 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 24 აგვისტო, 2012 |
სამშობლოს გზები ------- ჩემი ცა - უფლის მოქსოვილი წმინდა ბადეა, ჩვენ კი ბებერი ხარებივით გუთნებს შევებით, მზეწაკიდებულ ბუჩქებს შორის მიდი - მოდიან სამშობლოს გზები - მოსესავით ფეხშიშველები...
პოეტმა ოთხი წიგნი მაჩუქა ---------------------- ირმა ბეგლარშვილს ნაღდი სტრიქონი ისევ მიტაცებს, ალბათ ამ დილის მადლია ესეც, დევს ოთხი წიგნი ჩემს მაგიდაზე და ოთხი ირმა მიკითხავს ლექსებს, როგორ არ მინდა შევრცხვე სტუმართან, სულ სხვანაირად ვღელავ დილიდან, დევს ოთხი წიგნი ჩემს სასთუმალთან და ჩემი სახლი ოთხჯერ თბილია... დღეს სტუმრები მყავს, არ ვიტყობ დაღლას, ეს დღე მასპინძელს რას არ მავალებს, ოთხი წიგნიდან დამყურებს ახლა, ჩემი ოთახი ოთხჯერ მაღალი... ნაღდი სტრიქონი ისევ მიტაცებს, ალბათ ამ დილის მადლია ესეც, დევს ოთხი წიგნი ჩემს მაგიდაზე და ოთხი ირმა მიკითხავს ლექსებს,
ჯუმბერ ჯიშკარიანს -------- საწუთრო პურის თავთავის ძნაა, მწყერის ქვით - კირი არის ნიშანი, წინ დამიჯექი უფროსო ძმაო, გული წიგნივით გადამიშალე... უკვე მამალი პეტრეს იძახის, ჯვარზე გააკრეს უკვე მესამე, უფროსო ძმაო წინ გამიძეხი სიტყვა ამინთე გზებზე მზესავით...
გულიდან
გულიდან მწყდება და მეცლება. მკერდიდან ვწყდები და ვეცლები, ლექსები - მდუმარე ხეები, ხეები - შრიალა ლექსები... ბაგუნობს სხეულში ბაგუნობს, ძაგძაგებს ძარღვებში ძაგძაგებს, ყოველი ჩავლილი ვაგონი, ყოველი გავლილი ბაქანი... ვშორდები, რაც უფრო ვშორდები, ამაგზნებს, მით უფრო ამაგზნებს, რელსები - შარაგზის ნოტები გუგუნი - სიმღერა შარაგზის... გულიდან მწყდება და მეცლება. მკერდიდან ვწყდები და ვეცლები, ლექსები - მდუმარე ხეები, ხეები - შრიალა ლექსები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. (შეფასების სისტემა 0-10)=7 (შეფასების სისტემა 0-10)=7
12. საღამო მსვიდობისაო ბატონო!რატომღაც დამაინტერესა და აღმოჩნდა ერთხელაც არ შემოსულხართ ჩემს გვერდზე.მე კი პატივს გდებდით და არაერთი თქვენი ნაშრომი შემიფასებია.არა აქვს მნიშვნელობა როგორ.
ბატონო ჩემო იქნებ დამდოთ პატივი და მომასმენინოთ თქვენი აზრი ჩემს ლექსზე. უკაცრავად ვარ-იქნებ უდროო დროს შემოგეჭერით და მადლობელი ვარ ყურადღებისთვის. საღამო მსვიდობისაო ბატონო!რატომღაც დამაინტერესა და აღმოჩნდა ერთხელაც არ შემოსულხართ ჩემს გვერდზე.მე კი პატივს გდებდით და არაერთი თქვენი ნაშრომი შემიფასებია.არა აქვს მნიშვნელობა როგორ.
ბატონო ჩემო იქნებ დამდოთ პატივი და მომასმენინოთ თქვენი აზრი ჩემს ლექსზე. უკაცრავად ვარ-იქნებ უდროო დროს შემოგეჭერით და მადლობელი ვარ ყურადღებისთვის.
10. "სამშობლოს გზები - მოსესავით ფეხშიშველები..."
კარგი პოეზიაა აქ! "სამშობლოს გზები - მოსესავით ფეხშიშველები..."
კარგი პოეზიაა აქ!
9. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24 აგვისტო, 2012
ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
24 აგვისტო, 2012
7. რა სასიამოვნოა, აქ რომ სულ ამდენი კარგი ლექსია ერთად! რა სასიამოვნოა, აქ რომ სულ ამდენი კარგი ლექსია ერთად!
6. ჩემი ცა - უფლის მოქსოვილი წმინდა ბადეა, ჩვენ კი ბებერი ხარებივით გუთნებს შევებით, მზეწაკიდებულ ბუჩქებს შორის მიდი - მოდიან სამშობლოს გზები - მოსესავით ფეხშიშველები... ++ ჩემი ცა - უფლის მოქსოვილი წმინდა ბადეა, ჩვენ კი ბებერი ხარებივით გუთნებს შევებით, მზეწაკიდებულ ბუჩქებს შორის მიდი - მოდიან სამშობლოს გზები - მოსესავით ფეხშიშველები... ++
4. შენი ლექსები ,,ბაგუნობს სხეულში ბაგუნობს, ძაგძაგებს ძარღვებში ძაგძაგებს", შენივე სიტყვებით რომ ვთქვა, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა! უმაღლესი შეფასება ჩემგან! შენი ლექსები ,,ბაგუნობს სხეულში ბაგუნობს, ძაგძაგებს ძარღვებში ძაგძაგებს", შენივე სიტყვებით რომ ვთქვა, ძალიან სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა! უმაღლესი შეფასება ჩემგან!
3. მუდამ გულიანი, გულწრფელი, სადა და შინაარსიანი ნაშრომები აქვს ამ მეკალმეს და მიხარია მის გვერდზე შემოსვლა რაღა თქმა უნდა ჩემი+2+ოვაციები წარმატებები ავტორს მუდამ გულიანი, გულწრფელი, სადა და შინაარსიანი ნაშრომები აქვს ამ მეკალმეს და მიხარია მის გვერდზე შემოსვლა რაღა თქმა უნდა ჩემი+2+ოვაციები წარმატებები ავტორს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|