 | ავტორი: ტიტე ჟანრი: პოეზია 27 მარტი, 2012 |
ჭექდა, გრგვინავდა, ქუხდა, ელავდა, ბარდნიდა ან ცრიდა, ან თოვდა, ან წვიმდა, მაგრამ არ იყო არც ცა, -არც მიწა, -არც თოვლი, - არც ქარი, - არც სეტყვა, - არც წვიმა, როცა გამორთო ტელევიზორი. ღამეა შორი, ახლა უფრო ახლოა მთვარე,- ღია აქვს პირი აპოლონს და ხახა - სავსე მტვრით. მშრალი ხველებით ჰიუსტონის არჩეულ მხარეს ჯდება. … და ნანობს: -ჰმ, ახლა ვრწმუნდები გოლფის ბურთია დედამიწა, - თანაც ცის ფერი და გალაქტიკის ცენტრში შავ ხვრელთან დაუწერიათ: “დროშები ჩქარა!” – კვდება წუწუნით, რომ დაავიწყდა…- -მიეცით ჯოხი!
მე მარტოობა როგორც შენ კარი…
ნილ არმსტრონგის (ანუ “მე”) მოგონებიდან
მე მარტოობა, როგორც შენ კარი… - მოვიხურე და ჯიბეებში ხელების ნაცვლად ჩავიწყე შენი მონატრება, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რადგან მთვარეზე, ჯერ ისევ არავის დაუდგამს ფეხი. მეხი,- წვიმების სეზონი ტროპიკულ სარტყელის ურნაში აგდია და ისე წვეთავს აზიის რუკაზე, მე კი უთუოდ ვიხსენებ რამე კარგს, მაგალითად ჩემს თვალებზე შენ დაღვრილ სიყვარულს,- მლაშეა მკვდარი და მლაშეა ჩემი ცრემლების ზღვაც, თითქოს ცრემლებით სავსე ტაშტში მეწყოს ფეხები, როგორც ღმერთს - ზღვაში,- სოდომის, გომორის გოდებად, მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჯიბიდან ვიღებ მხოლოდ შენს მონატრებას, ჩემი ხელებით და ვკითხულობ: ვინ წერს ოცნებას, ან ვინ არის ვინც მერე წაშლის და ვისვრი თაბახებს დაკუჭვის შემდეგ ურნაში ნაგვის. ვგრძნობ, ახლა ისე ვაკლივარ ყველას, რომ უზომოდ ყველა მაკლია, და მხოლოდ ამიტომ ან, არა მხოლოდ ამიტომ ავდგები და გავალ ქარში ორმოც სიცხიანი, არადა ვიცი, Drug-Store_ის Wall_ზე როგორც გუშინ, კვლავ ეწერება: “ღიაა - გთხოვთ დახუროთ კარი!”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მომეწონა, თუმცა რთულია და მეტად საინტერესო! მომეწონა, თუმცა რთულია და მეტად საინტერესო!
9. როგორც ფიზიკოსს,("პახოდუ" ასტრონომიაში გაწაფულს) ეს რომ არ წამეკითხა, არ გამოვიდოდა... :)))))
+5! დავბრუნდები..ახლა დავიღალე კითხვით... როგორც ფიზიკოსს,("პახოდუ" ასტრონომიაში გაწაფულს) ეს რომ არ წამეკითხა, არ გამოვიდოდა... :)))))
+5! დავბრუნდები..ახლა დავიღალე კითხვით...
7. "და გალაქტიკის ცენტრში შავ ხვრელთან დაუწერიათ: “დროშები ჩქარა!” –"
"და მხოლოდ ამიტომ ან, არა მხოლოდ ამიტომ ავდგები და გავალ ქარში ორმოც სიცხიანი, არადა ვიცი, Drug-Store_ის Wall_ზე როგორც გუშინ, კვლავ ეწერება: “ღიაა - გთხოვთ დახუროთ კარი!"
ძალიან მომწონს!!! მეორე ამონარიდი უფრო რაღაც ტერენტის მაგონებს და კარია ! წარმატებები ძმაო! :) :) :) "და გალაქტიკის ცენტრში შავ ხვრელთან დაუწერიათ: “დროშები ჩქარა!” –"
"და მხოლოდ ამიტომ ან, არა მხოლოდ ამიტომ ავდგები და გავალ ქარში ორმოც სიცხიანი, არადა ვიცი, Drug-Store_ის Wall_ზე როგორც გუშინ, კვლავ ეწერება: “ღიაა - გთხოვთ დახუროთ კარი!"
ძალიან მომწონს!!! მეორე ამონარიდი უფრო რაღაც ტერენტის მაგონებს და კარია ! წარმატებები ძმაო! :) :) :)
6. მე მარტოობა, როგორც შენ კარი… - მოვიხურე და ჯიბეებში ხელების ნაცვლად ჩავიწყე შენი მონატრება, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რადგან მთვარეზე, ჯერ ისევ არავის დაუდგამს ფეხი. ... თითქოს ცრემლებით სავსე ტაშტში მეწყოს ფეხები, როგორც ღმერთს - ზღვაში,- სოდომის, გომორის გოდებად, მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჯიბიდან ვიღებ მხოლოდ შენს მონატრებას, ჩემი ხელებით და ვკითხულობ: ვინ წერს ოცნებას, ან ვინ არის ვინც მერე წაშლის და ვისვრი თაბახებს დაკუჭვის შემდეგ ურნაში ნაგვის.
ძალიან ღრმაა ღამესავით, რომელიც შორია! :-) მე მარტოობა, როგორც შენ კარი… - მოვიხურე და ჯიბეებში ხელების ნაცვლად ჩავიწყე შენი მონატრება, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რადგან მთვარეზე, ჯერ ისევ არავის დაუდგამს ფეხი. ... თითქოს ცრემლებით სავსე ტაშტში მეწყოს ფეხები, როგორც ღმერთს - ზღვაში,- სოდომის, გომორის გოდებად, მე ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ჯიბიდან ვიღებ მხოლოდ შენს მონატრებას, ჩემი ხელებით და ვკითხულობ: ვინ წერს ოცნებას, ან ვინ არის ვინც მერე წაშლის და ვისვრი თაბახებს დაკუჭვის შემდეგ ურნაში ნაგვის.
ძალიან ღრმაა ღამესავით, რომელიც შორია! :-)
5. გმადლობთ ...:)
ეძღვნება ყველას... როკ-ოპერიდან jesus christ superstar - trial before Pilate - პილატეს სასამართლო - ვასრულებ მე.
http://www.youtube.com/watch?v=egQ5x1T6a6c გმადლობთ ...:)
ეძღვნება ყველას... როკ-ოპერიდან jesus christ superstar - trial before Pilate - პილატეს სასამართლო - ვასრულებ მე.
http://www.youtube.com/watch?v=egQ5x1T6a6c
4. გმადლობთ ...:)
ეძღვნება ყველას... როკ-ოპერიდან jesus christ superstar - trial before Pilate - პილატეს სასამართლო - ვასრულებ მე. გმადლობთ ...:)
ეძღვნება ყველას... როკ-ოპერიდან jesus christ superstar - trial before Pilate - პილატეს სასამართლო - ვასრულებ მე.
3. შეგამჩნიეთ, ბატონო ჩემო... მთვარეზე ასულხართ და:)) კი ღირდა ისე "შემჩნევად" ეს ლექსი. შეგამჩნიეთ, ბატონო ჩემო... მთვარეზე ასულხართ და:)) კი ღირდა ისე "შემჩნევად" ეს ლექსი.
2. "-ჰმ, ახლა ვრწმუნდები გოლფის ბურთია დედამიწა, - თანაც ცის ფერი და გალაქტიკის ცენტრში შავ ხვრელთან დაუწერიათ: “დროშები ჩქარა!” –
გენიალური
მე მარტოობა, როგორც შენ კარი… - მოვიხურე და ჯიბეებში ხელების ნაცვლად ჩავიწყე შენი მონატრება, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რადგან მთვარეზე, ჯერ ისევ არავის დაუდგამს ფეხი.
გენიალური (იმედი მაქვს ამ საუკუნეში თუ არა იმ საუკუნეში ჩაწვდება ვინმე ამის არსს.. :) )
"არადა ვიცი, Drug-Store_ის Wall_ზე როგორც გუშინ, კვლავ ეწერება: “ღიაა - გთხოვთ დახუროთ კარი!”
არადა უეჭველია... :)))
ჩემგან ობიექტური 5 იანი...
პატივისცემით: ტიტეს ..
"-ჰმ, ახლა ვრწმუნდები გოლფის ბურთია დედამიწა, - თანაც ცის ფერი და გალაქტიკის ცენტრში შავ ხვრელთან დაუწერიათ: “დროშები ჩქარა!” –
გენიალური
მე მარტოობა, როგორც შენ კარი… - მოვიხურე და ჯიბეებში ხელების ნაცვლად ჩავიწყე შენი მონატრება, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რადგან მთვარეზე, ჯერ ისევ არავის დაუდგამს ფეხი.
გენიალური (იმედი მაქვს ამ საუკუნეში თუ არა იმ საუკუნეში ჩაწვდება ვინმე ამის არსს.. :) )
"არადა ვიცი, Drug-Store_ის Wall_ზე როგორც გუშინ, კვლავ ეწერება: “ღიაა - გთხოვთ დახუროთ კარი!”
არადა უეჭველია... :)))
ჩემგან ობიექტური 5 იანი...
პატივისცემით: ტიტეს ..
1. იცი ეს კარგი რამეა ავტორო ყოჩაღ.....
მრაველფეროვანია და აზრიანი......
გააგრძელე წერა ეს შეგიძლია....
განსხვავებული ხარ მაგრამ კარგია.... იცი ეს კარგი რამეა ავტორო ყოჩაღ.....
მრაველფეროვანია და აზრიანი......
გააგრძელე წერა ეს შეგიძლია....
განსხვავებული ხარ მაგრამ კარგია....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|