ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2012


საქართველოს

მე საქართველოს შვილი გახლავართ,
მტრის დაჩოქებას მუდამ ჩვეული,
წინაპართაგან გენებით მომდგავს,
შეუპოვრობა გამორჩეული...

ჩემი სამშობლო უნდა დავიცვა,
როდესაც მოვა მტერი წყეული,
ამას მავალებს ტაძრის სიწმინდე,
ციხე–კოშკები ჩამონგრეული...

უნდა ვიწამო უფლის სახელი,
ჩემს სალოცავად ხატად ქცეული,
არ დავიჩოქო ბრძოლაში მოვკვდე,
მსხვერპლად შევწირო ჩემი სხეული...

დაუბრუნდება მომხდურს ასმაგად,
ჩემსკენ მახვილი შემოქნეული,
მე საქართველოს სიყვარული მკლავს,
გული მაქვს მასზე დარდით სნეული...
                                                   
                              ა.ტურაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები