ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ონისე_ოკ
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 სექტემბერი, 2012


ადამი და ევა

ვკითხულობ  ძველ აღთქმას და მიჩნდება პროტესტის გრძნობა... რატომ? მაქვს მიზეზი და იმიტომ. პროტესტის გრძნობა გამიჩნდა ყოვლისშემძლე ღვთის მიმართ, რომელმაც შექმნა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად. შექმნა და უთხრა : '' ინაყოფიერე და გამრავლდი, და აღავსე ქვეყანა და დაეუფლე მას".
ღმერთმა შექმნა კაცი, ადამი, მიწის მტვრისაგან და შთაბერა მას ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა. კაცი, ცოცხალ არსებად იქცა. უფალმა ადამი აიყვანა ედემის ბაღში, რადგან „დაეცვა და დაემუშავებინა“ იგი. ,, და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: ,,ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო, მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები“.
და თქვა უფალმა ღმერთმა: ,, არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე.უფალმა ღმერთმა ადამს ღრმა ძილი მოჰგვარა. როცა დაეძინა ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი. ეს ხორცშესხმული ნეკნი ევა იყო. ქალი. და იყვნენ ორივენი შიშვლები, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ.
მინდვრის ცხოველებს შორის, რომლებიც კი შექმნა უფალმა ღმერთმა, ყველაზე ცბიერი იყო გველი. და ჰკითხა გველმა დედაკაცს: ,, ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო?“ და დედაკაცმა უპასუხა: ,,ბაღის ხის ნაყოფები გვეჭმევა, ხოლო იმ ხის ნაყოფზე რომელიც შუა ბაღშია, გვითხრა ღმერთმა: ‘არ ჭამოთ და არც შეეხოთ, რომ არ მოკვდეთ.“ და უთხრა გველმა დედაკაცს: ,, არ მოკვდებით. რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“. და იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად; და მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისაცაგრეთვე თავის კაცს, და მანაც შეჭამა. და აეხილათ თვალები ორივეს და დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ.  და გადააბეს ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს გარშემოსარტყლები.
ციტატებით რომ არ დაგღალოთ მოკლედ ვიტყვი (ყველამ იცით ალბათ, მაგრამ მაინც, ვთვლი, რომ საჭიროა ამის თქმა). უფალმა ღმერთმა დასაჯა ადამი და ევა. მან ისინი დაწყევლა. ევა მშობიარობისას ტკივილის მინიჭებითა და ქმრის მორჩილებით, ხოლო ადამს უთხრა: შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები“. და გაიყვანა უფალმა ის ედემის ბაღიდან სამუშაოდ მიწაზე, რომლისგანაც იყო იგი აღებული. უფალმა ედემის ბაღის აღმოსავლეთით დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისაკენ მიმავალი გზის დასაცავად.

ყოვლისშემძლე უფალო ღმერთო, რატომ მიაბარე, ჩვენი, კაცობრიობის უკვდავ–მოკვდავობის ბედი ასეთ უსუსურ არსებებს? არსებებს რომლების შენ უპირველესად შექმენი და მიანიჭე აზროვნების საშუალება? მიანიჭე კი?.. ალბათ იმდენი რამდენიც გჭირდებოდა... უფალო ღმერთო, რატომ არ უთხარი მეტი ადამს სიკვდილის შესახებ? იცოდა კი რას ნიშნავდა სიკვდილი? ის ხომ პირველი ადამიანი იყო. კაცობრიობის ფუძემდებელი. ადამიდან დაიწყო კაცობრიობის ისტორია. ადამამდე ისტორია არ არსებობდა. მან არ იცოდა რას ნიშნავდა სიკვდილი. მან არ იცოდა რას ნიშნავდა ცოდვის შემდეგ მინიჭებული ტანჯვის ფასი. შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ? რატომ არ შეაჩერე გველი? რატომ მეტად არ ‘’დაიცავი და დაამუშავე“ ადამი? მეტად რატომ არ გაანათლე? ხომ შეგეძლო ეს? დიახ შეგეძლო! მაგრამ, შენ, ყოვლის მიმტევებელმა და კეთილმა არსებამ ადამი და ევა დაწყევლე. ისინი მოკვდავ არსებებად აქციე და მიანიჭე სატანჯველი. შენ ისინი დაწყევლე და განაგდე ედემის ბაღიდან. შეგეძლო მეორე შანსი მიგეცა მათთვის. მაგრამ არა, არ მიეცი. რატომ?.. ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობ ჯერ ჯერობით... შენ მთელი კაცობრიობის უკდვდავ მოკვდავობისა და ტანჯვის ბედი მიანდე ამ ორ უსუსურ არსებას, ორ არსებას რომელიც გველმა შეაცდინა. იმ ერთი წყეული ხილის გამო ჩვენ უკვდავები ვერ ვართ. განა შენ იცი თუ როგორი შეგრძნებაა ეს?.. რომ იცი რომ ოდესღაც აუცილებლად მოკვდები და შენს სხეულს ქვეწარმავლები შეჭამენ... შენ უკვდავი ხარ და არ გეცოდინება ეს გრძნობაა. მიუხედავად იმისა რომ ყოვლისშემძლე ხარ ეს მაინც არ გეცოდინება უფალო.
რატომ გაგვიმეტე ამისთვის, მოწყალეო უფალო?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები