ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2012


დღევანდელ დღეს!

დაუზარებლად ვუფრთხილდებოდით გარეგნულ სამოსს,
არც გვიფიქრია, რომ პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი ქვეყანა
გვაცვია... ჩვენზე ყველაზე თვალსაჩინოდ ის ლაპარაკობს!
მთქნარებისას რომ უკუღმა ჩავიცვით- აი ამან მოგვიყვანა
აქამდე. აქ ხომ ყველაფერი მართლა ისე უკუღმაა, რომ ყველაზე
მეტად ბოლო წლებში მზემ ღამით გამოანათა.
მაშინ დავინახეთ, თურმე როგორ შემოგვარღვიეს ქვეყანა ტანზე,
რომელიც ინსტიქტურად, შეუმჩნევლად გვათბობდა... ახლა?!
ახლა იძულებული ვართ ერთმანეთი გავათბოთ! ჩვენი
მხურვალე გულებით... ცხელი ცრემლებით...
ჯერ ნუ ამოვისუნთქებთ შვებით!
დაე, მოვჩანდეთ ზემოდან პატარა ჭიებივით..
აბრეშუმის ჭიებივით! და მოვქსოვოთ თავიდან
საგვარეულო ხალიჩასავით მიგდებული
და უკვე ბოლომდე შეჭმული ჩრჩილისგან
ჩვენი ქვეყანა...
ჰო! ახლა ის დღეა
აღარავის რომ აღარ გაგვხსენებია ინგა და კუკარაჩა!
მაგრამ მალე გამოჩნდება მტრედი ზეთის ხილით,
რომელიც გვაუწყებს, რომ მტერი აღარა ჩანს
და დროა დავიცვათ ქვეყანა გადარეცხილი,
გაწმენდილი და მეტჯერ ღმერთი
წარღვნას აღარ მოგვივლენს! მაგრამ მანამდე
ჭიანჭველებივით  ვზიდოთ ცხრა ჩვენხელა ტვირთი!
მხარი მხარს მივცეთ, ვილოცოთ ცამდე!

და გვახსოვდეს, რომ ზღვა კოვზითაც დაულევიათ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები