ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გამრავლების ტაბულა
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2008


უმბერტო ეკო

რახანია გავარკვიე, რომ
ნამდვილ პოეტს უნდა ჰქონდეს კომპიუტერი,
უნდა იცოდეს საყველპურო ინგლისური
და აქილევსივით სწრაფი ინტერნეტი
საჭიროა მისი წინსვლისთვის.

კომპიუტერი უკვე იქცა პოეზიად
და მას ვერაფერი შეაჩერებს
გლობალური ინტერნეტ-ქსელი კი
სულთა კავშირის საუკეთესო მაგალითია.

მთელი მსოფლიო შენს მონიტორზე იწყებს ცეკვას
და შენი თაგუნა, რომელსაც მალიმალ
ასრიალებ მტვრიან მაგიდაზე,
ყოვლისშემძლე მედიატორია,
რომელიც იწვევს
ყველა დროის წარმოსახვებს, მითებს და სიუჟეტებს.

და ცხადია, რომ პოეტს სჭირდება კომპიუტერი
და ცხადია, რომ პოეტმა უნდა იცოდეს
ფოტოშოფი, ვორდი და ექსელი.
და ცხადია, რომ კომპიუტერი  განუმეორებელია
და არა იყვნენ სხვა კომპიუტერნი თვინიერ მისა.

ცნობილია, რომ ზეცა ძალიან შორსაა და
სიახლეები იქ გვიან აღწევს.
მაგრამ სულ რაღაც ათიოდე წელიწადში
ღმერთიც შეიძენს კომპიუტერს
და ჩვენ შეგვეძლება
მის პერსონალურ ვებ-გვერდზე შესვლა
და ჩვენ შეგვეძლება, ღმერთს ვეჩეთავოთ.

და ცხადია, რომ პოეტს უნდა ჰქონდეს კომპიუტერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები