ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოპენის გოგონა
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2012


სიყვარულით, მე

თქვენ დაიღალეთ,
გაჯერებენ, რომ სისხლი წითელია,
თქვენ დაღვრით სისხლს,
ზოგი ომში, ზოგიც ლოგინში..
ვერ იპოვით განსხვავებას,
წლებს დააცარიელებთ უკეთესის მოლოდინში,
იტყვით, - თუ გული გტკივა ესე იგი ცოცხალი ხარ.
მე არ მჯერა ამ სიტყვების,
არც თქვენი მჯერა,
თქვენ ხომ დაიღალეთ..
უკეთესის მოლოდინში.
იმედები გაცრუვდა,
შენ ასე არ გინდოდა, არც მე მინდოდა ასე..
და თუ ცა დილას ვარდისფერია
ეს მომაკვდავის გამხნევებაა მხოლოდ.
მე არ მაქვს დრო შენთვის,
არ მცალია, რომ ვუყურო შენს დაბერებას,
როგორ მოაკლდება შენს ღიმილს კბილები,
თუმცა ვიქნები ხოლმე შენთან ფიქრებით, მე გპირდები..
შემშურდება რაღაც მომენტში, რომ ჩემს ნაცვლად სხვა დაიძინებს შენს ლოგინში,
იქნებ ვინანო, რომ არ მოვიცალე,
მე წარმოდგენა არ მაქვს ვინ ვიქნები ვარდისფერი ცის შემდეგ,
მოვა საღამოც, განმეორდება განუმეორებელი,
შენს ნაზ კანს დაატარებენ შვილიშვილები ხელიდან ხელში,
შენ კი იხრწნები მიწით ნელ-ნელა,
მე ასეთიც მეყვარები და შენს თავის ქალას დავიდებ საწოლის თავთან,
ყოველ ღამე ჩაშავებულ თვალებში დაგინთებ სანთლებს,
შენ მომიტან სითბოს და სინათლეს.
სიყვარულით,
მე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები