 | ავტორი: თოკო ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2012 |
დღეს შემოდგომის პირველია, პირველი ღამე (პირველ თოვლივით სპეტაკია პირველი გრძნობა) იცოცხლე ჩემში, სამუდამოდ... იცოცხლე, ამინ.. და (ჩემო) როცა დაგჭირდები მე შენთან მოვალ...
მოგიტან ფრთებს რომ ანგელოზებს შეეხო ხელით შენ კი ტკივილებს გამინათებ და ვივლით ერთად... გახსოვს, მე და შენ სულ პირველად როდესაც შევხვდით(?!..), როგორ გვციოდა ყველა წამი და როგორ წვიმდა
მერე კი თითქოს დაიკარგნენ წვიმები და შენ იყავი, როგორც ჯოჯოხეთში იმედი ბოლო... მე შენი სულის გაზაფხული მიყვარდა მაშინ... მიყვარდა დიდი გულით სავსე პატარა გოგო. ახლა კი ვდგევარ მიტოვებულ სადგურში, სადაც წვიმებიც აღარ მოდიან და ვაკავებ სიკვდილს, რომ იქნებ კიდევ გამოგადგე... შენ გესმის ალბათ ყველა ის ცრემლი, რომელიც ჩვენს გულებში ისმის
მხოლოდ და მხოლოდ... ჩვენს გულებში იტირა ზეცამ მე ვდგევარ ხიდზე და ხეებზე სულ ბოლო ფოთოლს გამგვანებ, რადგან მზის სხივები ჯერ კიდევ შეგრჩა ხომ ხედავ, ახლა ჩემს ტილოზე სულ მალე მოთოვს...
ხომ გრძნობ როგორი სიცივეა ოთახშიც ახლა?!.. (როდემდე უნდა მიწილადოს ჰაერმა თავი?!) მე მოვალ ჩუმად შენს (ეზოში,) პატარა სახლთან მოვალ და ფრთხილად შენს ფანჯრებზე ბეღურებს ფანქრით
ფრთებს დავუხატავ რომ იცოცხლონ, იფრინონ...ცამდე ვილოცებ შენთვის.. (ეს სუნთქვაც ხომ შენია მხოლოდ) დღეს შემოდგომის პირველია, პირველი ღამე იცოცხლე ჩემში, სამუდამოდ... მე შენით ვცოცხლობ!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მე შენი სულის გაზაფხული მიყვარდა მაშინ... მომეწონა ლექსი. წარმატებები ავტორს. მე შენი სულის გაზაფხული მიყვარდა მაშინ... მომეწონა ლექსი. წარმატებები ავტორს.
12. თბილია და გრძნობიანი..:) წარმატებები,ავტორო. თბილია და გრძნობიანი..:) წარმატებები,ავტორო.
11. ვისთვის როგორ ბექა. ყველას დიდი მადლობა შეფასებისთვის...
გაიხარე, ბენჟამენ ! ნაღდად არავის ვუსმენ, მეწერება და ვწერ როგორც მინდა. მადლობ... ) ვისთვის როგორ ბექა. ყველას დიდი მადლობა შეფასებისთვის...
გაიხარე, ბენჟამენ ! ნაღდად არავის ვუსმენ, მეწერება და ვწერ როგორც მინდა. მადლობ... )
10. ძალიან კარგია.ფინალმა და ბეღურებმა ხო პრიზი მოხსნეს.
ჰოდა ,შენ წერე და ნუ უსმენ ნურავის.კაიც?;);)
+5+ ძალიან კარგია.ფინალმა და ბეღურებმა ხო პრიზი მოხსნეს.
ჰოდა ,შენ წერე და ნუ უსმენ ნურავის.კაიც?;);)
+5+
9. ბექა ყორშია
ოდესმე ყოფილა, რომ კარგი ყოფილა ლექსი და არ მოგწონებია? :დ
ეს ისე ვხუმრობ :დ
მოგიკითხე : ) ბექა ყორშია
ოდესმე ყოფილა, რომ კარგი ყოფილა ლექსი და არ მოგწონებია? :დ
ეს ისე ვხუმრობ :დ
მოგიკითხე : )
8. არ მომეწონა, იმიტო, რო არ არის კარგი არ მომეწონა, იმიტო, რო არ არის კარგი
7. ხომ გრძნობ როგორი სიცივეა ოთახშიც ახლა?!.. (როდემდე უნდა მიწილადოს ჰაერმა თავი?!) მე მოვალ ჩუმად შენს (ეზოში,) პატარა სახლთან მოვალ და ფრთხილად შენს ფანჯრებზე ბეღურებს ფანქრით
ფრთებს დავუხატავ რომ იცოცხლონ, იფრინონ...ცამდე
ძალიან კარგი ლექსია!++ ხომ გრძნობ როგორი სიცივეა ოთახშიც ახლა?!.. (როდემდე უნდა მიწილადოს ჰაერმა თავი?!) მე მოვალ ჩუმად შენს (ეზოში,) პატარა სახლთან მოვალ და ფრთხილად შენს ფანჯრებზე ბეღურებს ფანქრით
ფრთებს დავუხატავ რომ იცოცხლონ, იფრინონ...ცამდე
ძალიან კარგი ლექსია!++
6. მადლობთ. :))) აუ მაგ არაყს მაინც არ დავლევ :P მადლობთ. :))) აუ მაგ არაყს მაინც არ დავლევ :P
5. ავტორი: თოკო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3 ავტორი: თოკო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 3
3. ჩემი გოგლიკა. აი დალევაც ისწავლე და ეგა არი რა . :)) ჩემი გოგლიკა. აი დალევაც ისწავლე და ეგა არი რა . :))
1. რამდენიმე ადგილი მომეწონა:
"ახლა კი ვდგევარ მიტოვებულ სადგურში, სადაც წვიმებიც აღარ მოდიან და ვაკავებ სიკვდილს, რომ იქნებ კიდევ გამოგადგე... "
"მე მოვალ ჩუმად შენს (ეზოში,) პატარა სახლთან მოვალ და ფრთხილად შენს ფანჯრებზე ბეღურებს ფანქრით ფრთებს დავუხატავ რომ იცოცხლონ, იფრინონ...ცამდე" რამდენიმე ადგილი მომეწონა:
"ახლა კი ვდგევარ მიტოვებულ სადგურში, სადაც წვიმებიც აღარ მოდიან და ვაკავებ სიკვდილს, რომ იქნებ კიდევ გამოგადგე... "
"მე მოვალ ჩუმად შენს (ეზოში,) პატარა სახლთან მოვალ და ფრთხილად შენს ფანჯრებზე ბეღურებს ფანქრით ფრთებს დავუხატავ რომ იცოცხლონ, იფრინონ...ცამდე"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|