 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 28 აგვისტო, 2012 |
გაწყდა ლოდინის მაქმანები ბაქანზე მოცდა - - ჯიბრის რიგში ... უნდა შევახტე მატარებელს, ჰალსტუხიანი ჯიბგირივით... მეც ვაგონების მატკბობს ბლეფი, თრიაქის კვამლში ვიძირები, შუშხუნა ღვინოს ვსვამ და ვტკბები ჰალსტუხიანი ჯიბგირივით... მეც ჩემი რამკა მიმაქვს მხრებით,, მეც მახტუნავებს როკი, რეპი, მხარს მიბამენ და, მიმაგრებენ ჰალსტუხიანი ჯიბგირები... მიჭრიან ჩემი კამათლები, მაყუთის მტვერში ვიძირები, მეც მხარზე ნიშას დამადებენ, ჰალსტუხიანი ჯიბგირები... გაწყდა ლოდინის მაქმანები ბაქანზე მოცდა - - ჯიბრის რიგში... უნდა შევახტე მატარებელს, ჰალსტუხიანი ჯიბგირივით...
პარტერში თბილა [[[[[[[[[[[ ასე ამბობენ - პარტერში თბილა, და სიცილისთვის სცალიათ რაკი, კომედიაზე ავიღებ ბილეთს, იქნებ ცოტახნით გავითბო ფრაკი ... რომ ვერ მიპოვოს მასხარამ უმალ, რომ ვერ დამიგოს სიცილის მახე, სადმე ბოლოში დავჯდები ჩუმად, ხელის გულებში ჩავმალავ სახეს... აქ ერთობიან სიცილით რახან და გაურბიან ცრემლის სამყაროს, რომ ვერ გავუძლო უეცარ ხარხარს, იქნებ ღიმილი შემომაპაროთ?!... ასე ამბობენ - პარტერში თბილა, და სიცილისთვის სცალიათ რაკი, კომედიაზე ავიღებ ბილეთს, იქნებ ცოტახნით გავითბო ფრაკი ...
მხრებში შევუდგეთ Автор სოსო ნადირაძე, написано 26 августа 2012 г. в 9:23 · მხრებში შევუდგეთ, ფრთხილად ავწიოთ, კვლავ გაანათოს სამყარო რათა, მზე ფეხს წამოჰკრავს მთელს კავკასიონს, და ჩემს მამულში მოადენს ზღართანს... მზე არის წმინდა -ძალიან წმინდა, იებიც თვალს რომ აფახულებენ, სულ ცოტახანი ატყვია მიწას, როგორც მზის ლურჯი ნაფეხურები..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა ტამარ,
მადლობა ტამარ,
6. მზე ფეხს წამოჰკრავს მთელს კავკასიონს, და ჩემს მამულში მოადენს ზღართანს...
...იებიც თვალს რომ აფახულებენ, სულ ცოტახანი ატყვია მიწას, როგორც მზის ლურჯი ნაფეხურები..
საოცრად ნაზი სული გაქვს, სოსო!
მზე ფეხს წამოჰკრავს მთელს კავკასიონს, და ჩემს მამულში მოადენს ზღართანს...
...იებიც თვალს რომ აფახულებენ, სულ ცოტახანი ატყვია მიწას, როგორც მზის ლურჯი ნაფეხურები..
საოცრად ნაზი სული გაქვს, სოსო!
5. ვისიამოვნე ამ ლექსებით, განსაკუთრებით ბოლო ორით :) ვისიამოვნე ამ ლექსებით, განსაკუთრებით ბოლო ორით :)
4. ძალიან ლამაზი ლექსებია.
ყველა,მაგრამ განსაკუთრებით ბოლო.
რა ვქნა,მეტის მოცემა არშემიძლია და +2+ ძალიან ლამაზი ლექსებია.
ყველა,მაგრამ განსაკუთრებით ბოლო.
რა ვქნა,მეტის მოცემა არშემიძლია და +2+
3. "მზე ფეხს წამოჰკრავს მთელს კავკასიონს, და ჩემს მამულში მოადენს ზღართანს..."
პოეზია! "მზე ფეხს წამოჰკრავს მთელს კავკასიონს, და ჩემს მამულში მოადენს ზღართანს..."
პოეზია!
2. კარგი ლექსებით ტკბობის ადგილია აქ! " ლოდინის მაქმანები" და "იები_მზის ლურჯი ნაფეხურები" სულ მემახსოვრება. კარგი ლექსებით ტკბობის ადგილია აქ! " ლოდინის მაქმანები" და "იები_მზის ლურჯი ნაფეხურები" სულ მემახსოვრება.
1. ჩემი +2+ოვაციები დავტოვე აქ მოწონების ნიშნად!! წარმატებები ავტორს ჩემი +2+ოვაციები დავტოვე აქ მოწონების ნიშნად!! წარმატებები ავტორს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|