ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2012


ვითმენთ

მედიდგულები ყველაზე მეტად, ყველაზე უფრო!
შენ შემაჩვიე ქალურად ”ბილწი”, ”თავხედი” ენა.
ძალა არ მყოფნის, (თუნდ საპასუხოდ) რომ გაგებუტო,
რადგან შენთან ვგრძნობ (როგორც არასდროს) თავს ბედნიერად!

წვეთ-წვეთობით რომ მეღვრები გულში, გუბდები იქვე...
და გინდაც გასკდეს, არ ვარ დამცლელი მე შენი ცრემლის!
გიწერ ამ ლექსს და ვიცი, ისევ რომ გამაქილიკებ:
”რა უბადლო ხარ! ლექსი ძლიერი - რა მშვენიერი!”

დიდი ხანია რაც იცი უკვე, როგორც მიყვარხარ...
შენ კი გამოცდებს მაბარებინებ სავსე ეჭვების.
მიეჩვიე, რომ ჩვენს საუბრებში ბოლო სიტყვა ხარ
და რომ არასდროს (ჩემი დუმილით) არ ჩაგეჭრები.

დრო კი უაზრო რეისით მიქრის: წარსული - აწმყო...
ვერც გადამყიდველს ვეღარ დავსტყუეთ ორი ბილეთი
მომავლისაკენ, ჩვენ ხომ უბრალოდ ეს შორი ცა გვყოფს...
ბედმაც დაგვღალა უკვე თავისი ”მოითმინეთი”...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები