ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2012


დედის "პაზლი"

შენი ხერხემალი -
ჩემი საყვარელი კრიალოსანია,
ჩამოვმარცვლავ და დავმშვიდდები.
შენი თმა -
ჩემი მოწყვეტილი ბაბუაწვერა,
სულს შევუბერავ - გაფრინდება.
შენი სუნთქვა,
ჩემი გულისცემა -
ერთი თავსატეხის ნაწილები,
სანამ დავალაგებთ, საჭირო ვარ,
კონტურს თვალს მოვკრავთ და...
გაიზრდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები