ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2008


ნისლში რომ მოსჩანს

ნისლში რომ მოსჩანს
არც თოვლია, არც აფრებია,
არც სიმღერაა,არც გუგუნი
გადარჩენისა,
ყოველ ფოთოლში
ქარიშხალი ჩამსაფრებია,
ყოველ ყვავილში
შეფარული ხმაა ლექსისა!

და ვერ აღვიქვამ
ნელა-ნელა,
როგორ ვფითრდები,
საღამოს ცაზე წეროები,
როგორ კივიან,
აცრემლებულან ჩემს სარკმელთან
ზამთრის ჩიტები,
მინდა ვანიშნო,
რომ ოთახი
უფრო ცივია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები