ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ისინი ორნი არიან, ერთი მარცხნივ, მეორე თავისთავად მარჯვნივ. ისინი თავის თავში პოულობენ ხოლმე ძალას, რომ აიტანონ თავზე დაფსმა, უხარიათ, რადგან მათი დიზაინი არ არის გათვლილი დაჯმაზე, თუმცა აჯვამენ ხოლმე.. ორი საბრალო უნიტაზი, გვერდიგვერდ, ისინი ცდილობენ ჩაეხუტონ, მაგრამ ჩააცემენტეს უმოძრაოდ, ისინი კივიან ფაიფურის გულში, კვნესა გადაეცემა კანალიზაციის მილებს, და იბერება მტკვარში ტალახისფერი ბუშტები. მათზე ცხოვრობენ ჭუჭყის სამყაროები, ისინი იტევენ ამას, ამ სიცივეში, ამ ყინვაში, უცნაურია არა? ისინი გაუძლებენ, მე ვიცი.. ლიტრობით შარდს და წვიმას, შეურაცყოფას შუაღამიდან დილამდე, შეიფარებენ მარტოსულ ლოთებს, უმღერებენ იავნანას, მომაკვდავებს წაუკითხავენ ლოცვას.. ორი საბრალო უნიტაზი, ოდესღაც თეთრი, ახლა კი შავ-თეთრი როგორც ზებრა, დიდი მაგნიტური ველით, პოზიტივით და ცრემლით, მასევდიანებს მათი მარტო ერთად ყოფნა ამ სამყაროში, ისინი ხედავენ როგორ ნადგურდებიან ჟანგბადის ატომები. ტელევიზორში ღიმილიანად გვემუქრებიან ატომური ბომბებით. ხელშეუხებელი ჩვენ, შეურყვნელი ჩვენ, წმინდა ჩვენ, ტრადიციული ჩვენ, პატრიოტი ჩვენ, ძველი ჩვენ, კიდევ უფრო ძველი ჩვენ, ფოლკლოლური ჩვენ, ფლორა და ფაუნა ჩვენ, ფასკუნჯი ჩვენ, ფეხები ჩვენ, ფლომასტერი ჩვენ, ჩვენი პორტრეტი ჩვენ, დაღლილი ჩვენ, მისავათებული ჩვენ, მიგდებული ჩვენ, პახმელია ჩვენ, ჭირი ჩვენ, და ძილი, ორალური სექსი, ღიპი ჩვენ, სახეზე აფარებული საბანი ჩვენ, გემოვნება ჩვენ, კავკასია ჩვენ თავისი მიჯაჭვული ამირანით, სადო-მაზო ჩვენ, ვოლფგანგ ამადეუს სუპერ მუპერ მოცარტი ჩვენ, ყვითელი ფოთლები ჩვენ, ტყუილი ჩვენ, სირცხვილი ჩვენ, ჩმორი ჩვენ, გაღიმებული ღიმილიანი ჩვენ.. და ორი უნიტაზი ჩვენ, ჩვენსავე ქალაქში, ცირკთან ახლოს, მიწისქვეშეთში, ორი სიყვარული, ორი უმოძრაობა, ორი მაგალითი, რომ ღირს პურის ყიდვა. არ მოკვდე მშიერი, გეცვას თბილად ვიდრე ცივად; ორი მაგალითი, რომ ერთ ნაბიჯში მთავრდება ჩრდილი, მაგრამ ყოველთვის თან დაგყვება საკუთარი თავი და გჩრდილავს. ფშშ ფშშ ფშშ.. აჰ! 07/07/2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რომ გადახვალ, გააჩერე! :))
რომ გადახვალ, გააჩერე! :))
12. უმღერებენ იავნანას, მომაკვდავებს წაუკითხავენ ლოცვას.. ? რა უნიტაზი? .ის კაია ,რო თავის-უფალი ხარ,მაგრამ ''დევიჯერო ''რამე წმინდა არ გაგაჩნია? ტფ უმღერებენ იავნანას, მომაკვდავებს წაუკითხავენ ლოცვას.. ? რა უნიტაზი? .ის კაია ,რო თავის-უფალი ხარ,მაგრამ ``დევიჯერო ``რამე წმინდა არ გაგაჩნია? ტფ
11. მადლობა რჩევისთვის, მადლობა რჩევისთვის,
10. აღარ წერო:D:D:D:D:D აღარ წერო:D:D:D:D:D
9. http://s56.radikal.ru/i153/1207/3f/5f3cd5a37378.jpg << ეძღვნება მათ, http://s56.radikal.ru/i153/1207/3f/5f3cd5a37378.jpg << ეძღვნება მათ,
8. დიდი მადლობა კომენტარებისთვის დიდი მადლობა კომენტარებისთვის
7. საბრალო უნიტაზები, - ეს მშვენიერი ვაზები, სულით ფაქიზნი, ნაზები, ერთ დროს ქე იყვენ თაზები. მერე აჰყარეს რაზები, დატოვეს განაბრაზები, ჰოდა რა გვიკვირს ამ ლექსში დაფსმულ-დაჯვმული ფრაზები?! ეჰ, ბოროტია ცხოვრება... საბრალო უნიტაზები.
