 | ავტორი: ვასო ჟანრი: თარგმანი 10 აპრილი, 2012 |
მინდა, სხვებისდა დარად მეც გემსახურო, ვინძლო. ეჭვიანობით გამშრალ ბაგით ბუტბუტი ვიწყო. ვერ დაარწყულებს დამსკდარ ტუჩებს ვერცერთი სიტყვა, ამ შემდოვრებულ ჰაერს უშენოდ ვეღარ ვიტან.
არ ვეჭვიანობ მეტად, მაგრამ მინდიხარ, ისე დავდივარ, თითქოს მალე ჯალათს შევუშვერ კისერს. აღარ გიწოდებ სატრფოს, აღარც სიხარულს. ჩემი შემიცვალეს და უცხო სისხლის ამარა ვრჩები.
აი, სულ ერთი წამიც, და გეტყვი, ვიდრე შემშლი, განა სიხარულს, ახლა წამებას ვპოვებ შენში. დანაშაულის მსგავსად შენსკენ მიზიდავს აგერ, მთლად დაკვნეტილი ღელვით ალუბლის ნაზი ბაგე.
ჩემთან დაბრუნდი მალე, უშენოდ შიში მზაფრავს, არ შემიგრძნიხარ სხვა დროს ასე ძლიერად, მძაფრად. ყოველი, რაც მე მინდა ახლა ცხადია ისე. არ ვეჭვიანობ მეტად, მაგრამ გეძახი ისევ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. დიდი მადლობა, მეგობრებო. რობერტ... :) მეც გილოცავთ დამდეგ აღდგომას, სიკეთეს და მშვიდობას გისურვებთ! დიდი მადლობა, მეგობრებო. რობერტ... :) მეც გილოცავთ დამდეგ აღდგომას, სიკეთეს და მშვიდობას გისურვებთ!
5. ვასოს მოკითხვა! გილოცავ დამდეგ აღდგომას, მეგობარო! ყოველტვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს თარგმანებს და ორიგინალებს და უნდა ვაღიარო, ყველა, ყველა, მაგრამ "ბუცი" მიყვარს განსაკუთრებით! :) ვასოს მოკითხვა! გილოცავ დამდეგ აღდგომას, მეგობარო! ყოველტვის სიამოვნებით ვკითხულობ შენს თარგმანებს და ორიგინალებს და უნდა ვაღიარო, ყველა, ყველა, მაგრამ "ბუცი" მიყვარს განსაკუთრებით! :)
4. მთლად დაკვნეტილი ღელვით ალუბლის ნაზი ბაგე.
რა ლამაზია, მომეწონა ძალიან ! ++
მთლად დაკვნეტილი ღელვით ალუბლის ნაზი ბაგე.
რა ლამაზია, მომეწონა ძალიან ! ++
3. ლექსის დალევა მომინდა... შემოვედი,ვიფიქრე იქნებ რამეს გადავაწყდე ისეთს,რომელითაც წყურვილს მოვიკლავ-მეთქი და ჰუჰ,ვასო,ნამეტანი კარგი ხარ მაინც... :) ლექსის დალევა მომინდა... შემოვედი,ვიფიქრე იქნებ რამეს გადავაწყდე ისეთს,რომელითაც წყურვილს მოვიკლავ-მეთქი და ჰუჰ,ვასო,ნამეტანი კარგი ხარ მაინც... :)
2. რა კარგი თარგმანია, ყველაფერი შენარჩუნებულია-მელოდია, რიტმი, განწყობა...მოკლედ, მანდელშტამი მთლიანად! ძალიან სასიამოვნოდ იკითხება. რა კარგი თარგმანია, ყველაფერი შენარჩუნებულია-მელოდია, რიტმი, განწყობა...მოკლედ, მანდელშტამი მთლიანად! ძალიან სასიამოვნოდ იკითხება.
1. * * * Я наравне с другими Хочу тебе служить, От ревности сухими Губами ворожить. Не утоляет слово Мне пересохших уст, И без тебя мне снова Дремучий воздух пуст.
Я больше не ревную, Но я тебя хочу, И сам себя несу я, Как жертву палачу. Тебя не назову я Ни радость, ни любовь. На дикую, чужую Мне подменили кровь.
Еще одно мгновенье, И я скажу тебе, Не радость, а мученье Я нахожу в тебе. И, словно преступленье, Меня к тебе влечет Искусанный в смятеньи Вишневый нежный рот.
Вернись ко мне скорее, Мне страшно без тебя, Я никогда сильнее Не чувствовал тебя, И все, чего хочу я, Я вижу наяву. Я больше не ревную, Но я тебя зову. * * * Я наравне с другими Хочу тебе служить, От ревности сухими Губами ворожить. Не утоляет слово Мне пересохших уст, И без тебя мне снова Дремучий воздух пуст.
Я больше не ревную, Но я тебя хочу, И сам себя несу я, Как жертву палачу. Тебя не назову я Ни радость, ни любовь. На дикую, чужую Мне подменили кровь.
Еще одно мгновенье, И я скажу тебе, Не радость, а мученье Я нахожу в тебе. И, словно преступленье, Меня к тебе влечет Искусанный в смятеньи Вишневый нежный рот.
Вернись ко мне скорее, Мне страшно без тебя, Я никогда сильнее Не чувствовал тебя, И все, чего хочу я, Я вижу наяву. Я больше не ревную, Но я тебя зову.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|