ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2012


სამყაროს ბონიტირება

      (ნიკა ჩერქეზიშვილს) 

ეპოქები დატყვევდნენ, საუკუნო დეკადით,
უნდა ბონიტირება დაწყლულებულ სამყაროს,
წეღან, ავცდი მანძილებს, უკვდავება ვიკადრე,
ჰოდე, ქვემოთ ნათქვამი, აგერ, სწორედ აქ არის.

ნახე, "ჟანგი ლურსმანი" ფარავს გზებზე ნაფერთალს,
ჩვენ, ყვავილიც გვეყოფა, თითო - მონოფლოლური,
ის მასხარა არ იყოს, ღერძზე ბრუნვას აფერხებს,
დედამიწა დაემხო, მლიქვნელ - მონათმფლობელი.

აივნიდან ვიღვრები, საცერივით, როცა ცრის,
აივნიდან გახედე, ზემოთ, მთებზე თოვლი დევს,
ჩემთან, მალე ჩაივლის ღვინობის თვის ოცდაცხრა,
შენს ბილიკზე ძმობილო, უკვე თებერვალია.

საუცხოოდ ამძიმებთ, ლილეს ყოფნა პოეტებს,
დაჭირდებათ პოეტებს, ლილეს ფეთქვა - აზიზი,
წუხელ, "მიკრო ინფარქტით" ირაკლისთან მოხვედი...
წამო, რიყის კენჭები სოხუმისკენ გავზიდოთ.

მაგრამ თბილისს ეჩვევი, კალმის გული გამცივნებს,
კალმის გული გამცივნებს, როცა წევხარ პირქვე და
"შალაფები" მომარგლე, ჯეჯილებს, რომ ირქმევენ...
ნი-ჩე, თხელი მხრებიდან იმ "რაღაც სხვის" მაცნე ხარ,


დედამიწა დაემხო, მლიქვნელ - მონათმფლობელი,
ჩვენ, ყვავილიც გვეყოფა, თითო - მონოფლოლური!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები