ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მწვანე სხივი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2012


ლაშა (სამუდამოდ)

წვიმიან ქალაქს მოსწყინდა სევდა,
ვიტრინის იქით დაიმსხვრა სარკე,
თამბაქოს კვამლში ვიფარებ ზეწარს
და შიშველს სხეულს ვაბარებ ღამეს...

ძველებურ კაფეს ვესტუმრეთ დილით
"ჩვენ ორნი მხოლოდ ესპრესოს დავლევთ,"
შენ ამბობ–"წვიმას უხდება ვისკი,
პირველად დავლევ,სიკვდილის დამდეგ"

ვუკვეთავთ ჩვენთვს,შენ ჩემში ცოცხლობ
და კალთას მითბობ წითელი ვარდით,
ჰო..ისევ მიწევს ვიცეკვე სოლო,
დაგარქვა ჩემი ცხოვრების დარდი...

მიყურებ გრძნობით და თითქოს გცივა,
რადგანაც ძარღვებს სისხლი არ ათბობს,
ზღვის ტალღებს მოაქვთ წყეული სილა
და ტყვიით მოკლულს მეც კი ვერ გათბობ...

ესპრესოს გემო შემორჩა დილას,
ვიხსენებ ცრემლით შენს გულწრფელ სიტყვებს,
"ხატი,შენ ჩემთან მოხვედი გვიან
და სისხლი გასდის უშენო კვირებს..."

"უჩემო ქალაქს მოსწყინდა სევდა,
ტყუილად ქექავ წარსულის კადრებს"
თამბაქოს კვამლში მაფარებ ზეწარს
და შიშველ სხეულს ავედრებ ღამეს ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები