 | ავტორი: გვანტსულა ჟანრი: პროზა 11 ოქტომბერი, 2008 |
ნუ განიკითხავო... იმას მოჰკითხეო, ვინც ეს დაგამართაო.... გაარკვიეო... დაიცავიო...
მოვედი თქვენთან მე ამ კითხვებით. იესომ თქვა, პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც უცოდველიაო.. აბა დამენახეთ, რომელი თქვენგანია უცოდველი ცოდვილ მიწაზე? რატომ არ იღებთ ხმას, მოსამართლენო, განმკითხავნო, კახპა მრუშებო?!
გაანძრიეო, თავი და მიხვდები საიდან ქრის ცხელი ქარები! ღმერთო, მიშველეო, ღრიალებდა ის უბედური...
ეს მე ვარ და მე ვიცი, რომ მე ვარ! თქვენ ყველა შეცდით! თქვენ ყველამ თვალი დახუჭეთ, თქვენ ყველა პილატე ხართ! სადაა ბარაბა, გამოუშვით და გამაკარით მის მაგივრად თქვენს გახრწნილ სულზე, სხეულზე, გულზე...
აიღეთ ქვები! რის გეშინიათ, ნუთუ მტვრად გექცათ ამდენი ბოღმა. აიღეთ ლოდები, ნუკი კანკალებთ, მე დამანხეთ სამართლიანობა.
კახპა მრუშებო! კახპა ქურდებო! კახპა ქალებო, კაცებო, ძმებო!
გაიხრწნა თქვენი ყველას გვამი წვიმის სურნელში. მწვანედ დათოვა ციდან მანანამ. მოგესპოთ გულის ღია კარები, სისხლში ცურავენ თქვენი შვილები...
ნაშვილებიო, განაშვილებიო, განდგომილიო, შეცოვდილიო, შემწყნარებელი, მოსამართლე, მოწყალე, ბოზი... აქ ხომ ყველაში საკუთარ თავებს ხედავთ, თქვე ბრბო!
რატომ არ ისვრით, დიდხანს რად უსმენთ მონოლოგს, ქვითინს?! ჩააძაღლეთ და დაასვენეთ ეს უბედური! აცალეთ იყოს თავისუფალი თქვენს ბინძურ სულთან, აგურის ყელის ქალებივით დაგეწვათ გული.
ომი იყოო, ხალხი მოკვდაო, ქმრები, შვილები, ძმები, მამები, საშოებში გაწყალებული თქვენი "გმირები"... თქვენ მოიტანეთ! ეს სისხლი, გვამები!
ადამის მოდგმავ!!! გამოსვენდი საკურთხევლის წმიდა ძალიდან!!!
სისხლში დაიბანეთ მუდამ მურიანი, შავი ხელები. ებრაელების ტანჯვასაც კი ვერვინ მოგკითხავთ! მაგრამ თქვენ მოსე არ გეყოლებათ შვებად მოსული, თქვენ მხოლოდ სიკვდილს მიეგებვით დაუდრტვინველად...
ადამის მოდგმავ! ხალხო! თქვე ბრმანო!!
მუჭი გაუშვით მაგ მტვრიან ქვიშას!
ადამის მოდგმავ, ხალხო, მხოლოდ ბრბოვ!!! საბოლოოდ ხომ მარტო დარჩებით, უკანასკნელი ბელთების დასაყრელად მაგ თქვენს ფიცრებზე!!!
და სული იფრენს... და სული იფრენს...
შორს... შორს... უფალთან......
11.10.08
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. უიმე :D მეტ-ნაკლებად "მძიმე" ნაწერია... მითუმეტეს შენი ასაკისთვის გვანტს....
უფრო სითბოთი ჯობია (:
უიმე :D მეტ-ნაკლებად "მძიმე" ნაწერია... მითუმეტეს შენი ასაკისთვის გვანტს....
უფრო სითბოთი ჯობია (:
6. დავიგინე არ წავიკითხავ ! დავიგინე არ წავიკითხავ !
5. მადლობა მოლოცვისათვის... მადლობა მოლოცვისათვის...
4. იესომ თქვა, პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც უცოდველიაო.. აბა დამენახეთ, რომელი თქვენგანია უცოდველი ცოდვილ მიწაზე?
შენ რომ გვესვრი მერე ქვას ამ ნაწერით, შენ თუ ხარ უცოდველი? :P მომეწონა, თუმცა ეს ჟანრობრივად "ძაააააან" ჩანახატია :) იესომ თქვა, პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც უცოდველიაო.. აბა დამენახეთ, რომელი თქვენგანია უცოდველი ცოდვილ მიწაზე?
შენ რომ გვესვრი მერე ქვას ამ ნაწერით, შენ თუ ხარ უცოდველი? :P მომეწონა, თუმცა ეს ჟანრობრივად "ძაააააან" ჩანახატია :)
3. აბა დამენახეთ, როემლი აქ შეასწორე! ლელას ვეთანხმები! 5! აბა დამენახეთ, როემლი აქ შეასწორე! ლელას ვეთანხმები! 5!
2. უიიიიი!!!! მართალი ხარ მარა ცოტა სიყვარულით, რომ დაგეწერა არ გვაწყენდა:) გაიღიმე ნაწერში 5;) უიიიიი!!!! მართალი ხარ მარა ცოტა სიყვარულით, რომ დაგეწერა არ გვაწყენდა:) გაიღიმე ნაწერში 5;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|