 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 16 ივლისი, 2012 |
კივილის მსგავსია საღამოს შობა, ისე ტლანქია და... ერთი, ორი, სამი... ცა, ფერით გავს იას - მიწიდან ცამდე იერარქიას - ზედ ყველა ვარსკვლავი;
ვენერის კერტის ჯერაც მწოვარნი, თავებს ითვლიან ყველანი თითქოს... ისმის კივილის მსგავსი ხმოვანი: იქნებ მზემ ჩასვლა გადაიფიქროს?..
შევრიგდეთ ღმერთო! მე ვმარხავ ნაჯახს - ბრძოლაც არ შედგა, დავმარცხდი ისე. ლოცვებს ფიჩხივით დავაყრი სანთელს - მშვიდობის კოცონს - და... ღმერთო, მისმენ!?
- დუმილი მოგწონს...
დე! იყოს ომი! - იტყვი: ”მერე რა!? - ისევ კივილი, საღამოს შობა, ერთი, ორი, სამი... კერტგადმოყრილი ცაზე ვენერა ვარსკვლავთა ჯარი...” - გამოვიცანი?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|