საბრალო უნიტაზები, - ეს მშვენიერი ვაზები, სულით ფაქიზნი, ნაზები, ერთ დროს ქე იყვენ თაზები. მერე აჰყარეს რაზები, დატოვეს განაბრაზები, ჰოდა რა გვიკვირს ამ ლექსში დაფსმულ-დაჯვმული ფრაზები?! ეჰ, ბოროტია ცხოვრება... საბრალო უნიტაზები.
6. შენ ჰოარ გვეღადავები?:დ ეგ შენი განსხვავებულობა (ჩანაფიქრში) მიატანე რამე ცხარეს. შენ ჰოარ გვეღადავები?:დ ეგ შენი განსხვავებულობა (ჩანაფიქრში) მიატანე რამე ცხარეს.
5. არ მომეწონა! არ მომეწონა!
4. ვიღაც ან მაგრად ,,ღადაობს", ან მაგრად უბერავს.... ვიღაც ან მაგრად ,,ღადაობს", ან მაგრად უბერავს....
3. ერთხელ, მოვდივართ მე და ჩემი ძმა მფრინავი შეფთი ფლორენციაში. პატარა საქმე გვქონდა. იმ წელს ჩანგლების ბიზნესი ჩაგვივარდა, ვერ გავთვალეთ კარგად და რუსეთში შევიტანეთ დიდი პარტია. ჯერ პეტრე1 არ იყო დაბადებული და სალაფავს ხელითა ჭამდნენ.
ხოდა, ამ საქმის მოგვარება გვინდოდა. მარა, ფლორენციიდან ისე როგორ წამოვიდოდით, ჩვენი გიჟი მოხუცები -ჩვენი გენიოსა ლეონარდოც და ვინჩიც რომ არ გვენახა.
ხოდა, შევუარეთ ჩვენს ტკბილებს.
იდგნენ და რაღაც თეთრსა და დიდ ქოთანს ძერწავდნენ.
რას აკეთებთ თქვე ონავარო მოხუცებოვო, მფრინავი შეფთი ეკითხება.
ლეონარდომ თქვა: რასო და... მეცხრამეტე საუკუნეში რომ პოლონეთში კომპოზიტორი დაიბადება, იმის ოცდამეერთესაუკუნელ გოგონას ვუკეთებთ მუზასო. ვინჩიც დაეთანხმა იმ საათში.
წამოვედით და ბევრი ვიჭყლიტეთ ტვინი მე და შეფთიმ გზაში. სადღა გვახსოვდა ჩანგლების ბიზნესი. მოხუცების ახირებულ ხასიათს დავაბრალეთ მაგიც. ბოლო-ბოლო, ეგ იმაზე უარესი არ იყო-რაღაც საფრენ აპარატს რომ ხაზავდნენ მთელი დღე. მიგვავიწყდა მერე.
ხოდა, ისე გამახარა ახლა ამ უნიტაზის ნახვამ.
მართლა გენიოსები იყვნენ ჩვენი მოხუცები.
ასეთი მუზები არ მოგკლებოდეს გოგონი.
პ.ს კაი ჩანგალი არ გინდა? ერთხელ, მოვდივართ მე და ჩემი ძმა მფრინავი შეფთი ფლორენციაში. პატარა საქმე გვქონდა. იმ წელს ჩანგლების ბიზნესი ჩაგვივარდა, ვერ გავთვალეთ კარგად და რუსეთში შევიტანეთ დიდი პარტია. ჯერ პეტრე1 არ იყო დაბადებული და სალაფავს ხელითა ჭამდნენ.
ხოდა, ამ საქმის მოგვარება გვინდოდა. მარა, ფლორენციიდან ისე როგორ წამოვიდოდით, ჩვენი გიჟი მოხუცები -ჩვენი გენიოსა ლეონარდოც და ვინჩიც რომ არ გვენახა.
ხოდა, შევუარეთ ჩვენს ტკბილებს.
იდგნენ და რაღაც თეთრსა და დიდ ქოთანს ძერწავდნენ.
რას აკეთებთ თქვე ონავარო მოხუცებოვო, მფრინავი შეფთი ეკითხება.
ლეონარდომ თქვა: რასო და... მეცხრამეტე საუკუნეში რომ პოლონეთში კომპოზიტორი დაიბადება, იმის ოცდამეერთესაუკუნელ გოგონას ვუკეთებთ მუზასო. ვინჩიც დაეთანხმა იმ საათში.
წამოვედით და ბევრი ვიჭყლიტეთ ტვინი მე და შეფთიმ გზაში. სადღა გვახსოვდა ჩანგლების ბიზნესი. მოხუცების ახირებულ ხასიათს დავაბრალეთ მაგიც. ბოლო-ბოლო, ეგ იმაზე უარესი არ იყო-რაღაც საფრენ აპარატს რომ ხაზავდნენ მთელი დღე. მიგვავიწყდა მერე.
ხოდა, ისე გამახარა ახლა ამ უნიტაზის ნახვამ.
მართლა გენიოსები იყვნენ ჩვენი მოხუცები.
ასეთი მუზები არ მოგკლებოდეს გოგონი.
პ.ს კაი ჩანგალი არ გინდა?
2. avtori magari tipi unda iyos.... avtori magari tipi unda iyos....
1. გიჟია გიჟიი.... 5 გიჟია გიჟიი.... 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|