ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2008


საინტერესოა!...

რითმებს ვუმარცვლავდი
ჩიტებს _ მოლაღურებს,
ღრუბლის ჩეროებში
ვიდექი დარაჯად,
ვიდრე მონატრება
ზურგზე მოგახურე,
როგორც შემოდგომის
ყვითელი ფარაჯა.

ბავშვობის ზღაპრიდან
გადმოსულ მიმიკებს
განდობდი, როდესაც
გხედავდი შორიდან.
და უფრო ნაკლებად
ვფიქრობდი სიკვდილზე,
იქნება, მეტადაც,
ან _ ერთად ორივე.

დარდის პერიოდებს,
შავ-თეთრ კადრებივით,
ვაწყობდი ფირზე და,
სიმუქე მტკიოდა,
განვლილ შეხვედრების
ჯაჭვი გაწყვეტილი,
არ განახლდებოდა,
ვიცოდი, იოლად.

მერე, მებნეოდნენ
ლექსები ხელდახელ,
მოედნენ მოედნებს,
საიტებს, ეზოებს.
მზერით ვმკითხაობდი
გზებზე შენს შესახებ...
როდის დაგივიწყებ,
საინტერესოა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები