 | ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 24 სექტემბერი, 2012 |
როცა სიჩუმე ყელში გიჭერს ხმაურის დროა... მაგრამ იმდენია სათქმელი, ძალიან ძნელია რამე თქვა. უბრალოდ, დგება მომენტი, როცა მოთმინება ყოველგვარ ზღვარს სცდება. როცა უმოქმედობა ბოროტებას შობს, როცა სიჩუმე, პირდაპირი მნიშვნელბით, კლავს. კონკრეტულ ვითარებაში, კლავს ადამიანებს, რომლებსაც დამნაშავეები ჰქვიათ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობენ. თუმცა, მათი დამნაშავეობა-უდანაშაულობა არაა ახლა სიტუაციის განმსაზღვრელი, თავადაც კარგად მოგეხსენებათ. ცრემლების გარეშე ვერასდროს ვუყურებდი საქართველოდან შორს მცხოვრები ქართველების კადრებს. განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე, როცა ისინი სამაგალითო თანადგომას იჩენდნენ ჩვენს მიმართ, პირად ცხოვრებაზე უარის თქმის ხარჯზე კი. ყოველთვის ვიცოდი, რომ თანადგომა, სოლიდარობა არის ყველაზე დიდი რამ, რაც ადამიანს შეუძლია. იგი მოიცავს ყოველგვარ სიკეთეს. საზოგადოებრივი სოლიდარობა კი, თანადგომის უმაღლესი ფორმაა. მაშინ, როცა სამშობლოს ასე სტკივა, ადამიანებმა გამოამჟღავნეს ღირსების არაერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველგვარი პირადი ინტერესი გადადო. მადლობა უფალს, რომ ასეთი ადამიანების არსებობაში საბოლოოდ დამარწმუნა. შეგნებულად არ ვაკეთებ აქცენტს უღირსებზე. მათ უჩემოდაც მოეკითხებათ. შეგნებულად არ ვსაუბრობ იმ ტკივილზე, რომლითაც ისედაც ყველა შეძრულია, ვისაც ადამიანი ღირსეულად ჰქვია.
უბრალოდ, არ შემეძლო, ორიოდე სიტყვით მაინც არ მეთქვა, რომ
„გაშალე მხრები, სანუგეშოდ ერში ხმა დადის, ალგეთს ნანატრი მგლის ლეკვები დაიზარდნენო.
მე უფალს შევთხოვ, რომ არ იყოს ესეც სიზმარი, და შეწყდეს ძილი ერთი დიდი გამოფხიზლებით“
რამდენიმე თვის წინ, როცა ამ სიტყვებით მივმართავდი სამშობლოს და უფალს, ალბათ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ასე ზუსტად გამოეხმაურებოდა დღევანდელ დღეს. მე დღეს გაღვიძებულ თაობას ვხედავ და ეს სულაც არაა სიზმარი, ან ოცნება, ეს რეალობაა. ერთად დგომით და უფლის მადლით გადარჩება საქართველო, ყოველთვის მქონდა ამის იმედი და ახლა ვგრძნობ ამას ყველაზე მძაფრად. ურთულესია სიმშვიდის შენარჩუნება ასეთ დროს, მაგრამ ქართველებს პროტესტის ცივილურად გამოხატვაც სხვებზე არანაკლებ შეგვძლებია, უკეთესად თუ არა. ასე გავაგრძელოთ, ჩემი ქვეყნის ღირსეულო მოქალაქეებო. სიმართლის გზა უფლის გზაა და ის მიიყვანს ერს გამარჯვებამდე!
კიდევ ერთი და ძალიან აუცილებელი რამ - ხვალინდელი დღის ანონსი:
ახალგაზრდა პოეტებო, მწერლებო, შემოქმედო ადამიანებო! გთხოვთ, სამშაბათს 16 საათზე მობრძანდეთ პირველ საშუალო სკოლასთან(ილიას და აკაკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე) და ერთად გავაპროტესტოთ, მდუმარე აქციით, ქართულ ციხეში მომხდარი ძალადობრივი ფაქტები!... (აქცია არაპოლიტიკური ხასიათისაა)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მოკლედ, ესაა რაც დღეს იყო და იმედია, სულ ეს არ იქნება.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=5748
მოკლედ, ესაა რაც დღეს იყო და იმედია, სულ ეს არ იქნება.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=5748
8. არ შეცვლილა საათი. დღეს, 4-ზე.
ახალგაზრდა პოეტებო, მწერლებო, შემოქმედო ადამიანებო! გთხოვთ, სამშაბათს 16 საათზე მობრძანდეთ პირველ საშუალო სკოლასთან(ილიას და აკაკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე) და ერთად გავაპროტესტოთ, მდუმარე აქციით, ქართულ ციხეში მომხდარი ძალადობრივი ფაქტები!... (აქცია არაპოლიტიკური ხასიათისაა)
არ შეცვლილა საათი. დღეს, 4-ზე.
ახალგაზრდა პოეტებო, მწერლებო, შემოქმედო ადამიანებო! გთხოვთ, სამშაბათს 16 საათზე მობრძანდეთ პირველ საშუალო სკოლასთან(ილიას და აკაკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე) და ერთად გავაპროტესტოთ, მდუმარე აქციით, ქართულ ციხეში მომხდარი ძალადობრივი ფაქტები!... (აქცია არაპოლიტიკური ხასიათისაა)
7. გაიხარეთ, დავიღალე, წლებია დავიღალე უმოქმედობით. გაიხარეთ, დავიღალე, წლებია დავიღალე უმოქმედობით.
6. ახლა ზუსტდება დროის საკითხი და სავარაუდოდ, 18 საათისთვის გადაიწევა.
დაზუსტებულ ინფორმაციას აქაც დავწერ და ,,ლიტ-მოვლენა"-შიც.
ახლა ზუსტდება დროის საკითხი და სავარაუდოდ, 18 საათისთვის გადაიწევა.
დაზუსტებულ ინფორმაციას აქაც დავწერ და ,,ლიტ-მოვლენა"-შიც.
5. ხმაურის დროა მართლაც, რომ ვეცდები მოვიდე .ოდნავ გვიან ნამდვილად ხელსაყრელი იქნებოდა, ვინც მუშაობს იმათთვის ... ხმაურის დროა მართლაც, რომ ვეცდები მოვიდე .ოდნავ გვიან ნამდვილად ხელსაყრელი იქნებოდა, ვინც მუშაობს იმათთვის ...
4. გეთანხმებით, მაგრამ მე არ ვარ აქციის ორგანიზატორი. ჩემთვისაც ძალიან არახელსაყრელი დროა, მაგრამ როგორმე უნდა მოვახერხო მისვლა.
იმედია, ერთჯერადი არ იქნება ეს აქცია და ყველა მოახერხებს მოსვლას, ვისაც გული ერჩის.
გეთანხმებით, მაგრამ მე არ ვარ აქციის ორგანიზატორი. ჩემთვისაც ძალიან არახელსაყრელი დროა, მაგრამ როგორმე უნდა მოვახერხო მისვლა.
იმედია, ერთჯერადი არ იქნება ეს აქცია და ყველა მოახერხებს მოსვლას, ვისაც გული ერჩის.
3. სამშაბათს , 16 საათზე ვერანაირად მოახერხებს მოსვლას ის ხალხი ვისაც სამსახური აქვს... უფრო გვიან რომ აგერჩიათ დრო არ იქნებოდა ურიგო. ვთქვათ 19 საათი. სამშაბათს , 16 საათზე ვერანაირად მოახერხებს მოსვლას ის ხალხი ვისაც სამსახური აქვს... უფრო გვიან რომ აგერჩიათ დრო არ იქნებოდა ურიგო. ვთქვათ 19 საათი.
1. ~მე უფალს შევთხოვ, რომ არ იყოს ესეც სიზმარი, და შეწყდეს ძილი ერთი დიდი გამოფხიზლებით“ ~მე უფალს შევთხოვ, რომ არ იყოს ესეც სიზმარი, და შეწყდეს ძილი ერთი დიდი გამოფხიზლებით“
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|