ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2012


დედის თვალები

დედის თვალები

მწამს არასოდეს
მიმატოვებენ,
ზეცა უჭირავს
არწივს ფრთებიანს,
დედის ხელებიც,
როგორც ტოტები
ჩემი სარკმლის წინ
იკვირტებიან...

შემინდობენ და
მაპატიებენ,
ყვავილი ფარავს
მინდორს მთებიანს,
დედის თვალები,
როგორც იები
ჩემს ბილიკებზეც
აყვავდებიან...

გზაა

გზაა
ღამის ცასთან
ნაზავები,
მთვარე
ქვაფენილად
ნალაგები,
ცაზე
კაშკაშებენ
ვარსკვლავები,
როგორც
შორეული
ქალაქები...

მიწას
წლების სცვივა
ფოლაქები.
ცას კი
მთვარის
ზურგზე
ნატარები
ფეხზე
გასცვეთია
ხომალდები,
როგორც
კოსმსური
ქალამნები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები