ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტიტე
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2012


ნილ!

ჩემო ნილ, ვიცი გიმართლებს,
როცა პოეტების ოცნებას ტერფებს აბიჯებ.
აბიჯებ მთვარეზე და წუხხარ,
რატომ არა გაქვს გოლფის ჯოხი, რომ დედამიწა
შავ ხვრელს უტიო, სადაც ისევ,
შავით თეთრზე აღმართულია “დროშები ჩქარა!”
მაგრამ რა იცი, რა იცი, რომ მიზანში არტყამ?
შენ ხომ ტირში იმ მიზეზით
არ გიშვებდნენ, რომ არა თუ სამიზნეს, არამედ
სამიზნის კედელსაც აცელდი
ტყვიას და ხალხს კი, ხალხს კი შენ თვითონ ცდებოდი, ჰო,
როგორც ის… ტყვია… ის ნასროლი ტყვია ცდებოდა-.
შენც გაგიგია, გეტყობა, იმ ტყვიის ამბავი,
ღმერთს რომ ესროლეს და კაცს მოხვდა,
გეორგიაში.
-ჯორჯიის შტატი? - არა-მეთქი და არც ჯორჯია,
საქართველოა მეგობარო,
საქართველოა.

მაგრამ შენ ისევ წუწუნებ, რომ არ წამოიღე,
ის გოლფის ჯოხი და იცი აქ
არავინ მოგცემს, მაგრამ მაინც იმედი გქონდა,
ან ისევ გაქვს, რომ გალაქტიკის ცენტრში მოარტყამ.
ეს ალბათ იმიტომ, რომ გიყვარდა ზღვაზე
თამაში, ტირის, დიდი ქვებით
და პატარა გლუვი კენჭებით:

იჯდა ზღვის პირას და ისროდა
ზღვაში ოცნებებს, (უწყლოდ დარჩენილ კენჭებს და ქვებს)
როგორც აუხდენლებს და მერე,
მერე, ისინი თავის საქმეს თვითონ შვებოდნენ:
წრეებსაც ტალღებად, როგორც ტირში სამიზნის რგოლებს
ქმნიდნენ და ასე,
ცენტრშიც თვითონ ხვდებოდნენ. მაშინ,
მაშინ, რატომ დააბიჯებს სკაფანდრი მთვარეზე,
ან რატომაა მოწყენილი
სკაფანდრში მყოფი? - ჯორჯიის შტატი? - არა-მეთქი
და არც ჯორჯია,
საქართველოა მეგობრებო,
საქართველოა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები