 | ავტორი: თეთო ჟანრი: პოეზია 17 მაისი, 2012 |
დავიბენი.,, სიმღერები აჰყოლიან სუნთქვა-სუნთქვა, რითმა-რითმა ჩასმულ ბგერებს. მერე რამ რომ სიტყვებს სახე დაფოთვლიათ, მერე რა, რომ ოცნებები დავიბედე.
მითქვამს... მითქვამს: ლექსი - განცდა, რითმა ფიქრად, ფიქრი - მირქმად შეკერილი, დაკემსილი, სიტყვა -სიტყვად, გრძნობა ლოცვად აკრეფილი, კაბადონზე ამოსუნთქვად გაფენილი, დაფიონზე ამოთქმული, გაზაფხულზე ნუშის მორცხვად ალეწილი სახის მორთვა... სტრიქონებად დაითოვლა განცდა - ბგერად დაფერფლილი. როგორ მოხდა, როგორ შევრჩით მე და რითმა. მე და ლექსი? ბედისწერა (?!) ფერთან ფერი,
მითქვამს... მითქვამს: დავიბენი... მისხალ-მისხალ აკრეფილი ფიქრთა ფიფქვა, შეკრული და გაფენილი, ნათქვამი და უხმოდ, უთქმად გამხელილი: სუნთქვა ჩემი, განცდა ჩემი, ფიქრი, ღელვა, სული ჩემი. სხეულშია წვეთ-წვეთ. ცეცხლ-ცეცხლ, ნუგეშ-ნუგეშ ჩაფენილი, (მალამოდ თუ ფენიქსივით ჩაფერფლილი), რითმა, ლექსი (ფიქრი ჩემი, სუნთქვა ჩემი). როგორ მოხდა? როგორ შევრჩით მე და ლექსი?!... ფერთან ფერი... სულთან რითმა გულდაგულ და სასოებით დანამღერი, ამოთქმული, ნაგანცდარი, ნაფიქრალი, ნაფერფლარი, ნაწამარი, ნაწამები - მე და ლექსი: ფეთქვა ჩემი, წამება და რწმენა ჩემი: ლექსი ჩემი... სული ჩემი,,,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ძალიან კარგია ++ ძალიან კარგია ++
17. მე შევამოკლებდი... წარმატებები :) მე შევამოკლებდი... წარმატებები :)
16. ძალიან, ძალიან მიყვარს ეს ლექსი. მართალი ხარ. ''ყველა სათავისოს გვთხოვს’’ და ზოგჯერ ცხოვრება ისე გადის, უკან მოხედვისას ვხვდებით, რომ მთავარი გამოგვრჩა: საკუთარი დრო ძალიან, ძალიან მიყვარს ეს ლექსი. მართალი ხარ. ``ყველა სათავისოს გვთხოვს’’ და ზოგჯერ ცხოვრება ისე გადის, უკან მოხედვისას ვხვდებით, რომ მთავარი გამოგვრჩა: საკუთარი დრო
15. გავიგე ავტორო! გმადლობ-კომენტარისთვის
ყველას სათავისოდ დაგვკანკალებენ, ყველა თავისას გ თხოვს... საყვარელს უნდა შენი თვალები...| საკაბე უნდა ცოლს .... წახვალ და ყველას დაემალები, წახვალ და..თოვს. მაგრამ სინდისი,როგორც ხუნდები სულში დასტოვებს ზოლს. ერთი ბეღურა სატრფოს გაგონებს .მეორე ჩიტი ცოლს....
მოხვალ და ყველას დაუბრუნდები. მოხვალ და... თოვს. გავიგე ავტორო! გმადლობ-კომენტარისთვის
ყველას სათავისოდ დაგვკანკალებენ, ყველა თავისას გ თხოვს... საყვარელს უნდა შენი თვალები...| საკაბე უნდა ცოლს .... წახვალ და ყველას დაემალები, წახვალ და..თოვს. მაგრამ სინდისი,როგორც ხუნდები სულში დასტოვებს ზოლს. ერთი ბეღურა სატრფოს გაგონებს .მეორე ჩიტი ცოლს....
მოხვალ და ყველას დაუბრუნდები. მოხვალ და... თოვს.
14. მე მივხვდი მიზეზს, რატომაც მომწერე. :)) რომ გითხრა, როცა ვწერდი, ეს ლექსი მახსოვდა თქო, არა. ჩემს ლექსში ჩემი განწყობაა, ისეთი როგორიც იმ დროს მქონდა. ერთი ამოსუნთქვით დაიწერა და იმიტომაა მოკლე და ''ჩქარი'' სიტყვები... მე მივხვდი მიზეზს, რატომაც მომწერე. :)) რომ გითხრა, როცა ვწერდი, ეს ლექსი მახსოვდა თქო, არა. ჩემს ლექსში ჩემი განწყობაა, ისეთი როგორიც იმ დროს მქონდა. ერთი ამოსუნთქვით დაიწერა და იმიტომაა მოკლე და ``ჩქარი`` სიტყვები...
13. ჰო გამახსენა. შენც ხო?
ჰო გამახსენა. შენც ხო?
12. ფელიქს, ვიცი ეს ლექსი. რატომ მომწერე? ჩემმა ლექსმა ხომ არ გაგახსენა? :)) ენი, მადლობა. :) ფელიქს, ვიცი ეს ლექსი. რატომ მომწერე? ჩემმა ლექსმა ხომ არ გაგახსენა? :)) ენი, მადლობა. :)
11. მე მომწონს თან მაგრად:) მე მომწონს თან მაგრად:)
10. მოდი, უბრალოდ ავხსნი რასაც ვგულისხმობ განცდა: ეხლა განვიცდი. ნა-განცდ- არ-ი არის წარსულის ფორმა, განცდიდან წარმოებული. არ მწყინს, მედეა, რა თქმა უნდა. აქ იმიტომ არ შემოვსულვარ, მარტო ქება-დიდება ვისმინო. :)) უბრალოდ მინდა გითხრა, რისი თქმა მინდოდა. შენიშვნისთვის მადლობა. ტავტოლოგიისთვის ბოდიში. :) მოდი, უბრალოდ ავხსნი რასაც ვგულისხმობ განცდა: ეხლა განვიცდი. ნა-განცდ- არ-ი არის წარსულის ფორმა, განცდიდან წარმოებული. არ მწყინს, მედეა, რა თქმა უნდა. აქ იმიტომ არ შემოვსულვარ, მარტო ქება-დიდება ვისმინო. :)) უბრალოდ მინდა გითხრა, რისი თქმა მინდოდა. შენიშვნისთვის მადლობა. ტავტოლოგიისთვის ბოდიში. :)
9. ჩქარი მატარებელი
ბოგირ-ბოგირ, ბოგა-ბოგა, ბოგა-ბოგა, ბოგირ-ბოგირ, გზები მიდის ოკრობოკრო, გოგო მიდის, აგდი-გოგდი, აბა, დელი, დელია, გოგო მიდის ბოგაზე, ჩემი საყვარელია, ხალი თუ აქვს ლოყაზე. ეზო-ეზო, კარიკარ, ღობე-ღობე, სარი-სარ, ეკონება ბოლი ბოლს, გეგონება: თოვლი თოვს. მისდევს ჭერმებს ტყემლები, მისდევს ფერმებს ტყეები, ისე მჭერმეტყველებით, ისე ფერმეტყველებით, რომ სარკმელში მოძვრება მთელი ეს საოცრება, ეს ხილული ოცნება, ცის და მიწის მოსწრება : გზები - ძოწეულები, გზები - განა შუკები, გზები, ბროწეულების გზნებით განაშუქები, სიმინდების ფოჩEბი, ჭები, ოწინარები, მზეზე ძველი კოშკების ბჭენი მოცინარენი ..
მიაქვს-მოაქვს წერილები, სიხარულის ბარათები,
ბარათები შეპირების, იმედების გამართლების. ჭალა-ჭალა, შარა-შარა, შარა-შარა, ჩალა-ცალა, ჩქარა-ჩქარა, ჩქარა-ჩქარა, ჩქარა-ჩქარა,ჩქარა-ჩქარა, გრაგანებენ ვაგონები, გრაგანებენ გაკვირვებით - სად გარბიან ჩაკონებით ბოგირები, ბაგირები ? შემოსილა ხე ჭრელჭრულით, შემოსულა ხეჭეჭური! ეზო-ეზო ურმებია და ჭურები მეჭეჭური. და მისდევენ ზვრები ზვრებს, შუკა - შუკას, გზები - გზებს, კიდეები, კორდები, ხიდები და ბონდები, - ბევრჯერ გამახსენდებით, ბევრჯერ მომაგონდებით! მიქრის მატარებელი ჩქარი მატარებელი ჩქარი მატარებელი ჩქარი მატარებელი ... ჩქარი მატარებელი
ბოგირ-ბოგირ, ბოგა-ბოგა, ბოგა-ბოგა, ბოგირ-ბოგირ, გზები მიდის ოკრობოკრო, გოგო მიდის, აგდი-გოგდი, აბა, დელი, დელია, გოგო მიდის ბოგაზე, ჩემი საყვარელია, ხალი თუ აქვს ლოყაზე. ეზო-ეზო, კარიკარ, ღობე-ღობე, სარი-სარ, ეკონება ბოლი ბოლს, გეგონება: თოვლი თოვს. მისდევს ჭერმებს ტყემლები, მისდევს ფერმებს ტყეები, ისე მჭერმეტყველებით, ისე ფერმეტყველებით, რომ სარკმელში მოძვრება მთელი ეს საოცრება, ეს ხილული ოცნება, ცის და მიწის მოსწრება : გზები - ძოწეულები, გზები - განა შუკები, გზები, ბროწეულების გზნებით განაშუქები, სიმინდების ფოჩEბი, ჭები, ოწინარები, მზეზე ძველი კოშკების ბჭენი მოცინარენი ..
მიაქვს-მოაქვს წერილები, სიხარულის ბარათები,
ბარათები შეპირების, იმედების გამართლების. ჭალა-ჭალა, შარა-შარა, შარა-შარა, ჩალა-ცალა, ჩქარა-ჩქარა, ჩქარა-ჩქარა, ჩქარა-ჩქარა,ჩქარა-ჩქარა, გრაგანებენ ვაგონები, გრაგანებენ გაკვირვებით - სად გარბიან ჩაკონებით ბოგირები, ბაგირები ? შემოსილა ხე ჭრელჭრულით, შემოსულა ხეჭეჭური! ეზო-ეზო ურმებია და ჭურები მეჭეჭური. და მისდევენ ზვრები ზვრებს, შუკა - შუკას, გზები - გზებს, კიდეები, კორდები, ხიდები და ბონდები, - ბევრჯერ გამახსენდებით, ბევრჯერ მომაგონდებით! მიქრის მატარებელი ჩქარი მატარებელი ჩქარი მატარებელი ჩქარი მატარებელი ...
8. ახლა სათაურს ვ ამართლებ თ
იტანს,იტანს,მარა-თვალს და ყურს ხვდება უხეშად:) გესმის? ახლა სათაურს ვ ამართლებ თ
იტანს,იტანს,მარა-თვალს და ყურს ხვდება უხეშად:) გესმის?
7. :))) მადლობა, მედეა. ''რ''-ს მოტანისთვის. ახლავე დავსვამ თავის ადგილას. :)) ნაგანცდარზე რაო? გრამატიკულ დორმას გულისხმობ ალბათ:)) თუ ასეა,, მომეტევება, ლექსს მოჰყვა. :)) პოეზიაშ იტანს ხოლმე არაგრამატიკულ ფორმებს
:))) მადლობა, მედეა. ``რ``-ს მოტანისთვის. ახლავე დავსვამ თავის ადგილას. :)) ნაგანცდარზე რაო? გრამატიკულ დორმას გულისხმობ ალბათ:)) თუ ასეა,, მომეტევება, ლექსს მოჰყვა. :)) პოეზიაშ იტანს ხოლმე არაგრამატიკულ ფორმებს
6. ნაგანცდარი არ თეთო.. განცდა " გრძნობა ქვია მაგას.:) გკითხულობ-იმედია, შენიშვნა არ გეწყინება..:) , კეთილი სურვილით- ნაგანცდარი არ თეთო.. განცდა " გრძნობა ქვია მაგას.:) გკითხულობ-იმედია, შენიშვნა არ გეწყინება..:) , კეთილი სურვილით-
5. :))) მადლობა, მედეა. ''რ''-ს მოტანისთვის. ახლავე დავსვამ თავის ადგილას. :)) ნაგანცდარზე რაო? :)) :))) მადლობა, მედეა. ``რ``-ს მოტანისთვის. ახლავე დავსვამ თავის ადგილას. :)) ნაგანცდარზე რაო? :))
4. ნაგანცდარი-თეთოს არ უნდა შეშლოდა!!!
განცდა.... მე მითქვამს..მითქვამს.
ფენიქსივით ჩაფეფლილი),---"რ"მოგიტანე :) ნაგანცდარი-თეთოს არ უნდა შეშლოდა!!!
განცდა.... მე მითქვამს..მითქვამს.
ფენიქსივით ჩაფეფლილი),---"რ"მოგიტანე :)
1. ორიგინალურია. კარგია! ორიგინალურია. კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|