ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2008


აქცენტი

მზის სხივი ფოთლების სინესტით საუზმობს,
ქარიშხლის შხუილის არეულ აქცენტებს
ყურს ვუგდებ, ვეჩვევი, ვიჩემებ და უფრო
და უფრო რთულია უსიტყვოდ გავჩერდე.

წყლის წვეთი გორდება კაქტუსის ეკალზე,
ძუნწმა დღემ ნაცრიან ღრუბელზე მატარა,
უამინდობისას მაკლიხარ მეტადრე,
ვსვამ სულით წარსულით ავსებულ მათარას.

ღამით კი, გავყურებ ნეკერჩხლებს ხავსიანს,
ტანხმელი ტოტებით შუკებს რომ ავსებენ,
ვარსკვლავნაკლული ცა ტალღებზე აცვია
ზღვას და... მე ვსაუბრობ მთვარეულ აქცენტზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები