- საფლავებიდან ბოროტი რობოტივით არ ჩანს მთლიანად მზე, არამედ - ირიბად, მთებიდან გამომზირალი.
(მზის დისკო, ამოუცნობ მფრინავ ობიექტს ბაძავს) წრიალებს, გაუგებრობის ქვეშ მოყოლილი ტყე, როგორც პილატე - პარასკევს, იერუსალიმში. შიშინებს უტოტობა, უფოთლობა, სიკენტე.
ქარდება წვიმა, ახლა თეთრი ხმაური ქანცავს ტუნდრას, ნებდება, უკან რჩება და წინ იშლება ტუნგუსკა, ფლორის წუთიერი დუმილით, მკვდარი ხეების, ბევრგან, დამტყდარი ტოტების, წიწვების
მიმართ. - წაქცეულები წვანან ბელტებზე, ქვებზე და მათ აკმევს შავი ბურუსი, ბოლი და მტვერი. ადგილი გავს ახლადჩაძირული გემის ადგილზე დარჩენილ მორევს, მაგრამ აქ არც ზღვაა, -არც გემი, -არც ეკიპაჟი,
ნამსხვრევებს ჩაბღაუჭებული არც კაპიტანი ჩანს, მატროსის გვერდით. რა სიჩუმეა, რა მშრალი-. თითქოს, ეს პეიზაჟი ცოლს ვანახე და თქვა, რომ კაცები, ყველანი, ერთნაირები არიან,
მაგრამ “პატარა ბიჭს” და “მსუქან კაცს”, არ უცდიათ ჯერ სადილობით საკუთარი მადის გამოცდა, აქ სიშორეა, ოცდაჩვიდმეტი წლით და შიათ, მხოლოდ ცოცხლად დარჩენილ, ნახევრადდახრილ მერქნებს.-
-ახლახანს გაძარცვეს, ზოგი მოკლეს, ზოგიც იქვე მთაზე, ფესვებამოყრილი მღერის მომაკვდავი გედის სიმღერას. უცნაური თავდასხმა სადმე, მაგრამ არა აქ მომხდარიყო, სადაც შიშველი,
თეთრი და მართალი იყო სიმწვანე, ახლა კი დაინთხა, დაინთხა უბრალოთა ქლოროფილი, დაშორდნენ მიწას, სამუდამოდ მკვდარი ფესვები, წყალში ირევა მშობელ დედის დაღვრილი ოფლი
და დედამიწა ტირის კლდეების შიგნით, როგორც პეტრე, უკვე მამალიც ყივის, ბოლოჯერ; ჩვიდმეტი წუთია რვის და, თუმცა თენდება, როგორც იქნა, მაინც, ოცი წლით გვიან თენდება … ენიგმად რჩება შრამი ციმბირს, ივლისის თვის.
ესე იგი, თუ ჩაყევი ბოლომდე და წაიკითხე მოგეწონება, მაგრამ ასე მგონია ბევრი ორი-სამი სტროფის მერე მიატოვებს კითხვას რიტმის გამო. არადა კარგი ლექსია :) ++
ესე იგი, თუ ჩაყევი ბოლომდე და წაიკითხე მოგეწონება, მაგრამ ასე მგონია ბევრი ორი-სამი სტროფის მერე მიატოვებს კითხვას რიტმის გამო. არადა კარგი ლექსია :) ++