 | ავტორი: ნინეხ ჟანრი: პროზა 14 აპრილი, 2012 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
I. ანა მქვია და მალე მოვკვდები, როცა გავიგე, რომ შიდსი მაქვს, არ გამკვირვებია. დედაჩემი ჩეულებრივი მეძავი იყო..... ისიც კი არ იცოდა მამაჩემი ვინაა, გამუდმებით სვამდა და ჩემი პირველი ციკლისთანავე მაიძულა ის მეკეთებინა, რასაც თვითონ ,,პურის ფულს” ეძახდა. ვერ ვიტყვი ტრაგედია იყომეთქი, მაგრამ ამას ხალისითაც არ ვაკეთებდი. საერთოდ, მართალი რომ ვთქვა, ამაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებდი. სრულიად გულგრილად ვწვებოდი კაცებთან და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე წავსულიყავი სახლში. ამისთვის მხოლოდ ერთი მიზეზი მქონდა: ჩემი მეზობელი, რომელიც ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს ბრუნდებოდა სახლში. მინდოდა ამ დროსთვის მიმესწრო და ფანჯრიდან მეყურებინა, როგორ გაივლიდა. მთვრალი დედაჩემის ბუზღუნს თავს ვაღწევდი და ,,ჩემი ბიჭისკენ” კისრისტეხით გავრბოდი. არც კი ვიცნობდი, ვერასოდეს ვბედავდი რაიმეს თქმას. თუმცა სულ ველაპარაკებოდი ხოლმე, ვუყვებოდი დედაჩემზე, ბატონ ზურაზე, რომელიც მთელ ჩვენს ფულს გვართმევდა. სამაგიეროდ, იმ სახლისთვის, სადაც ვცხოვრობდით, არ ვიხდიდით. დედაჩემს ფულსაც კი აძლევდა სასმელისთვის. ოღონდ მასთან არ იწვა, მეტისმეტად ბებერი და ბინძური ხარო. მაგრამ მე მოვწონდი და ხანდახან მინეტსაც ვუკეთებდი ხოლმე, ვიცოდი, ამისთვის კარგად იხდიდა, თუმცა ის კლიენტი არ იყო. იმ კაცებზეც ვუყვებოდი, ვისთანაც დაწოლა მიწევდა, მაგრამ მათზე მოსაყოლი ბევრი არც არაფერი იყო: ყველა ერთნაირად წუწუნებდა და ყველას ერთნაირად უნდებოდა ჩემი ცემა. ირაკლიზე და ნანა დეიდაზეც ვუყვებოდი, ისინი ლტოლვილები იყვნენ და ნანა დეიდა სულ იმაზე ტიროდა როგორი კარგი, დიდი და ,,ყველას რომ შეშურდებოდა” სახლი დატოვეს ,,იქ”, მთელი დღე შეეძლო იმაზე ელაპარაკა რამდენ ფულს შოულობდა მაგის ქმარი ექიმობით და რამდენი შემოსდიოდათ სეზონზე, არ მიყვარდა ის ქალი, სულ ტიროდა, ირაკლი მათხოვრობდა. ამ ყველაფერს დიდი მონდომებითა და ხელების ქნევით ვყვებოდი ფანჯარასთან აყუდებული, მაგრამ ,,ის” გაივლიდა თუ არა, მაშინვე ვჩუმდებოდი და ფარდას ვეფარებოდი. ვერასოდეს მამჩნევდა. ცოტა ხნის შემდეგ იმ ბიჭთანაც ვიწექი. თუმცა ისიც ისეთივე აღმოჩნდა, როგორებიც ჩემი დანარჩენი კლიენტები იყვნენ, წუწუნა, მთვრალი, ოფლიანი, ერთი სიტყვით ნამდვილი ღორი. ერთ დღეს დედაჩემი მოვკალი. ჩვეულებრივზე მეტად მთვრალი იყო, იატაკზე ფორთხავდა, ყვიროდა, მუხლებზე მეხვეოდა, ტიროდა, რაღაცას მევედრებოდა, მეც ჩავარტყი, აღარ მახსოვს რა, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა და დავარდა. მერე სასამართლოზე თქვეს, ,,მძიმე, ბლაგვი საგნით” არის მოკლულიო. მე მხოლოდ ის გავაკეთე, რასაც მთხოვდა. მერე აქ გამომგზავნეს, წყნეთში. უკვე ორი წელია ,,წყნეთის ფსიქიურად დაავადებულთა სახლში” ვცხოვრობ. მივეჩვიე და მომწონს. ყველა საინტერესოა და კაცებთან დაწოლაც აღარ მიწევს. მართალია, თავიდან ვცადე, მაგრამ მითხრეს, რომ ეს აქ აუცილებელი არ იყო. ახლა ბედნიერი ვარ, ჰო, ვიცი, რომ მალე მოვკვდები, მაგრამ მე სანდრო მყავს. აქ გავიცანი. არა, თავშესაფარში არ ცხოვრობს, არ ვიცი საიდან, უბრალოდ, ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, მოვედიო. ზამთარი იყო როცა ექიმმა Oოთახში შემოიყვანა, ცხვირი ჰქონდა გაწითლებული და ტუჩები გალურჯებული, მაინც სიმპათიური იყო. მისი მოსვლა არ გამკვირვებია, ბოლოსდაბოლოს, მეც ხომ მეკუთვნის რაღაც. სანდრო პარასკევობით ამოდის და ჩვენთან რჩება. ის აქ ყველას კარგად ექცევა, ამიტომ უყვართ. განსაკუთრებულად კარგად მე მექცევა, იმიტომ რომ მე ,,მისი ქალი” ვარ. სულ ერთად დავდივართ, მთელი დღე. ვლაპარაკობთ ყველაზე და ყველაფერზე დაუსრულებლად, სანდრო ჭკვიანია და ცდილობს ყველაფერი ამიხსნას. თავშესაფარს დიდი მანძილით არასოდეს ვცილდებით, ეს აკრძალულია, საღამოს ვბრუნდებით და ჩემს ოთახში სექსი გვაქვს. ყველამ იცის, რომ ასე ხდება. სანდრო ძალიან სასაცილოა როცა სძინავს. მე არასოდეს ვიძინებ თუ სანდრო აქაა. მთელი ღამე ვზივარ და ვუყურებ, ბავშვივით მოიკუნტება ხოლმე და ისე სძინავს, სასაცილოა. რომ ვუყვარვარ, ბევრჯერ მითხრა, ერთხელ ექიმიც ოთახში იყო. ამიტომ არავინ ამბობს, რომ ამას ვიგონებ. მას შემდეგ, რაც გაზაფხულდა, სანდროს ყოველთვის მოაქვს ყვავილები. ისინი ამიტომაც შემიყვარდა, იმიტომ რო სანდროს მოაქვს. სანდრომ იცის, რომ მოვკვდები, მაგრამ არც მე და არც სანდროს დიდად არ გვანაღვლებს. იმიტომ, რომ აქ ყველა კვდება. სანდროც მოკვდება. როცა თავშესაფარში ვინმე კვდება, არავინ ტირის. წინა კვირას სანდრომ ცოლად მომიყვანა. ,,ცოლად მოყვანაში” მისი თავშესაფარში გადმოსვლა იგულისხმება. ექიმმა ნება დაგვრთო ცალკე ოთახში ვიცხოვროთ და ახლა წყნარად ველოდებით პირველი რომელი მოკვდება.
II. ჩემთვის რომ ეკითხათ, იმის ადგილზე შენ რას იზამდიო, ალბათ იმავეს-მეთქი-ვეტყოდი ბანალურად. მაინც ამ გოგოს ჩანაწერი უფრო მომეწონა ვიდრე სხვების ამ საავადმყოფოში, მაგრამ ახლა, სანამ ჯერ კიდევ მომწვანოა და სანამ ჯერ ისევ ხეებზეა ეს ფოთლები, ჩავსხდეთ ჩემს დანგრეულ, თითქმის ხავსიან მანქანაში და წავიდეთ. სად და აი ესე, უბრალოდ, დავსხდეთ და წავიდეთ. ჩვენ ხო შევთანხმდით... მანქანას მოვუარე, კარი გამოვაღე და ჩავხტი, შენ ცოტა დაბნეული დგახარ, მაგრამ შენც ჯდები, მერე უკან იყურები. მე მეცინება, ყველაფერია, ნუ, ყოველ შემთხვევაში შიმშილით არ დავიხოცებით, გამშვიდებ და ვქოქავ. ოქეი, ამბობ და ახლა უკვე შენ დამცინი იმიტო, რო ,,გოგო, ამდენი ხანია ატარებ და ,,ზადნი” მაინც ვერ ისწავლე”. ცოტა ვაი-ვაგლახის და ჯიკაობის მერე, როგორც იქნა გამოვძვერი და შენც მოკალათდი, სიგარეტს იღებ, უკიდებ და ჩემს პირში დებ, მე ისევ მეცინება, მაგრამ ჩემს სიცილს სიგარეტის კვამლი მაწყვეტინებს, რომელიც ამასობაში გადამცდა და ,,კინაღამ დავიხრჩე დეფექტო”. გავსულვართ კიდეც ქალაქიდან, მე ცაში ვიყურები და ეჭვს გამოვთქვამ, რომ ,,აი, ახლა მაგრად დაუშვებს”, ორივე ვუწევთ მინებს თითქმის ერთდროულად და ,,ასე სწრაფად ჯერ ჩემი ეჭვი არ გამართლებულა”, ვბურდღუნებ მე და სიგარეტს შენს გამოწვდილ საფერფლეში ვკლავ. მომწონს როცა საჭეს ხარ ჩაფრენილი და მარტო გზას უყურებ, ისევ დამცინი და მკოცნი, მე ვცდილობ ისევ გზას ვუყურო და თვალები მიელმდება, შენ არ იმჩნევ. აი, მე კიდე მაგიტო მომწონხარ, ვამბობ და სკამზე შემთხვევით ნაპოვნ ვაშლს მონდომებით ვატყობ ჩემს ნაფოტივით კბილებს. წვიმა გულისგამაწვრილებლად უწკაპუნებს მანქანის ჭერს, ცოტა ცივა კიდეც. ავტობანზე ნელ-ნელა ინთება განათების ბოძები. არ მიყვარს დღის ეს მონაკვეთი _ არც დღეა, არც ღამე. თუ გინდა დავჯდები, მთავაზობ და ჩემი მადლიერებით სავსე თვალების დანახვისას გეღიმება. სიჩქარეს ვუკლებ და ვერ გადამიწყვეტია: ამ თქეშში გადავიდე თუ ვცადო შენთან გადმოსვლა. ბოლოს, მაინც შენ გადადიხარ და როცა საჭესთან ჯდები უკვე ,,მოშნად დამბალი” ხარ. უკან რამეს ვეძებ, რამეს რომ გაგამშრალო, გამშრალებ და გკოცნი. ერთი საათია გზაში ვართ, ვლაპარაკობთ თითქმის გაუჩერებლად, ძირითადად მე, ორივე ვთანხმდებით იმაზე, რომ რაც ათას სისულელეს ლაპარაკობენ, მართალია, მაგრამ არ გვაინტერესებს, ამ გულგრილობით ორივე კმაყოფილები ვართ. ცოტა ხნით ვჩუმდები და ვცდილობ მანქანის მინებს გადაღმა რამე დავინახო, ვერ ვარჩევ, მაგრამ მთავარია თბილისი შორსაა, ვიმეორებ უკვე მეასედ და ასევე მეასედ ვეწევით, რადიოში ბობ დილანი ისმის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ბოზური თავგადასავლები ბორდელებშიც გვსმენია და ასეთი ადგილების ხშირ სტუმრებს სმენია არა ერთი ასეთი ამბავი, მაგრამ ეს ვინმემ პროზად აღიქვას რავიცი... მინდა ვიყო ლიტერატურაა? არ გამოვიდა. ტიპიური ბინძური ამბავია ბოზური თავგადასავლები ბორდელებშიც გვსმენია და ასეთი ადგილების ხშირ სტუმრებს სმენია არა ერთი ასეთი ამბავი, მაგრამ ეს ვინმემ პროზად აღიქვას რავიცი... მინდა ვიყო ლიტერატურაა? არ გამოვიდა. ტიპიური ბინძური ამბავია
11. ჰარირამას დავეთანხმები...:) კარგად მოგაქვს ხასიათი...განწყობა...5
გულისგამაწვრილებლად უწკაპუნებს მანქანის ჭერს, ცოტა ცივა კიდეც. ავტობანზე ნელ-ნელა ინთება განათების ბოძები. არ მიყვარს დღის ეს მონაკვეთი _ არც დღეა, არც ღამე
ჰარირამას დავეთანხმები...:) კარგად მოგაქვს ხასიათი...განწყობა...5
გულისგამაწვრილებლად უწკაპუნებს მანქანის ჭერს, ცოტა ცივა კიდეც. ავტობანზე ნელ-ნელა ინთება განათების ბოძები. არ მიყვარს დღის ეს მონაკვეთი _ არც დღეა, არც ღამე
10. მომწონს, და თან აშკარად ჩანს პოტენცია. წარმატებები:) მომწონს, და თან აშკარად ჩანს პოტენცია. წარმატებები:)
9. მომწონსმე.......მოუწესრიგებლობები...: )))) ჰომ.....ცოტა უფრო ადრე დაწერილს დავდებმერე... მომწონსმე.......მოუწესრიგებლობები...: )))) ჰომ.....ცოტა უფრო ადრე დაწერილს დავდებმერე...
8. მამენტ, მაგარი ვარ, რომ არ დავიზარე, ბოლომდე რომ ჩავედი და ასეთ მოუწესრიგებელ ტექსტში პლიუსები ვიპოვე =)
ა'მ ვეითინგ =) მამენტ, მაგარი ვარ, რომ არ დავიზარე, ბოლომდე რომ ჩავედი და ასეთ მოუწესრიგებელ ტექსტში პლიუსები ვიპოვე =)
ა`მ ვეითინგ =)
7. მამენტ...არც არის აუცილებელი გაშლა/გაფარტოება..:დ ხო ნუ....გავიგე რაც იგულისხმე.....: ))) მამენტ...არც არის აუცილებელი გაშლა/გაფარტოება..:დ ხო ნუ....გავიგე რაც იგულისხმე.....: )))
6. 3. არადა....კავშირშია...:დ ნინეხ. 2012-04-14 23:55:40
რა ხდება, იცი? ცუდია-მეთქი, კი არ ვამბობ? უბრალოდ, კავშირი არ ჩანს. ეს კავშირი იცი შენ თავად და... ჩვენ დაგვიმალე ოღონდ. აი, მათემატიკაში რომ არის, ორს ვწერთ და შვიდს ვინახავთო, - ისე... მოკლედ, გაშლა აკლია თემას... თუ ხვდები, რასაც გეუბნებიო, ხომ კარგი და... თუ არა - ავტორი შენ ხარ და როგორც ჩათვლი საჭიროდ, ისე დაწერე... :))))))))))))) 3. არადა....კავშირშია...:დ ნინეხ. 2012-04-14 23:55:40
რა ხდება, იცი? ცუდია-მეთქი, კი არ ვამბობ? უბრალოდ, კავშირი არ ჩანს. ეს კავშირი იცი შენ თავად და... ჩვენ დაგვიმალე ოღონდ. აი, მათემატიკაში რომ არის, ორს ვწერთ და შვიდს ვინახავთო, - ისე... მოკლედ, გაშლა აკლია თემას... თუ ხვდები, რასაც გეუბნებიო, ხომ კარგი და... თუ არა - ავტორი შენ ხარ და როგორც ჩათვლი საჭიროდ, ისე დაწერე... :)))))))))))))
5. შეგიძლია არც გააგრძელო...:დ შეგიძლია არც გააგრძელო...:დ
4. პირველივე დაწყება იმდენად ცუდია უკვე ვიცი რა იქნება გაგრძელება :დ
პირველივე დაწყება იმდენად ცუდია უკვე ვიცი რა იქნება გაგრძელება :დ
3. არადა....კავშირშია...:დ არადა....კავშირშია...:დ
2. ნინეხ, ამ ორ ნაწილს მომავალში მაინც დაუკავშირებ ერთმანეთს? ასე ორი სრულიად დამოუკიდებელი ნაწყვეტია რაღაც დიდი თემისა. ნუ, ყოველ შემთხვევაში მე მასე აღვიქვი... :))) ნინეხ, ამ ორ ნაწილს მომავალში მაინც დაუკავშირებ ერთმანეთს? ასე ორი სრულიად დამოუკიდებელი ნაწყვეტია რაღაც დიდი თემისა. ნუ, ყოველ შემთხვევაში მე მასე აღვიქვი... :)))
1. ბანალურია და კარგია...კარგი დაწერილი გაქვს... ბანალურია და კარგია...კარგი დაწერილი გაქვს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|