დედამ ბაღში, აგარაკზე, პატარა ტოტი დარგო. ბიჭმა ტოტი დაინახა და ჰკითხა: _ აქ რატომ იზრდები? _ იმიტომ, რომ შენთვის ვაშლები დავისხა, _ უპასუხა ტოტმა. _ ვაშლებს ვერ დაისხავ. ვაშლები დიდ ვაშლის ხეზეა, _ არ დაუჯერა ბიჭმა. გაისად ბიჭი ბაღში ისევ მივიდა, ტოტი კი არსად დაუხვდა. მის ადგილას პაწია ხე იზრდებოდა, რომელიც ბიჭზე ცოტათი მაღალი იყო. ბიჭმა ჰკითხა: _ პაწია ხეო, აქ ტოტი ხომ არ გინახავს? _ ის ტოტი მე ვარ, _ მიუგო პაწია ხემ, _ იმიტომ ვერ მიცანი, რომ გავიზარდე. _ ჩემზე სწრაფად რატომ იზრდები? _ გაუკვირდა ბიჭს. _ მინდა, რაც შეიძლება მალე გაგიმასპინძლდე ვაშლებით. _ ჩემზე მაღალი ხარ, მაგრამ ვაშლის ხეს მაინც არ ჰგავხარ, _ ისევ არ დაუჯერა ბიჭმა. კიდევ ერთი წელიწადი გავიდა. ბიჭი ბაღში დედასთან ერთად კვლავ მივიდა, პაწია ხე კი ვერსად ნახა. მის ადგილზე ნორჩი ხე იზრდებოდა, რომელიც დედაზე მაღალი იყო. ბიჭმა ჰკითხა: _ ხეო, აქ პაწია ხე არ გინახავს? _ ის პაწია ხე მე ვარ, _ მიუგო ნორჩმა ხემ, _ ნახე, შენთვის საჩუქარი მაქვს _ სამი ვარდისფერი ყვავილი. _ შეიძლება, რომ მოვწყვიტო? _ სთხოვა ბიჭმა. _ თუ მოწყვეტ, სხვა შესანიშნავ საჩუქარს ვეღარ მიიღებ, _ უპასუხა ნორჩმა ხემ. ბიჭს ძალიან უნდოდა ახალი შესანიშანავი საჩუქრის მიღება და ყვავილებისთვის ხელი არ უხლია. ყვავილებს ფურცლები რომ დასცვივდა, მათ ადგილას მაგარი მწვანე ბურთულები გაჩნდა. ბიჭს ეს ბურთულები არ მოეწონა და ნორჩ ხეს აღარ სტუმრობდა. ერთხელ, ზაფხულის ბოლოს, დედამ ბიჭს ბაღში დაუძახა და უთხრა: _ ნახე, შვილო, ჩვენმა ნორჩმა ხემ რა გვაჩუქა. უყურებს ბიჭი და ხედავს _ ხეს მაგარი მწვანე ბურთულების მაგივრად სამი დიდი წითელი ვაშლი ჰქონდა გამოსხმული. _ ესენი საიდან გაჩნდა, დედი? _ გაუკვირდა ბიჭს. _ თვითონ მიხვდი, შვილო, ეს შესანიშნავი საჩუქარი შენთვის რამ დაისხა, _ მიუგო დედამ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალ;იან კარგი ,პატარა მოთხრობა ბავშვის გონების გნვითარებისათვის! ძალ;იან კარგი ,პატარა მოთხრობა ბავშვის გონების გნვითარებისათვის!
1. :) კარგია. ჰქონდა გამოტანილი.– გამოსხმული. სათაურშიც შეცდომაა. :) კარგია. ჰქონდა გამოტანილი.– გამოსხმული. სათაურშიც შეცდომაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|