ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვიცი
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2008


დეველოპერული ტრაგედიები... ტომი პირველი, ტრაგედია პირველი...

ესეც ბუნდოვნად მახსოვს, წინასი არ იყოს...

მე მაშინ 3 წლის ვიყავი...

ჯერ კიდევ ის წითელი კომბინიზონი მეცვა მეზობელმა, რომ ბალტიისპირეთიდან ჩამოიტანა, 978 კუპონად ყიდდა და  ჩემმა მშობლებმა ჩემი და რომ გაყიდეს (ეგ და არ უყვარდათ)  და ჩემთვის ეგ კომბინიზონი, რომ  იყიდეს...

მციოდა და იმიტომ...

როცა გავიზარდე დაიკო მომეანტრა... კომბინიზონი გავყიდე და იმ ფულით  ბაბუასგან ჩემი დის შავთეთრი სურათები ვიყიდე (ფერადზე ფული არ მეყო... იმ დროს კომბინიზონები გაუფასურებული იყო... ) ...

როცა ვინმე მენატრება გაუწონასწორებელ ნაბიჯებს ვდგამ...

მერე ტრაგდეია დატრიალდა... ბაბუას ამბავი გავიგე... ჩემით გაკეთებული ფულით თურმე ქალებში მიდიოდა...

აფთიაქში შევიდა...

დახლთან მივიდა...

თავდაცვის საშუალება რომ დაინახა, ყირიმი გაახსენდა (ძმაკაცს რომ აკობში ეძინა და ძილში რომ ლიმონკა გაეხსნა... ) და ინფაკტმა დაარტყა...

ბაბუას დაარტყა, ძმაკაცს არა...

3 წლის ვიყავი... მამა ხშირად მასეირნებდა ეზოში, სახლში რომ არ მექნა არაფერი...

ერთხელაც სეირნობის დროს მან მევლუდი დაინახა და  ხელი გამიშვა, მევლუდისთვის რომ დაექნია...

მე ახდილ ლუქში ჩავვარდი...

პირველად მაშნის მოვიტეხე წვივები...

მერე დიდხანს მეძებდნენ...

წვივები რომ შემიხორცდა დავფიქრდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მამას ძალით არ უნდოდა ამის გაკეთება...

მან ხომ შემთხვევით დაინახა მევლუდი...

ოთხი წლის რომ გავხდი მამამ სამზარეულოს ბატარიიდან ამიშვა და სიმართლე მითხრა:
-შე ჩემა გახსოვს ის დღე ეზოში რო ვსეირნობდით?..
-კი მამა...
-წვივების ამბავიც გახოსვს?..
-ვგრძნობ კიდეც მამა...
-ხოდა მაგ დღეს შენი დაბადების დღე იყო შვილო...

მერე მამამ სიცილი დაიწყო ამტირალებული რომ დამინახა და მითხრა:
-წამო წამო... ტორტის ფული არ მაქ და ეზოში მაინც გაგასეირნებ!

მე ძალიან მშიოდა... მაგრამ ვიცოდი რომ  ჩემი დაბადები დღე იყო და კარგად უნდა მოვქცეულიყავი... საჭმელი არ მითხოვია...

დიდხანს ვისეირნეთ ეზოში...

მოსაღამოვდა...

უკვე სახლში ვბრუნდებოდით...

მამამ მევლუდი დაინახა...

მეც დავინახე მევლუდი...

მამამ ამაყად შემომხედა... 

მეც შევხედე...

მამამ თვალებით მანიშნა ნუ ნერვიულობ არ გაგიშვებო... ხელი ხელზე მაგრად ჩამჭიდა და დაუქნია მევლუდს...

მაშინ პირველად მივიღე სახსრის  ტრამვა მხრის არეში...

4 თვე ტრავმატოლოგიურში ვიწექი...

არ ვამტყუვნებ მამას... სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა... ის ხომ ცალხელა იყო...


ჩვენ სეირნობა გვიყვარდა...

4  წლის და 5 თვის ვიყავი...

მამამ  არყის საყიდლად წამიყვანა...

ხეზე მიმაბა  და მაღაზიაში შევიდა ( სანამ ელამი ვიყავი სცხვენოდა, ხოლმე ჩემი მაღაზიაში შეყვანა) ...

მაღაზიაში მევლუდი ბიძია შეხვდა მამას...

დალევა დაიწყეს... უყვარდა როცა  ჩემი გადარჩენისას სვამდა მევლუდთან ერთად...

ამის მერე ის მახსოვს, რომ დიდი ნაგაზი მიახლოვდებოდა...

დიდი, ჭუჭყიანი და მშიერი ნაგაზი...

ცოტა ხანში ნაგაზს აღარ შიოდა...

მამა რომ გამოვიდა მაღაზიიდან, ვერ შემამჩნია დაგლეჯილი რომ ვიყავი...

როცა დავაჯერე,  ექიმთან წამიყვანა და 40 ნემსი გამიკეთა...

მეორე დღეს მამა პახმელიაზე იყო , არ ახსოვდა 40 ნემსი რომ გააკეთებინა ექიმს და სანამ მე ვახსენებდი კიდე 40 ნემსი გააკეთებინა...

მჯერა რომ სიყვარულით მოუვიდა...

მერე მამა კინოლოგებში გაწევრიანდა... ალბათ  თვლიდა რომ რაც უფრო მეტად გამოხატავდა ძაღლებისადმი სიყვარულს, მით უფრო ნაკლები შანსი იყო ხეზე მიბმული შვილი რაიმე არსებას დაეგლიჯა...

მე უკვე 80 ნემსი მქონდა გაკეთებული და არ შევწინააღმდეგებივარ მამას...

ჩვენ სეირნობა გვიყვარდა...

ამასობაში მე 5 წლამდე მივაღწიე...

მამას კი სეირნობა უყვარდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები