ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინიცა
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2012


  ჩამოტვირთვა

მთის შვილი...

მთის შვილი ავად გამხდარა,
მთისკენ აქვს პირი მზესაო,
სადღაც ოცნებაც გამქრალა
ფანდურს სიმები წყდებაო...
მიტოვებული სახლები,
მხოლოდ სიჩუმე ბინადრობს,
მე კი შორიდან გიმღერი,
შორიდან განცდებს გიამბობ...
შენს კალთებზე ვივლიდი,
ავამღერებდი ოცნებებს,
დილით მზეს გავუღიმებდი
მოვსვამდი წმინდა წყაროებს,
გზად დაგიკრეფდი გვირილებს,
ფიქრებს თამამად გიმხელდი,
გიძღვნიდი მოკლე სტრიქონებს,
მთავრეს დილამდე ვუმზერდი...
მთაო ოცნებებს გიმღერი
გათბობს ფერები ცისაო,
შენი შვილი ვარ მოსული,
შენშია ფერი მზისაო...
უფალო ნუ გამიწყრები
შემინდე ნაბოდვარიო,
მხოლოდ შენ გესმის ფიქრები
მთიულს მთის სუნი მწადისო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები