| ავტორი: ბადრი ჟანრი: იუმორისტული 21 აგვისტო, 2012 |
პირველი შეცდომისთვის კაცის გაკიცხვა იგივეა, რომ გაამართლო ის, ვისაც ასობით დანაშაული ჩაუდენია! ,,უცნობი ბრძენი,,
ზაფხული. პარასკევი. შუადღე. პორტი. პორტის ტერიტორიაზე მობანცალე მატარებლის უფროსი შემადგენალი. უბრალოდ ფეხი აქვს მონატეხი. ბანცალს ე.წ. პახმელიაც უწყობს ხელს. კიდევ კარგი, პორტში ჩაფხუტის დახურვა სავალდებულოა, თორემ უფროს შემადგენელს თავი გაუსკდებოდა. მზე უფრო და უფრო აჭერს. თავი სივდება და ჩაფხუტის სალტე გაჭირვებით აფიქსირებს თავის ფორმას. ნასადილევი დოკერები სასადილოსთან ყაყანებენ.მასას გამოეყო ცვლის დისპეტჩერი. –ვააა, როგორ ხარ? კიდევ კოჭლობ?! _კოჭლი შემადგენელიც შემადგენელია! შენ როგორ ხარ ძმა? _ ვაარ, რა! ისე მაგარი სიცხეა. _ აბაა! იწვის ყველაფერი. _ რა გაქვს გეგმაში? _ კონკრეტულად არაფერი. _ მე საქმიანი წინადადება მაქვს. _ აბა უთხარ! _ მორიგე მანქანას ველოდები. ბანკში მივდივარ. წამომყევი, თან ლუდი დავლიოთ. _ მართლაც საქმიანი წინადადებაა. თან ბანკში საქმე მეც მაქვს. ბანკომატის ბარათს ვადა გაუვიდა და ერთი კვირა ყოველ დღე ბანკში დავდივარ. _ მეც ბარათის ასაღებად მივდივარ. დღეს ხელფასია და ფული მჭირდება. _ წამოსვლა ნაღდად მინდა, მაგრამ ისაკიჩის მერიდება, ყოველდღე ბანკში სიარულიც უხერხულია, თან უკან არასოდეს ვბრუნდები. _ ისაკიჩი რას გაიგებს, უცებ გავიდეთ და მოვიდეთ. აგერ მანქანაც! _მაშინ ჯერ ლუდი, მერე ბანკი! თან პორტში მარტოს მოგიწევს დაბრუნება. _ მოსულა! მანქანაში ჩაჯდომის დროს უფროსი დისპეტჩერი აივანზე გამოდის. _ სად მიდიხართ?! _ ბანკში. _ შენ მერამდენეთ მიდიხარ ამ კვირაში? _რა ვქნა ისაკიჩ, დღეს ხელფასია და ბარათი ვერაფრით ავიღე. იმედია დღეს მაინც იქნება გამზადებული. _ დაიმახსოვრე! ის ვინც მხოლოდ იმედით ცოცხლობს, იმედგაცრუებული კვდება. იმედია დღეს მაინც დაბრუნდები ბანკიდან. _ მაგას კითხვა უნდა?! _ ჩაფხუტი დატოვე, თორემ თავთან ერთად მაგასაც დაკარგავ! _ ნამდვილად საქმიანი შენიშვნაა!
ბანკი. კომპიუტერის მონიტორთან მიჯაჭვული საქმიანი სახეები. _ გამარჯობათ! _ გაგიმარჯოთ! _ იცით, ჩემი ბარათი უნდა იყოს მზად. _ რომელი ბარათი? _სახელფასო. ძველს ვადა გაუვიდა. _როდის ჩააბარეთ? _ დაახლოებით ორი კვირის წინ. _ პირადობის მოწმობა მომეცით. _ ინებეთ. _ დაბრძანდით, ბარათს ახლავე მოგართმევთ. _გმადლობთ! ათი წუთი უჯრებში ქექვის, კომპიუტერში ძებნის და მენეჯერთან მოთათბირების შემდეგ. _ იცით თქვენი ბარათი მზად არ არის. _როგორ თუ არ არის მზად?! წესით სამ დღეში უნდა დაგემზადებინათ, მე ერთი კვირაა ყოველდღე დავდივარ! _ იცით, ოპერატორი ახალგაზრდა გოგონაა და თბილისში თქვენი მონაცემების გადაგზავნა დაავიწყდა. ეს რომ უფროსობამ გაიგოს დასჯიან. როგორმე უნდა გაუგოთ. _გაგებით კი გავუგებ, მაგრამ მე რა ვქნა. ხვალ კრედიტის პროცენტის შემოტანის ვადა იწურება და შავ სიაში მოვხვდები. როგორ მოვიქცე? _ თქვენს ანგარიშზე ფული დარიცხულია, პირადობის მოწმობაც თან გაქვთ და შეგიძლიათ ფული სალაროში აიღოთ, თან კრედიტის პროცენტსაც იქვე გადაიხდით. ორ წუთში ამოგიბეჭდავთ ქვითრებს. _ძალიან კარგი, მაგრამ როგორც ვიცი სალაროში ფულის აღება ოდნავ ძვირი სიამოვნებაა. _დიდი არაფერი. ბანკომატი 0,02 პროცენტს გიქვითავთ და სალარო 0,06 პროცენტს. ღიირს კი რაღაც 0,04 პროცენტზე გამოდევნება? _ ნამდვილად არ ღირს. ამობეჭდეთ! ორშაბათი. პორტის ტერიტორია. ზოგიერთი საქმეს აკეთებს, ზოგიერთი სულ უმიზნოდ და უმიზეზოდ ცვეთს შარვალს.კოჭლი შემადგენელი იგივე წარმატებით და სულისკვეთებით დაბანცალობს პორტის ტერიტორიაზე და ცვეთს ფეხსაცმელს. აივნიდან ხმა. _ ზევით ამოდი, შენთან საქმე მაქვს! _ ვაა, ისაკიჩს გაუმარჯოს! _ ამოდი, ამოდი!! ისაკიჩის კაბინეტი. კონდენციონერი მუშაობს სრული დატვირთვით. –შეიძლება? –მობრძანდი, მობრძანდი! მოსული უკითხავად დივანზე მოკალათდება, ჩაფხუტს მოიხდის და კონდენციონერს გახურებულ შუბლს მიუშვერს. -პარასკევს სად დაიკარგე? _ ისაკიჩ ბანკში ვიყავი. წასვლა ხომ გთხოვეთ?! _ წასვლა კი, მაგრამ დაუბრუნებლობა???? – იცით ბარათი დამზადებული არ იყო და მაიძულეს ხელფასის ასაღებად 0,02 პროცენტის მაგივრად 0,06 პროცენტის გადახდა. – კარგი, ვთქვათ გაიძულეს! სამსახურში დაბრუნება ვერ მოახერხე? – ისაკიჩ, მაგრად გამიმართლა. ბანკიდან გამოსულს თქვენი მეგვარე შემხვდა. – რომელი? – ემზარი, გაზეთში კრიმინალური განყოფილების რედაქტორია. ჯიგარი ბიჭია. _ ემზარის მეც ვიცნობ, ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ შენს სამსახურში გამოუცხადებლობას რა საფუძველი გააჩნია? _ ისაკიჩ, უბრალოდ ვარკვევდით იყო თუ არა ბანკის საქციელში რამე კრიმინალური. _ და რა გაარკვიეთ? _გავარკვიეთ, რომ ბანკის მოქმედებაში რაღაც კრიმინალის მარცვალი ნამდვილად არის. და ამის გარკვევა სულ რაღაც 17 ლარი დაჯდა. _ ალბათ საბანკო საქმის ექსპერტები მოიწვიეთ?! _ ჩვენზე დიდი ექსპერტი სად უნდა გვენახა?! დუქანში ავიღეთ ერთი იმერული ხაჭაპური, ორი გრაფინი ღვინო, ლობიო, მწვანილი და თქვენ წარმოიდგინეთ ამ თანხაში ჩავეტიეთ. _ შენ სულ როგორ გიმართლებს! ალბათ ახლაც პახმელიაზე ხარ და მე კი მთელი ღამე არ მიძინია. _ ხომ არის მშვიდობა?! _ მშვიდობაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სუ–27 არ დამაძინებს ღამე თუ კოღოები? _ ისაკიჩ, დისკოვერში ვუყურე, თურმე მხოლოდ დედალი კოღოები იკბინებიან. მათ სისხლი სჭირდებათ შთამომავლობის გასამრავლებად. გიკბენს დედალი კოღო და მიფრინავს სადღაც ბალახებში კვერცხების დასადებად. მამალი კოღოები თურმე მხოლოდ ბზუიან და არ იკბინებიან. ჩვენ კი გაღვიძებულნი, დავერევით მამალ კოღოებს, რომლებიც ღამენათევნი კედელზე ისვენებენ. დაუნდობლად ვხოცავთ მათ და ჩვენდა შეუგნებლად მატრიარქატის აღდგენას ვუწყობთ ხელს და კოღოებში ვარღვევთ გენდერულ ბალანსს!! _ რას მირჩევ, სანამ მოვკლავ ფეხებს შორის შევხედო დედალია თუ მამალი? _ არა, მაგნაირ რჩევას როგორ გაკადრებთ, უბრალოდ მცირე ექსკურსი ჩავატარე მეკოღოეობაში. –მამალი კოღოები რატომ ბზუიან? –უბრალოდ დედალ კოღოებს უხმობენ სქესობრივი კავშირის დასამყარებლად. –და მაინცდამაინც ჩემი ყურის ძირში აპირებენ სქესობრივი აქტის ჩატარებას?! _ რას ვიზავთ, როგორც კაცებმა კაცებს უნდა გავუგოთ. ჩვენც გვქონია შემთხვევა ქალი დაგვითრევია და ადგილის მოსაძებნად ბევრი დრო არ დაგვიხარჯავს. –ეგეც მართალია. რა კარგი დრო იყო! –თურმე მამალი კოღოები სულ სამ ღამეს ცოცხლობენ და ვაცალოთ ამ სექსუალურ გიგანტებს კაცურად ცხოვრება. –რა ვქნა, ღამე ხელიც აღარ გავიქნიო იმის შიშით, რომ მამალმა კოღომ პოტენცია არ დაკარგოს?! –ვალერიანოვიჩ, გილიოტინა გაგონილი გექნებათ. – დაჟე ნანახიც მაქვს პარიზში ექსკურსიაზე ყოფნის დროს. – ჰოდა გილიოტინა ექიმის მოგონილია და ითვლება ჰუმანიზმის გამოვლინებად. – ეგ ისეც ვიცი, რა შუაშია გილიოტინა და კოღო? – მე კოღოების მოშორების უმტკივნეულო ხერხს მივაგენი. _ როგორ ხერხს? –გასწავლით მაგრამ არ გამიბაზროთ, ჯერ არ დამიპატენტებია. –სამარე ვარ! _ ორკამერიანი მაცივარი მაქვს. ერთი კამერა დღისით გამორთულია. საღამოს, რომ დაბინდდება, ოთახში შუქს ვაქრობ და მაცივრის კარებს ვაღებ. კოღოები მაცივრის სინათლის შუქზე მიდიან და თავს იყრიან საყინულეში. მერე კარგათ ბლომად რომ მოგროვდებიან, კარებს მივუკეტავ და საყინულეს ჩავრთავ. დილას გამორთვა და კოღოების გადმოფერთხვაა საჭირო. _ მერე გაყინულ კოღოებს რას უშვები? _ აივანზე მერცხლებს ბუდე აქვთ გაკეთებული და იმათ ვაჭმევ. _ მერცხლები გაყინულ კოღოებს ჭამენ? _ თავიდან ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ მერე ისე მიეჩვივნენ, რომ ამას წინათ შევესწარი დედა მერცხალი ეუბნევოდა მამა მერცხალს: ისე მივეჩვიე ამ გაყინული კოღოების ჭამას, წელს რაღა იქნება, მაგრამ მომავალში რაც არ უნდა დაგვიჯდეს მაცივარი უნდა ვიყიდოთო. – სულ ღადაობის ხასიათზე როგორ ხარ! ღამე კოღოები არ მასვენებენ, დღისით თქვენ. თან გეგმას ვერ ვასრულებთ. არ ვიცი რა წყალში გადავარდე? – ისაკიჩ, თუ რაიმე ჭარბათ გვაქვს პორტში, ეს წყალია. მთავარ დისპეტჩერს ვინ დაგიშლით ნებისმიერი ნავმისადგომიდან ზღვაში გადახტომას? – წადი და საქმეს მიხედე! აღარ მოვიდა დრო,რომ რაღაც გააკეთო!? – ჩვენს წინაპარს უთქვამს: ნურასოდეს გააკეთებ იმ საქმეს დღეს, რისი გაკეთებაც შეგიძლია ხვალ. და ამ საქმეს თუ ზეგ გააკეთებ ორი დღე დასვენებული იქნებიო. – თუ კაცი ხარ შემეშვი! ის პატიოსანი წინაპარი მაინც მოასვენე საფლავში! – ისაკიჩ ბანკში ვარ გასასვლელი ბარათის ასაღებად. – დღესაც ბანკში მიდიხარ? – რა ვქნა კიდევ 0,06 პროცენტს ხომ არ გადავიხდი? – კარგი, წადი! – კარგათ ბრძანდებოდეთ.ხვალამდე! – იმედია, ხვალ მაინც გაგიჩნდება საქმის გაკეთების სურვილი? – სურვილი როგორ არ გამიჩნდება, მაგრამ ზეგინდელი დღეც ამ თვისაა და ორი დღეც აღარ დავისვენო თვეში?????
მამალი კოღო გულისსწორისთვის თავის გაწირვას უფრო ამჯობინებს, ვიდრე მასთან თანაცხოვრებას. ,,ნაცნობი ბრძენი,,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. _ რას მირჩევ, სანამ მოვკლავ ფეხებს შორის შევხედო დედალია თუ მამალი? _ არა, მაგნაირ რჩევას როგორ გაკადრებთ, უბრალოდ მცირე ექსკურსი ჩავატარე მეკოღოეობაში. –მამალი კოღოები რატომ ბზუიან? –უბრალოდ დედალ კოღოებს უხმობენ სქესობრივი კავშირის დასამყარებლად. –და მაინცდამაინც ჩემი ყურის ძირში აპირებენ სქესობრივი აქტის ჩატარებას?! _ რას ვიზავთ, როგორც კაცებმა კაცებს უნდა გავუგოთ. ჩვენც გვქონია შემთხვევა ქალი დაგვითრევია და ადგილის მოსაძებნად ბევრი დრო არ დაგვიხარჯავს. –ეგეც მართალია. რა კარგი დრო იყო! –თურმე მამალი კოღოები სულ სამ ღამეს ცოცხლობენ და ვაცალოთ ამ სექსუალურ გიგანტებს კაცურად ცხოვრება. –რა ვქნა, ღამე ხელიც აღარ გავიქნიო იმის შიშით, რომ მამალმა კოღომ პოტენცია არ დაკარგოს?!
დაგლიჯა! მაგარი იუმორია, ბადრი! ჩემი ალალი 5 შენ! _ რას მირჩევ, სანამ მოვკლავ ფეხებს შორის შევხედო დედალია თუ მამალი? _ არა, მაგნაირ რჩევას როგორ გაკადრებთ, უბრალოდ მცირე ექსკურსი ჩავატარე მეკოღოეობაში. –მამალი კოღოები რატომ ბზუიან? –უბრალოდ დედალ კოღოებს უხმობენ სქესობრივი კავშირის დასამყარებლად. –და მაინცდამაინც ჩემი ყურის ძირში აპირებენ სქესობრივი აქტის ჩატარებას?! _ რას ვიზავთ, როგორც კაცებმა კაცებს უნდა გავუგოთ. ჩვენც გვქონია შემთხვევა ქალი დაგვითრევია და ადგილის მოსაძებნად ბევრი დრო არ დაგვიხარჯავს. –ეგეც მართალია. რა კარგი დრო იყო! –თურმე მამალი კოღოები სულ სამ ღამეს ცოცხლობენ და ვაცალოთ ამ სექსუალურ გიგანტებს კაცურად ცხოვრება. –რა ვქნა, ღამე ხელიც აღარ გავიქნიო იმის შიშით, რომ მამალმა კოღომ პოტენცია არ დაკარგოს?!
დაგლიჯა! მაგარი იუმორია, ბადრი! ჩემი ალალი 5 შენ!
6. ბენჟამენ, კოღო რის კოღოა თუ თავი ვერ გასწირა ? :დ ბენჟამენ, კოღო რის კოღოა თუ თავი ვერ გასწირა ? :დ
5. ვაიმე, კარგი იყო ეს, სახალისოც. კარგად ვიხალისე = ))))
მამალი კოღო გულისსწორისთვის თავის გაწირვას უფრო ამჯობინებს, ვიდრე მასთან თანაცხოვრებას. ,,ნაცნობი ბრძენი,, ეს პირველად გავიგე, მაგრამ აწი მეცოდინება =)))) ვაიმე, კარგი იყო ეს, სახალისოც. კარგად ვიხალისე = ))))
მამალი კოღო გულისსწორისთვის თავის გაწირვას უფრო ამჯობინებს, ვიდრე მასთან თანაცხოვრებას. ,,ნაცნობი ბრძენი,, ეს პირველად გავიგე, მაგრამ აწი მეცოდინება =))))
4. და თავს რაფერ წირავს?
ნაწერი საინტერესოა და რაც მთავარია გაუღიმარს არ გტოვებს.
+2+
და თავს რაფერ წირავს?
ნაწერი საინტერესოა და რაც მთავარია გაუღიმარს არ გტოვებს.
+2+
3. გამადლობთ, თოლია .. გამადლობთ, თოლია ..
2. გამადლობთ, თოლია .. გამადლობთ, თოლია ..
1. ვაჰ, მომეწონა და თან ძალიანაც! სათაურიდანვე მიმიტყუა, მერე შემიტყუა და... კარგი თხრობა, მშვენიერი იუმორი- მეტი რა უნდა იყოს? და კოღოებზე რა საინტერესო რამ გავიგე?! "ის ვინც მხოლოდ იმედით ცოცხლობს, იმედგაცრუებული კვდება." კეთილი იყოს თქვენი ფეხი ურაკზე! ვაჰ, მომეწონა და თან ძალიანაც! სათაურიდანვე მიმიტყუა, მერე შემიტყუა და... კარგი თხრობა, მშვენიერი იუმორი- მეტი რა უნდა იყოს? და კოღოებზე რა საინტერესო რამ გავიგე?! "ის ვინც მხოლოდ იმედით ცოცხლობს, იმედგაცრუებული კვდება." კეთილი იყოს თქვენი ფეხი ურაკზე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|