ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2008


უბრალოდ...


მოუთმენელი წლები წამიღებს,
უმისამართოდ მომენატრები,
აშლის ზამთარი ქარიან ფიქრებს,
და ქარვისფერი ოცნებასავთ,
მოვინადირებ უცხო ადგილებს,
ბევრჯერ გათელილს,
ოღონდ სხვა თვალით.

როცა, ვერხვები კვირტებს გაშლიან,
და მონატრება ზვავებს წარმოქმნის,
უხმოდ დავრჩები ადამიანურ
გზაგასაყართან
ყოფნა-არყოფნის.
არაფერია,
რადგან, დღეები,
ისედაც, თითქმის, უჩემოდ ვლიან,
და რადგან მაინც ვერ შეგელევი,
მე დავბრუნდები...

იქნება გვიან
ყველა ის წამი, უშენობაში
განივთებულმა რომ გავატარე,
რადგან, გამიცვდა ილუზიების
უფერული და ძველი სათვალე.

როცა თოვლისფერ ქრიზანთემებით
ამოჩემებულ სურვილს მომიტან,
აღარაფერი გადამბრალდება,
გონდაკარგული უქმი დროიდან.
როცა, უბრალოდ, წლები წამიღებს,
ააბორგებენ დარდებს ვერხვები,
უსასრულობა კარებს გამიღებს,
ნაგვიანევი დროით შევხვდებით.

და ფიქრი ისევ გააციმბირებს
უამინდობის ჩვეულ არეალს,
გაუბედავი მზერით ცის კიდეს
მივწვდები, როგორც
ჰორიზონტს მზიანს.
მერე, ლოდინი გაარღვევს კლდეებს,
სივრცეს შერწყმული, სუნთქვას ამიბნევს,
და გამართლებულ, მიღწეულ ძებნებს,
მიუწვდომელი გზისკენ წაიღებს... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები