ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინიცა
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

წუხილი მთისადმი...

მარადჟამ მძიმედ ჩაფიქრებული,
ოცნება -  ნისლად გადაქცეული,
ფიქრის ამშლელი,
სულში ჩამწვდომი,
ღრუბელთ სადგომი,
მზეცით ნაკურთხი...
ჩუმად მოდუდუნე, სევდაშეპარული,
მრავალ ავბედითი ჟამის გადამტანი,
მრავლის სისხლნარევი ცრემლით დანამული,
დიად წინაპართა ძვლების შემნახველი...

დარდით გაჩენილი ნაოჭ დამჩნევია,
ნუთუ ნასახლარი აღარ მოსახლდება?!
მთის შვილ საით გაქრნენ
ქალაქ ამჯობინეს?!
ვაი, უბედურო მიწა -  ნაომარო...

ღამით ცა ამხნევებს -
ვარსკვლავდაფოთლილი,
დღისით - სხივნარევი ყვავილთ
სურნელება...
მთის ძირს მიიმღერის
კლდიდან გადმომსკდარი
არაგვ - მთის ცრემლებით
ნაკურთხ-დალოცვილი...
ღმერთიც გადმოჰყურებს 
თვალებდანამული -
აღარც, სიზმრებია, აღარც ოცნებები...
ნუთუ ნასახლარი აღარ მოსახლდება?!
მთვარეც ვეღარ ნათობს
ობლად დარჩენილი...

მხოლოდ არაგვიღა მღერის სიამაყით:
,,მთის ვარ, მთის ნაშობი, მისი ნაცრემლავი...”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები