ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

== სათვალთვალო ==

გავხსენ სარკმლები.
სახლმა თვალები გაახილა.
რაფაზე მორწყულ ქოთნებიდან
გამდინარი ცრემლებით ტირის.
სახლმა გუგებში ამირეკლა;
დაიმახსოვრა–
მძინარეს ისევ
უძილობა რომ მესიზმრება
და თვალებნაკლულ ღამეებში
მაძებარი რომ გავხდი ძილის.
შენ,კი, შენ –ჩემო მეგობარო,
ძვირფასო ჩემო,დახუჭე თვალი
და შემომხედე.
დახუჭე თვალი –
ისე მომხედე.
მითხარი,ჩემში
ახლა რას ხედავ.
მითხარი, შენ თუ შეამჩნიე
ჩემს შვიდ გარსს მიღმა –
რა უშფოთველი,
რა უძილო
სიმშვიდე ღვივის.

გავხსენ სარკმლები.
სახლმაც თვალები გაახილა.
სუსხია დილის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები