ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალენ ფონ იდი ოოტი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2012


წყლის საათი

არის ცა,
არის ხმელეთი,
არის კიდევ ზღვა
და კენჭები ამ ზღვასთან,
მაგრამ ჩვენ ქვები ვართ:
ერთმანეთთან ისე ახლოს დადებული,
რომ ვგრძნობთ ერთი-მეორის სიმლაშეს.
არის კიდევ ქარი,
არის ტალღები ამ ზღვის
და არის მომენტი,
როდესაც ეს ტალღა დაგვაშორებს.
შენ იქით იქნები, შორს,
მე აქეთ, მე შორს, მე ბევრად უფრი შორს.
ჩვენ მოვიწყენთ, ვიღაცის თვალში,
გამვლელის თვალში
და დაგიძახებ:
მოგმართავ სახელით:
შემომხედე,  მე აქ ვარ,
აქეთ ვარ და მე ვარ მე,
მე შემომხედე, მე ამათთან მძინავს
და გაჩვენებ არავის.
მერე დამიძახებ შენ,
შენც მაჩვენებ რაღაცას უცხოს თვალში,
გამვლელის თვალში
და ზღვა იქნება წყნარი,
მხოლოდ ჩემი დაცემის ხმა "ჭყლუპ"
იქნება პასუხი შენთვის.

არის ტყე,
არის ტბა,
არის კიდევ ფრინველები
ამ ტბის თავზე, ტყის თავზე
და შორს ამ ყველაფრიდან.
არის კიდევ რაღაც.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები