალ თარგმანებსაც! 5!
9. საოცრად ლამაზი, საოცრად, ადამიანი რომელიც არასდროს ყოფილა ბავშვი, ჯანდაბა. საოცრად ლამაზი, საოცრად, ადამიანი რომელიც არასდროს ყოფილა ბავშვი, ჯანდაბა.
8. საოცარი და ტრაგიკული ნიკა ტურბინა...მხოლოდ 27 წლისა წავიდა ამქვეყნიდან... საოცარი და ტრაგიკული ნიკა ტურბინა...მხოლოდ 27 წლისა წავიდა ამქვეყნიდან...
7. ჰო, ბელგრადსკიი, ძალიან ლამაზი და უცნაური. ჰო, ბელგრადსკიი, ძალიან ლამაზი და უცნაური.
6. რა ლამაზია. რა ლამაზია.
5. ილუსტრაციებიც მოვიტანე.... ილუსტრაციებიც მოვიტანე....
4. როგორც ვიცი ნიკა ტურბინამ 80-იან წლებში მთელი საბჭოთა კავშირი (და არა მარტო) გააოცა, 10 წლის ასაკში ლექსების კრებული გამოუშვა, მთელი მსოფლიო მაგ პატარა ვუნდერკინდზე ლაპარაკობდა. როგორც ვიცი ნიკა ტურბინამ 80-იან წლებში მთელი საბჭოთა კავშირი (და არა მარტო) გააოცა, 10 წლის ასაკში ლექსების კრებული გამოუშვა, მთელი მსოფლიო მაგ პატარა ვუნდერკინდზე ლაპარაკობდა.
3. მადლობა,მინდი.
გმადლობთ,ბ-ნო სანდრო. დიახ,ასე იყო. ოთხი წლიდან დაიწყო წერა.
საოცრად ტრაგიკული ბედის მქონეა ტურბინა,უცნაური და ისეთი ხედვებით,მის ასაკში რომ თითქმის დაუჯერებელია. 12 წლის ასაკში ვენეციის "ოქროს ლომი" გადასცეს. ევტუშენკო პატრონობდა ძალიან თავიდან, მაგრამ, ბოლოს ყველამ მიატოვა.ოჯახის წევრებმაც კი.
27 წლის ასაკში მოიკლა თავი. თუმცა, დღეს სხვა ცერსიაზეც მსჯელობენ.
მისი რამოდენიმე ლექსი ვთარგმნე.აქ ჯერ მხოლოდ ორი მოვიტანე და აუცილებლად მინდა სხვა ნაწერებიც გადმოვაქართულო. თითქოს ძალიან ახლობელია მისი ლექსები ჩემთვის. მადლობა,მინდი.
გმადლობთ,ბ-ნო სანდრო. დიახ,ასე იყო. ოთხი წლიდან დაიწყო წერა.
საოცრად ტრაგიკული ბედის მქონეა ტურბინა,უცნაური და ისეთი ხედვებით,მის ასაკში რომ თითქმის დაუჯერებელია. 12 წლის ასაკში ვენეციის "ოქროს ლომი" გადასცეს. ევტუშენკო პატრონობდა ძალიან თავიდან, მაგრამ, ბოლოს ყველამ მიატოვა.ოჯახის წევრებმაც კი.
27 წლის ასაკში მოიკლა თავი. თუმცა, დღეს სხვა ცერსიაზეც მსჯელობენ.
მისი რამოდენიმე ლექსი ვთარგმნე.აქ ჯერ მხოლოდ ორი მოვიტანე და აუცილებლად მინდა სხვა ნაწერებიც გადმოვაქართულო. თითქოს ძალიან ახლობელია მისი ლექსები ჩემთვის.
2. ნათია, ძვირფასო! ამ ვუნდერკინდი ბავშვის შესახებ, ჩემი სტუდენტობის ჟამს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ალაპარაკდა მთელი ლიტერატურული სამყარო. სამწუხაროდ დიდობაში გაუჩინარდა და რამდენადაც მე ვიცი, თავი მოიკლა, ფანჯრიდან გადახტა. ძალიან კარგს იზამ, თუკი მოიძევ მის ლექსებს და თარგმნი. ნათია, ძვირფასო! ამ ვუნდერკინდი ბავშვის შესახებ, ჩემი სტუდენტობის ჟამს, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ალაპარაკდა მთელი ლიტერატურული სამყარო. სამწუხაროდ დიდობაში გაუჩინარდა და რამდენადაც მე ვიცი, თავი მოიკლა, ფანჯრიდან გადახტა. ძალიან კარგს იზამ, თუკი მოიძევ მის ლექსებს და თარგმნი.
1. ლექსებიც უნდა თარგმნო.
5 ლექსებიც უნდა თარგმნო.
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|