ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკუნა
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2012


სიცოცხლის ოცდათხუთმეტი

დღე გაიკლაკნა, შეღამების ძლივს გაძვრა ჭრილში,
ვეღარ ვგრძნობ ფერებს და ვამბობ რომ
                              ნაძვებს მოშავო წიწვები დაჰკრავთ,
დარდი თავს აფარებს ჩემი გულის მცოცავ ჩრდილში.
მაგრამ გული დასავლეთისკენ იხრება და
                                დარდს ვეღარ მალავს.
სული ცდილობს გაიხადოს ჩემი სხეული,
და ისე ახეთქებს თეთრ ფილებზე, რომ
                  არც კი ენანება მოსასხამი,
რომელსაც ამდენ ხანს ატარებდა.
სიცოცხლე გადრეკილი დაეპარება სიკვდილს კოლიდორში,
და უნდა გაკეთდეს არჩევანი,
ვფიქრობ სად დავდო ფსონი.
ვგრძნობ სიცოცხლეზე დადებული ფსონი
            განწირულია წასაგებად,
სიკვდილი გულუხვია,
ფსონს ჩემს მაგიერ ჩამოდის
            და მაცდის დავწერო აღსარება.
ბორგვით დავიღალე, ღამემ ვერა და ვერ შემოიხსნა მანტია,
არჩევანს ვაკეთებ,
უკანასკნელ ფსონს ვიმეტებ  სიცოცხლეზე დასადებად,
  სიკვდილი მაინც გულუხვია.
სულმა ვერ გაიძრო ჩემი სხეული (ძლივს რომ ჩაეტია)
და თუ გადაასკდა, სიცოცხლეზე დადებულ ფსონს
                              სიკვდილი ჩაიდებს ჯიბეში,
და ამაყად იტყვის ჩემზე  -  მოგებულია.
ეხლა სიცოცხლის ოცდათხუთმეტია,
სულ ფილა-ფილა გადავთვალე კოლიდორი,
თეთრ მარმარილოდან სიკვდილის ნახევარი იმზირება,
მე გზას ვაგრძელებ, ამ დროს გაჩერება უხერხულია,
ეხლა ხომ სიცოცხლის ოცდათხუთმეტია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები