ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეჯი ქანდელი
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2012


(ქარი აგიშლის სხეულზე მაქმანს)

ქარი აგიშლის სხეულზე მაქმანს,
სვლაში მოიხვევ ნისლის ცივ რიდეს,
შემოგაძარცვას მოხვეულ ვნებებს,
ქარის ნაპირალს არ აირიდებ.
ხეების ტოტებს მოსხლეტილ ფოთოლს,
დარჩენილს ობლად-
დაგიფენს კაბად.
აწეწილ თმებში დაფენილ თვალებს-
მალულად ნაბავ.


...და აბრეშუმის კაბის ჭრელ ბოლოს,
მიანდობს ტატნობს.
ყალბად ნამცვრევი მიმიკების კიდეებს წაშლის,
დამშრალ გუგაში დაგიძენძავს დამტვერილ ძაფებს,
შენს დანახვაზე ჟინმორეულ სიჩუმეს გაშლის.

ქარი დაითვლის შიშველ წამებს
და გამვლელების ნაწამებ სახეს,-
ცივ მოგონებად დაებლანდება.
მერე უსიტყვო სიმსუბუქით ჩაირბენს ჭალას,
მოპარულ  მძივებს კალთებზე გახრის
და ლურიონ ფერს შენს მკლავებზე-
შუქით გამსჭვალავს.

ქარი აგიშლის სხეულზე მაქმანს,
სვლაში მოიხვევ ნისლის ცივ რიდეს
და ჟინმორეულ გამვლელის მზერას,-
როგორც ყოველთვის ვერ აირიდებ.


ავტ: ბექა ახალაია
2037 წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები