ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2012


* * *

კაცი რა არის? თავბრუს დაგახვევს,
იქნებ კიდეც რომ დაიწყოს ფიქრი..
ჯერ ყურადგებით გაგათამამებს
მერე კი თვითონ სხვა ქალთან მირბის..

კაცი რა არის? თითქოს უგრძნობი,
მის თვალზე ცრემლს რომ ვერასდროს ნახავ,
გაუსაძლისი ტკივილის დროსაც
ამ ტანჯვას იგი ფიქრებში ჩაკლავს..

იქნებ გაბრაზდეს! არა აქვს აზრი,
ყველა ხომ სადღაც პოულობს შვებას...
ამოიღებს და სიარეტს მოწევს,
თავს დაგანებებს არ იწყებს ხვეწნას..

თუ შეიყვარდი.. ყველაზე ძვირფასს,
ყველაზე წმინდას მოგიძგვნის მარად
ყველგან დაგიცავს და გიპატრონებს
თუნდ რომ დაუჯდეს სიცოცხლის ფასად..

ერთგულებას კი მისგან ნუ ელი..
მას ხომ თვალი აქვს ასეთი ხარბი..
ლამაზი ქალის დანახვაზე რომ
შეუცნობელად იმასთან გარბის..

ქალი კი არის ერთგული, გამრჯე,
ღამეს რომ მასზე ფიქრებში ათევს
მთელი არსებით მიუძღვნის თავს და
მუდამ მასთან ყვას იდუმალ ძალებს..

გაუბრაზდება?! ცრემლებში აქსოვს
თავის ტკივილს და უმიზნო აზრებს..
და კაცის მხოლოდ ერთი ამბორიც
შემოარიგებს გულნატკენ ქალებს..


ს. აბდუშელიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები