 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 16 ივნისი, 2012 |
*** სასაცილო ვარ, ქარი მითვლის უკვე ნაოჭებს, და შემოდგომა ყვითელ ნაცარს მაყრის მუჭებით, ქუჩა ხე არის მე ფოთოლი და რომ არ მოვწყდე, მტვრიან ქვაფენილს მთელი ძალით ვებღაუჭები... *** ერთმანეთს თითქოს ხელში ვეცლებით, მაგრამ არ გეტყვი კარგო - დროებით, არ გაგწირავენ ჩემი ლექსები, არც არასოდეს მიგატოვებენ.. მერე რა, თუკი დამიძახებენ, გამოვეწყობი მაინც საშენოდ, მერე ლექსებში გადავსახლდები, რომ წიგნებიდან არ მოგასვენო. დავრჩებით მაინც ბედის ურჩები, გინდა ჩამთავრდეს ჩვენი იწილო, მე არასოდეს მოვიღუშები, შენც ეგ ღიმილი არ მოიცილო... ერთმანეთს თითქოს ხელში ვეცლებით, მაგრამ არ გეტყვი კარგო - დროებით, არ გაგწირავენ ჩემი ლექსები, არც არასოდეს მიგატოვებენ.. ამოუხსნელი მეტაფორები მატარებელი მისდევს ლიანდაგს. ორთქლმავალს კვალი რჩება ზოლების, და ერთმანეთზე ვზრუნავთ ნიადაგ ამოუხსნელი მეტაფორები... ერთმანეთს ვეძებთ გზებით ირიბით, და სანამ ზეცას დავიზეპირებთ, ერთმანეტისკენ სავალ ბილიკებს ვაწყობთ და ვკეცავთ რებუსებივით.... ჩვენ ვერ ვივიწყებთ ერთურთს ღმერთმანი, ლაბირინთია მარტო ვნებები და ჩვენს ქუჩაზე კვეთენ ერთმანეთს წილადები და განტოლებები... მატარებელი მისდევს ლიანდაგს. ორთქლმავალს კვალი რჩება ზოლების, და ერთმანეთზე ვზრუნავთ ნიადაგ ამოუხსნელი მეტაფორები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ერთმანეთს თითქოს ხელში ვეცლებით, მაგრამ არ გეტყვი კარგო - დროებით, არ გაგწირავენ ჩემი ლექსები, არც არასოდეს მიგატოვებენ..
ძნელია ამაზე რამე თქვა,უბრალოდ უნდა გაჩუმდე და ხშირად წაიკითხო :)
ერთმანეთს თითქოს ხელში ვეცლებით, მაგრამ არ გეტყვი კარგო - დროებით, არ გაგწირავენ ჩემი ლექსები, არც არასოდეს მიგატოვებენ..
ძნელია ამაზე რამე თქვა,უბრალოდ უნდა გაჩუმდე და ხშირად წაიკითხო :)
16. მომწონს ეს ავტორი–რაღაც თავისებური, განსხვავებული ხედვით; დიდებული ნაშრომია და ჩემი+2 დავტოვე აქ+ოვაციები!! წარმატებები მომწონს ეს ავტორი–რაღაც თავისებური, განსხვავებული ხედვით; დიდებული ნაშრომია და ჩემი+2 დავტოვე აქ+ოვაციები!! წარმატებები
15. +5!!! კარგი ლექსებია! +5!!! კარგი ლექსებია!
14. კარგი ლექსებია...5 პირველი წაკითხული მქონდა...:) კარგი ლექსებია...5 პირველი წაკითხული მქონდა...:)
13. მართლა კარგია მართლა კარგია
12. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11. კარგებია ძალიან!
გაიხარე! კარგებია ძალიან!
გაიხარე!
10. ძალიან მომეწონა! ++ ძალიან მომეწონა! ++
8. სამივე მომეწონა, ნაღდი, განცდილი და კარგ ლექსებად მოტანილი... სამივე მომეწონა, ნაღდი, განცდილი და კარგ ლექსებად მოტანილი...
6. მშვენიერია, გაიხარეთ! მშვენიერია, გაიხარეთ!
5. ქუჩა ხე არის მე ფოთოლი და რომ არ მოვწყდე, მტვრიან ქვაფენილს მთელი ძალით ვებღაუჭები... ქუჩა ხე არის მე ფოთოლი და რომ არ მოვწყდე, მტვრიან ქვაფენილს მთელი ძალით ვებღაუჭები...
4. იშვიათია მამაკაცი, რომელიც ასეთი სიფაქიზით წერს, როგორც თქვენ სოსო... +++++++ იშვიათია მამაკაცი, რომელიც ასეთი სიფაქიზით წერს, როგორც თქვენ სოსო... +++++++
2. ლექსებში გადასახლებულები არასდროს ავიწყდებათ. მომწონს მე აქ ძალიან, სულ! ლექსებში გადასახლებულები არასდროს ავიწყდებათ. მომწონს მე აქ ძალიან, სულ!
1. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ნატიფი პოეზია გაქვს სოსო! ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ნატიფი პოეზია გაქვს სოსო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|