ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2008


გალავანი

ჩამონგრევია ბერციხეს ბეჭი,
მარტოობაში ჩაძირულს თითქოს,
შეხედავ, არ გავს გალავანს კენჭი,
არც ბგერა არ გავს ღონიერ სტრიქონს...

მაგრამ მე მაინც მიჩნდება ეჭვი,
ზღვამ უთვალავიც რომ გამორიყოს,
საქართველოში ყოველი კენჭი,
ერთდროს გალავნის ნაწილი იყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები