ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკუნა
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2012


სიცოცხლის ნაკრძალი

სიცოცხლის ნაკრძალს მდუმარების აჩრდილი აწევს,
ჩაუმუხლია სამარეზე მწუხრსა და გლოვას,
დრო გარდაუვალ დავიწყების ნისლებში ახვევს,
აქ, ამ უმზეო ქვეყანაში გარდასულ მოდგმას.
შეშინებული შეშლილივით დაძრწის სიბნელე
და მარმარილოს ცივ თვალებში მიიდრიკება,
თავის საფლავძე კაცთა მოდგმა ზის და ისვენებს,
ვირაც კი მოდის, წარმავლობის ბედზე ფიქრდება.
და მთელს სიცოცხლეს ორი ციფრის წარწერა გვამცნობს,
ყველა ღირსების საპასუხოდ მდუმარებს ლოდი,
დრო აღარყოფნას უმკაცრესი სიტყვებით ამბობს
და ერთი ფცკარი არსებობის დასტურად გვყოფნის.
მერე ყველანი მივადგებით სიცოცხლის ნაკრძალს,
რადგან ცხოვრება ბოლოს მაინც ხსოვნიდან გვკარგავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები