ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შაკო
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2012


  ჩამოტვირთვა

წუთისოფელი

მგლურია წუთსოფელი,
ქვეყანა არ გასწორდება,
მის უკუღმართად მომხვდურსა
მხეცივით გაუსწორდება.

ვისთვის როგორა ტრიალებს
ეს  უკუღმართი ცხოვრება,
სიცოცხლის მწყურვალს მშიერს კლავს,
მაძღარს კი არ ეცხოვრება.

მისგან დატანჯულთ ერთ კაცთა
გულში ნაღველი გროვდება,
სასოწარკვეთას ეძლევა
ზის და თრიაქით ბოლდება.

მეორე კაცთა მოხდება,
ზარივით გაუგორდება,
ჩამაიბრალებს კაცობას
თავს აწევს, წელში სწორდება.

მესამე კაცთა, მართალთა,
იტყვიან ლომთა სწორებად,
მუდამ შრომობენ, წვალობენ
და არა მოეპოვებათ.

ნუ დაიბრალებს ნურავინ
მაგარ კაცობით ცხოვრებას,
თუ უფლის ნება არ იქნა
მკათათვეს გაგვითოვლდება!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები