დილით დედამ ბიჭს უთხრა: _ სწრაფად ჩაიცვი. დღეს მზე ანათებს და სასეირნოდ წავალთ. მაგრამ ამ დროს ცაზე ღრუბელი გამოჩნდა და დედამ გადაწყვიტა: _ არა, ჯობია შინ დავრჩეთ, შეიძლება უცებ გაწვიმდეს. ბიჭი ღრუბელს გაუნაწყენდა და ბრაზიანად თქვა: _ ცას მოშორდი. სეირნობაში ხელს მიშლი. ღრუბელი დაბლა დაეშვა, ბიჭის ფანჯარაში შეიჭყიტა და შესთავაზა: _ გინდა ცაში გასეირნება? ცაზე გაგატარ-გამოგატარებ. ბიჭს ძალიან გაუხარდა, ფანჯარა გააღო და პირდაპირ ღრუბელს შეახტა. ღრუბელზე მოკალათებულმა ბიჭმა სახლების სახურავებს, ქუჩებსა და მანქანებს გადაუფრინა. ესმოდა, ყველა როგორ ითხოვდა: _ საჩქაროდ გაგვრეცხე, ღრუბელო. მტვრით ვართ დაფარული, წვიმა კი არა და არ ჩანს. _ კარგი, _ თქვა ღრუბელმა, _ და ყველა ჟუჟუნა წვიმით დაასველა. აბრჭყვიალდა და გასუფთავდა სახლების სახურავები, ქუჩები და მანქანები. ქალაქის გარეთ ყანა იყო. ღრუბელი ყანას გადაევლო და ბიჭმა უამრავი ყვითელი თავთავი დაინახა. _ საჩქაროდ მოგვრწყე, ღრუბელო, _ აშრიალდნენ თავთავები, _ წვიმის გარეშე ხორბალს ვერ გავზრდით, უხორბლოდ კი ადამიანებს არც პური ექნებათ და არც ფაფა. _ კარგი, _ დათანხმდა ღრუბელი და თავთავები შხაპუნა წვიმით მორწყა. თავთავებმა ოქროს თავები წამოსწიეს და ხორბალიც მაშინვე გამკვრივდა და გაიზარდა. ღრუბელმა კი გზა განაგრძო. ყანის შემდეგ ტბორი იყო. _ საჩქაროდ წყალი მიწილადე, ღრუბელო, _ ითხოვა ტბორმა, _ მთლად გამოვშრი. ჩემი თევზები უწყლოდ ვერ ისუნთქებენ და ვერ იცურავებენ. _ კარგი, _ დასთანხმდა ღრუბელი. ახლა კი ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ ტბორი ნაპირებამდე გაივსო. თევზებს გაუხარდათ და დაბზრიალდნენ, ბაყაყები კი მხიარულად აყიყინდნენ. მაგრამ ღრუბელი დაპატარავდა და ბიჭს უთხრა: _ დაბრუნების დროა, ვიდრე მთლად გავლეულვარ. ბიჭი შინ დაბრუნდა, დედამ კი უთხრა: _ წვიმამ გადაიღო, მზემ ისევ გამოანათა და შეგვიძლია სასეირნოდ წავიდეთ. _ ვიცი, ღრუბლით დავფრინავდი და დავინახე, წვიმა ყველას როგორ ეხმარებოდა, _ უპასუხა ბიჭმა. _ განა ღრუბლით ფრენა შეიძლება? ფაფუკია და კვამლს ჰგავს, _ არ დაუჯერა დედამ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მომეწონა! ზოგჯერ დიდებიც გულბრყვილები არიან1 მომეწონა! ზოგჯერ დიდებიც გულბრყვილები არიან1
4. ძალიან კარგი ღრუბელია.. :) ძალიან კარგი ღრუბელია.. :)
3. ძალიან მომეწონა. :-) ამ პაწაწუნა მოთხრობაში ბავშვის გულუბრყვილობა, სიმართლე და ფანტაზია არაჩვეულებრივადაა ერთმანეთთან შეხამებული. დარწმუნებული ვარ, მისი წაკითხვის შემდეგ პატარას კიდევ უფრო შეუყვარდება ბუნება და იშვიათად გაბრაზდება ღრუბელზე, რომელსაც მნიშვნელოვანი მისია აკისრია ამქვეყნად! :-) ძალიან მომეწონა. :-) ამ პაწაწუნა მოთხრობაში ბავშვის გულუბრყვილობა, სიმართლე და ფანტაზია არაჩვეულებრივადაა ერთმანეთთან შეხამებული. დარწმუნებული ვარ, მისი წაკითხვის შემდეგ პატარას კიდევ უფრო შეუყვარდება ბუნება და იშვიათად გაბრაზდება ღრუბელზე, რომელსაც მნიშვნელოვანი მისია აკისრია ამქვეყნად! :-)
2. ღლეობა სათაურია --------------------------------------------- გაუმარჯოს ლიბერალურ საქართველოს! ღლეობა სათაურია --------------------------------------------- გაუმარჯოს ლიბერალურ საქართველოს!
1. მოგვრწყი–მოვვრწყე:)
მოგვრწყი–მოვვრწყე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|