ტაქსის მძღოლის ბანალური ამბავი, თუ როგორ დაამთავრა ორი უმაღლესი, გულისამრევი მელოდია რადიოში და შვილების გაუთავებელი ბუზღუნი იმაზე, რომ ჯობდა ზღვაზე წავსულიყავით, ვიდრე სოფელში, მაგრამ არაფერი არ მაღელვებდა იმის გარდა, რომ სულ რაღაც ათ წუთში ისევ დავბრუნდებოდი ჩემს ძველ, საყვარელ სახლში,რომელშიც წლების განმავლობაში არ ვყოფილვარ.თვალწინ დამიდგა მთელი ბავშვობა,მამაჩემის ხუმრობები, დედაჩემის დარიგებანი, ჩემი ძმის ოინები, მხიარული მეგობრები. ბევრი ცუდიც გამახსენდა, მაგრამ უმალვე ამოვიგდე გონებიდან. სევდანარევი ღიმილით შევსცქეროდი ნაცნობ გზას, ნაცნობების მიტოვებულ სახლებს და ერთ მოგონებას მეორე ანაცვლებდა. აი, ჩემი სახლიც გამოჩნდა,და თვალებზე ცრემლი მომადგა. ხელისკანკალით გავაღე მანქანის კარი და გადმოვედი.ბავშვები მდინარისაკენ გაიქცნენ,მეკი ვიდექი ჭიშკართან და შესვლას ვერ ვბედავდი. ბოლოს მაინც გადავლახე ყველაფერი და შევედი.ჩემთვის აქ ვყელაფერი ნაცნობია: ყოველი ხე, ყოველი მიწის გოჯი, ყველაფერი მიყვარს და მენატრება: ეს ბლის ხე, რომელზეც ასე მიყვარდა აძრომა და მისი ტკბილი ნაყოფის ჭამა, ნოგოზი, სადაც მამაჩემი ზაფხულის მწველ მზეს აფარებდა თავს,ახლა მეხისგან შუაზე გაპობილი დგას. სახლში შევედი და თვალი მოვავლე ცარიელ ოთახს,მეტი ვეღარ შევძელი, ერთადერთ მორყეულ სკამზე ჩამოვჯექი და ავტირდი,როგორც ბავშვი,რომელსაც ყველაზე საყვარელი სათამაშო გაუტეხეს.და მომესმა წყნარი, თითქმის აღუქმელი ხმა,როგორც ფოთლის შრიალი, სიტყვა-“დაბრუნდი“.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მორყეულ სკამზე ჩამოვჯექი და ავტირდი,როგორც ბავშვი,რომელსაც ყველაზე საყვარელი სათამაშო გაუტეხეს.და მომესმა წყნარი თითქმის აღუქმნელი ხმა,როგორც ფოთლის შრიალი სიტყვა-“დაბრუნდი“. ++ მორყეულ სკამზე ჩამოვჯექი და ავტირდი,როგორც ბავშვი,რომელსაც ყველაზე საყვარელი სათამაშო გაუტეხეს.და მომესმა წყნარი თითქმის აღუქმნელი ხმა,როგორც ფოთლის შრიალი სიტყვა-“დაბრუნდი“. ++
14. მეც თითქმის ავტირდი ..
კარგიააა.. მეც თითქმის ავტირდი ..
კარგიააა..
13. სასვენ ნიშენებს უნდა მგონი აქაიქ შესწორება..ისე,მომეწონა.ემოციურია. სასვენ ნიშენებს უნდა მგონი აქაიქ შესწორება..ისე,მომეწონა.ემოციურია.
12. ერთის მაგივრად ორჯერ წავიკიტხე...ძალიან სასიამოვნო და ამავ დროს ამაღელვებელი ჩანახატია...ნაცნობი გრძნობაა სხვათაშორის დაბრუნდე იქ სადაც დიდხანს არ ყოპილხარ....მომწონს ნამდვილაად.... +++ ერთის მაგივრად ორჯერ წავიკიტხე...ძალიან სასიამოვნო და ამავ დროს ამაღელვებელი ჩანახატია...ნაცნობი გრძნობაა სხვათაშორის დაბრუნდე იქ სადაც დიდხანს არ ყოპილხარ....მომწონს ნამდვილაად.... +++
11. არის შენში პოტენციალი.იქნებ მართლა მოჰკიდო ხელი და რამე დიდი ნაწერი დაგვიდო. არის შენში პოტენციალი.იქნებ მართლა მოჰკიდო ხელი და რამე დიდი ნაწერი დაგვიდო.
9. მომეწონა,, მეცნო ეს შეგრძნება. მომეწონა,, მეცნო ეს შეგრძნება.
7. ჰარირამა-ყოველთვის ვცდილობ ჩემი ემოცია პატარა ტექსტით გამოვხატო,სამწუხაროდ არც ისე კარგად გამომდის.ვეცდები უფრო დავიხვეწო მადლბა კომენტარისთვის ჰარირამა-ყოველთვის ვცდილობ ჩემი ემოცია პატარა ტექსტით გამოვხატო,სამწუხაროდ არც ისე კარგად გამომდის.ვეცდები უფრო დავიხვეწო მადლბა კომენტარისთვის
6. არც ისე ცუდი გამოხატვაა, უბრალოდ ცანახატიუფროა და განყოფილება "სხვა" რომ არსებობდეს , კვლავაც იქ იქნებოდა ამის ადგილი. მგონია რომ ავტორს შეუძლია საიმტერესოს სემოტავაზება, მიუხედავად წინა მანიაკისა და ამ პატარა ცანახატისა, რომელზედაც იგივესვიტყვი, ემოციის არც თუ ისე ცუდი გამოხატვაა:) წარმნატებვები და დაგვიდე რამე მოზრდილი(შედარებით ) მოტხრობა:)
არც ისე ცუდი გამოხატვაა, უბრალოდ ცანახატიუფროა და განყოფილება "სხვა" რომ არსებობდეს , კვლავაც იქ იქნებოდა ამის ადგილი. მგონია რომ ავტორს შეუძლია საიმტერესოს სემოტავაზება, მიუხედავად წინა მანიაკისა და ამ პატარა ცანახატისა, რომელზედაც იგივესვიტყვი, ემოციის არც თუ ისე ცუდი გამოხატვაა:) წარმნატებვები და დაგვიდე რამე მოზრდილი(შედარებით ) მოტხრობა:)
5. ემოციის ცუდი გამოხატვაა ემოციის ცუდი გამოხატვაა
4. დიდი მადლობა დიდი მადლობა
3. მომესმა წყნარი თითქმის აღუქმნელი ხმა,როგორც ფოთლის შრიალი სიტყვა-“დაბრუნდი“.
მშვენიერი სახეა. მომესმა წყნარი თითქმის აღუქმნელი ხმა,როგორც ფოთლის შრიალი სიტყვა-“დაბრუნდი“.
მშვენიერი სახეა.
2. მართალია ეგ ვერ მოვიფიქრე, მადლობა შენიშვნისთვის. მართალია ეგ ვერ მოვიფიქრე, მადლობა შენიშვნისთვის.
1. აბზაცებად დაყოფილი უკეთ წაიკითხებოდა. აბზაცებად დაყოფილი უკეთ წაიკითხებოდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|