*** ჩემგან საპირისპირო მხარეს ყურება შენი ხელობაა. რა ცოდვილი ვარ... დამანახვე გზა, გაუბედავი ცოდვის გამო სინანულს რომ ამაშორებდეს... ხეები კიდევ ბევრჯერ გაშიშვლდებიან შემოდგომის მიწურულს ზამთრის თეთრ სარეცელზე დასაქორწინებლად. მერე ორსულნი გაზაფხულზე მშობიარე კვირტებს გამოფენენ. მათგან განსხვავებით ჩვენ ვერ ვიყვავილებთ, ნაყოფს ვერ გამოვიღებთ. სხვადასხვა მხარეს მოძრავ მატარებლებში ვსხედვართ და ერთმანეთთან შეყრას გულუბრყვილოდ ვლამობთ. აიხედე ზემოთ, ვარსკვლავებმა ამოხაპეს ცა და ინსომნიასთან გამაძიძეს. ჩამოაყრდნე მშვიდად თავი ჩემს მხარს, რომ შენი თვალების ჭებიდან ჩემს ცხოვრებაში შემოჭრის შიში გაიდევნოს. მიზიდულობის სამკუთხედში მესამე კუთხე ზოგჯერ ზედმეტზე მეტად აუცილებელიცაა. გავუყუჩდეთ ღამის იდუმალ მდუმარებას. დაიხსომე, მეგობარო, ცხოვრება არც ისე საშიშია, როგორც შენ ფიქრობ, მაგრამ არც ისე უხიფათო, ჩიტებს რომ ჰგონიათ ...
*** დაელოდე, სანამ საბოლოოდ დაეშვება შენს ფანჯარასთან წვიმის გამჭირვალე ფარდა... ბუნდოვან, მკრთალ სივრცეში იკვეთებიან მობორიალე ლანდები... ერთი მათგანი შენც ხარ... ცისქვეშეთში სად, რომელ საგანს უნდა დაეყრდნო... ყველაფერი მიდის ... მიდის ... მიდის... არსად არაფერი ბოლომდე არ დგას, რომ არსში ჩაწვდე. მზის ვირტუალურ სხივებს მაინც დაელოდე, თუმცა რასაც ღამით ვერ შეიგრძნობ, დღითაც ვერ დაინახავ. რა მნიშვნელობა აქვს, თაბახის ფურცლებს რომაული წესით ავსებ, თუ არაბულად. დაელოდე, მარჯვენა ჰემისფეროდან გულის მარცხენა პარკუჭის გავლით ტკივილს დაელოდე, რადგან ბოლო ამოსუნთქვამდე რამდენიმე წამით ადრეც არსებობს შანსი პოეტად დაბადების...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. და მეორეს ფინალიც სრულიად ახალი პასაჟია, რომლის მსგავსიც აქამდე არ გამიგია და მიყვარს ყველაფერი, რაც არ არიას არაფრის გადამღერება, რაც ასე თავისთავადი და იშვიათია, როგორც შავი მარგალიტი. და მეორეს ფინალიც სრულიად ახალი პასაჟია, რომლის მსგავსიც აქამდე არ გამიგია და მიყვარს ყველაფერი, რაც არ არიას არაფრის გადამღერება, რაც ასე თავისთავადი და იშვიათია, როგორც შავი მარგალიტი.
7. ბატონო დავით, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, მქონდა პატივი, ერთხელ გამეცანით და მართლა აღფრთოვანებული ვარ. განსაკუთრებით მომეწონა: ხეები კიდევ ბევრჯერ გაშიშვლდებიან შემოდგომის მიწურულს ზამთრის თეთრ სარეცელზე დასაქორწინებლად. მერე ორსულნი გაზაფხულზე მშობიარე კვირტებს გამოფენენ. და მერე დრამატურგია საინტერესოდ ვითარდება, რა კარგია, რომ ასეთი ლაღად ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით, უფალი თქვენკენ, ჩემგან დიდი პატივისცემა და მოკრძალება.++ ბატონო დავით, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, მქონდა პატივი, ერთხელ გამეცანით და მართლა აღფრთოვანებული ვარ. განსაკუთრებით მომეწონა: ხეები კიდევ ბევრჯერ გაშიშვლდებიან შემოდგომის მიწურულს ზამთრის თეთრ სარეცელზე დასაქორწინებლად. მერე ორსულნი გაზაფხულზე მშობიარე კვირტებს გამოფენენ. და მერე დრამატურგია საინტერესოდ ვითარდება, რა კარგია, რომ ასეთი ლაღად ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით, უფალი თქვენკენ, ჩემგან დიდი პატივისცემა და მოკრძალება.++
6. ცხოვრება არც ისე საშიშია, როგორც შენ ფიქრობ, მაგრამ არც ისე უხიფათო, ჩიტებს რომ ჰგონიათ ... –––––––––––––––––––––––––––
დაელოდე, მარჯვენა ჰემისფეროდან გულის მარცხენა პარკუჭის გავლით ტკივილს დაელოდე, რადგან ბოლო ამოსუნთქვამდე რამდენიმე წამით ადრეც არსებობს შანსი პოეტად დაბადების...
მოგიკითხე თბილად... მე მიყვარდა და მიყვარს შენი პოეზია. ცხოვრება არც ისე საშიშია, როგორც შენ ფიქრობ, მაგრამ არც ისე უხიფათო, ჩიტებს რომ ჰგონიათ ... –––––––––––––––––––––––––––
დაელოდე, მარჯვენა ჰემისფეროდან გულის მარცხენა პარკუჭის გავლით ტკივილს დაელოდე, რადგან ბოლო ამოსუნთქვამდე რამდენიმე წამით ადრეც არსებობს შანსი პოეტად დაბადების...
მოგიკითხე თბილად... მე მიყვარდა და მიყვარს შენი პოეზია.
5. მომეწონა ორივე, აზრიან-ფიქრიანი...
"ცხოვრება არც ისე საშიშია, როგორც შენ ფიქრობ, მაგრამ არც ისე უხიფათო, ჩიტებს რომ ჰგონიათ ..." - ეს ძალიან კარგია...
"არსებობს შანსი პოეტად დაბადების..."
მომეწონა ორივე, აზრიან-ფიქრიანი...
"ცხოვრება არც ისე საშიშია, როგორც შენ ფიქრობ, მაგრამ არც ისე უხიფათო, ჩიტებს რომ ჰგონიათ ..." - ეს ძალიან კარგია...
"არსებობს შანსი პოეტად დაბადების..."
4. ძალიან მომეწონა ორივე. ძალიან მომეწონა ორივე.
3. "მაგრამ არც ისე უხიფათო, ჩიტებს რომ ჰგონიათ ..."
ავტორო,ისე მინდა,ისე თბილად მოგეფერო, აი ამ ლამაზი ლექსებისათვის... საოცრები,საოცრები არიან ორივენი...
"დავით შემოქმედელი" - ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია ჩემთვის!...
სუ,თან დამდევს შენი ის პატარა ლექსი,და როცა შენ ლექსებთან მოვდივარ,თავისით, ის ერთ "კუპლეტა" ლექსი ლოცვასავით წამეკითხება და მერე,ისე ვიწყებ შენი ახალი ლექსის კითხვას... რა ვქნა,შენთან ეს უკვე ტრადიციად მექცა! :)
"მაგრამ არც ისე უხიფათო, ჩიტებს რომ ჰგონიათ ..."
ავტორო,ისე მინდა,ისე თბილად მოგეფერო, აი ამ ლამაზი ლექსებისათვის... საოცრები,საოცრები არიან ორივენი...
"დავით შემოქმედელი" - ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია ჩემთვის!...
სუ,თან დამდევს შენი ის პატარა ლექსი,და როცა შენ ლექსებთან მოვდივარ,თავისით, ის ერთ "კუპლეტა" ლექსი ლოცვასავით წამეკითხება და მერე,ისე ვიწყებ შენი ახალი ლექსის კითხვას... რა ვქნა,შენთან ეს უკვე ტრადიციად მექცა! :)
2. მარჯვენა ჰემისფეროდან გულის მარცხენა პარკუჭის გავლით ტკივილს დაელოდე, რადგან ბოლო ამოსუნთქვამდე რამდენიმე წამით ადრეც არსებობს შანსი პოეტად დაბადების...5 მარჯვენა ჰემისფეროდან გულის მარცხენა პარკუჭის გავლით ტკივილს დაელოდე, რადგან ბოლო ამოსუნთქვამდე რამდენიმე წამით ადრეც არსებობს შანსი პოეტად დაბადების...5
1. ცხოვრება არც ისე საშიშია, როგორც შენ ფიქრობ, მაგრამ არც ისე უხიფათო, ჩიტებს რომ ჰგონიათ ... ცხოვრება არც ისე საშიშია, როგორც შენ ფიქრობ, მაგრამ არც ისე უხიფათო, ჩიტებს რომ ჰგონიათ ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|