ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანგუსტი
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2012


ცხოვრება გ(აგ)რძელდება (მესამე ნაწილი)

  დრო ყველაფრის მკურნალი გგონია,როცა შორიდან უყურებ მოვლენებს და მესამე პირში საუბრობ მოქმედ გმირებზე...ვერ გამოდგა ჩემს შემთვევაში მკურნალი..ვერაფერმა უშველა ჩემს ტკივილს...
სკოლის პერიოდი აყალიბებს ადამინის ხასიათს.მეც ასე დამემართა...თუმცა მამის სიკვდილმა სერიოზული დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას. მხიარული და თავნება გოგოსგან აღარფერი დარჩა და ჩემი ხასიათი სრულიად შეიცვალა სევდით.
ერთადერთი ნათელი წერტილი დედა იყო ჩემს ცხოვრებაში.ჩემი დატანჯული დედა.ძალიან უჭირდა ვხედავდი და ვერაფრით ვეხმარებოდი.მას მამა ძალიან უყვარდა.სულ ვოცნებობდი მეც ასე შემყვარებოდა ვინმე.თუმცა ჩემი ხასიათის გამო ნაკლებადშესაძლებლად მიმაჩნდა ეს ამბავი.
კლასელები ყურადღებას არ მაკლებდნენ.ვეცოდებოდი მე-ობოლი.არასოდეს მომწონდა ეს სიტყვა.
სახლში დედა მთლიანად ჩემზე იყო გადმორთული.ნათესავებიც.ცდილობდნენ არაფერი მომკლებოდა.თუმცა ეს ყოველდღიური ლოდინი მაინც ვერაფრით შემივსეს.
სულ ველოდებოდი მამას.მინდოდა მომეყოლა,რომ აღარ ვიყავი ძნელადაღსაზრდელი.შევიცვალე.
ახლა ვფიქრობ,რომ მამას ეს სულაც არ მოეწონებოდა.მას ისეთი ვუყვარდი,როგორიც ვიყავი.დროდადრო იმის მოყოლაც მინდებოდა,რომ გიოსთან ურთიერთობა ავაწყვე.მისი ძმაკაცის შვილი ჩემი მეგობარი იყო და შემპირდა ლხინში და ჭირში ჩემთან იქნებოდა.

როგორც თავში მოგახსენეთ გიოს ბავშვობიდან ვიცნობდი.ახლა მგონია,რომ სულ ვიცნობდი.სულ ახლოს იყო.გიოც ყველანაირს მიცნობდა.დილით ახალგაღვიძებულს და აბუზღუნებულს,სკოლაში არანორმალურად ცელქს,ეზოში აგრესიულს,ოჯახში განებივრებულს და მერე სევდიანს და ჩაკეტილსაც.
ადამიანები მოდიან და მიდიან,არ რჩებიან ან ვერ რჩებიან..არ ვტოვებთ ან ვერ ვტოვებთ..აი გიო სულ ჩემთან იყო.
მკითხველი ფიქრობს,რომ გიო შემიყვარდა და ვიცხოვრეთ ასე დიდხანს და ბედნიერად...ნურას უკაცრავადო იტყოდა ერთი ცნობილი პოლიტიკოსი..სადაა დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება,ან მე სად მეცალა სიყვარულისთვის..მთელი ოჯახის ტვირთი დედას დააწვა და კიდევ ერთი ტკივილი მომაყენა ამან...როგორც იმ დროს ნახევარზე მეტი ქართველი ქალებისა ისიც სადრაც ცხრა მთა-ზღვას იქით გადაიხვეწა და მე ბებიას შემატოვა ხელში.
ბებიაზე რა მოგიყვეთ აბა,ისიც ისეთივე ბებია იყო,როგორიც დანარჩენი ბებიები არიან.ბევრს მაჭმევდა.ბევრს მაძინებდა,ცოტას მაცუღლუტებდა და დროდადრო ჩემტან ერთად ტიროდა.
მე გარდატეხისასაკაცილებული ვემორჩილებოდი ბებიაჩემის ”ბრძანებებს”.რა აზრი ჰქონდა შეწინააღმდეგებას,როცა არც არსად წასვლა მინდოდა,არც მეგობრების ჩემთან მოსვლა,არც გვიანობამდე ტელეფონზე უსასრულო და უაზრო საუბრები მხიბლავდა. სულერთი იყო და ნაცრისფერი ირგვლივ ყველაფერი...
თუმცა ალბათ ყველას ცხოვრებაში სრულდება უღიმღამოდშეღებილი დღეები,დასრულდა ჩემთანაც.სკოლის დამთავრებისადმი მიძღვნილ ”ბანკეტზე”.რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ მზადება ბოლოზარისთვის,მე რა თქმა უნდა არაფერი გავაკეთე,ლექსიც კი არ მითქვამს.ბევრი მეხვეწნენ და დამანებეს თავი.გიო თვალოუცილებლად უყურებდა ყველა ჩემს მოძრაობას,რომელიც შენელებულ კადრებს უფრო გავდა ვიდრე მეთერთმეტე კლასელი სიცოცხლითსავსე გოგოს ქცევებს.
დედაჩემი დღეში ორმოცდარვაჯერ ურეკავდა ბებიაჩემს და რამდენიმესაატიან მონოლოგს ვისმენდი ბებიისგან,იმის შესახებ თუ როგორ უხასიათოდ და უღიმღამოდ ვფლანგავდი ჩემს სიყმაწვილეს.
ერთ დრესაც გავბრაზდი და გიოს დედასთან მივედი და ვთხოვე ჩემთვის რამე ჩვეულებრივი კაბა შეეკერა(დროდადრო კერავდა ნატო)...
სიამოვნებით დამთანხმდა.

(გაგრძელდება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები