ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ-612
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2012


ქუჩა რომელიც გრძელდება

დავიღალე ... შენ არ გიყვარდა ამ სიტყვას რომ ვამბობდი, მეუბნებოდი შენ რა დაგღლისო, არ ვიცი რატომ გჯეროდა რომ მე დაუღლელობის სინდრომი მჭირდა.
მე მაინც გავფრინდი.  იმ ადგილას გავფრინდი რომლის არსებობისაც შენ არასდროს გჯეროდა , მეუბნებოდი ეგეთი ადგილი არ არსებობსო.  არ დაგემშვიდობე იმიტომ რომ შენ იცი, ვერ ვიტან დამშვიდობებას, არა იმიტომ რომ სენტიმენტები მეძალებიან, შეიძლება მეძალებიან კიდეც მაგარამ მე  თვალების მეშინია , თვალების -დამშვიდობებისაც რომ მამახსოვრებენ თავს. შენ იცი როდის მერე დამჩემდა ეს შიში, თუმც მაშინ ვერც კი მივხვდი  რომ ჩემდა უნებურად დავემშვიდობე... სამუდამოდ.
გავფრინდი ქალაქში რომლის სახელიც კი არ ვიცოდი ნორმალურად, მაგრამ ვიცოდი რომ ქუჩები მეტისმეტად ვიწრო იყო, იმდენად ვიწრო რომ ისე ვერ გავივლიდით ერთმანეთს რომ არ ჩავხუტებოდით. თან უსაშველოდ გრძელდებოდა, მაგრამ მე ეს მომწონდა. იქ არავინ არავის არ იცნობდა მაგრამ, მაინც ყველა ყველაზე ჭორაობდა. იქ აივანზე მდგარ ქოთნის თავმომწონე ყვავილებს მეზობლის უკარება კატები ხშირად აგდებნენ, მაგრამ იქ ამისთვის არავინ არავის არ ლანძღავდა. ფანჯრები ისე ახლოს უყურებდნენ ერთმანეთს რომ ლუკა თავისი ყოვლისშემძლე დურბინდის გარეშეც კი ხედავდა როგორ ისროდა სასწავლებლიდან ახალდაბრუნებული , ახალი ქერათმიანი მეზობელი, წარწერებიან მაისურს ლოგინზე, საიდანაც nirvanas სოლისტი შუა თითს უჩვენებდას სამყაროს, იმ სამყაროს  რომელმაც ის გაყიდა , მერე დაუდევრად მიაგდებდა ფერად კედებსაც, რომელიც ალბათ უჭერდა მარა იმდენად მოსწონდა  რომ სულ არ ანაღვლებდა რომ თითქმის კოჭლობით დადიოდა...მერე ფეხაკრეფით მივიდოდა კუთხეში მიყუდებულ გიტარასთან და დიდი მონდომებით ცდილობდა დაეკრა რამდენიმე აკორდი და თან წაეღიღინია:,, we passed upon the stair, we spoke was and when…”, რომელიც იმ ახლგაცნობილმა სიეტლელმა ასწავლა და რომელიც ძალიან ამაყობდა თავისი წარმომავლობით. ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა ბოლო აკორდზე ყოველთვის სლოკინი უტყდებოდა, ლუკას კი ეგონა ტიროდა და და რატომღაც მოსწონდა ეს მომენტი. ბოლოს გოგონა გრძნობდა მოპირდაპირე ფანჯრიდან დაჟინებულ მზერას და გაბუტული სახით გადასწევდა შაბიამნისფერ ფარდებს...
ეს იყო ქალაქი სადაც ბავშვები საპნის ბუშტებს უშვებდნენ და მერე იმაზე კინკლაობდნენ ვისი უფრო მაღლა ავიდოდა...მე კი აივანზე ვიდექი და ვფიქრობდი, ნეტა ახლა რას ფიქრობენ ეგენი მეთქი...რა შენი საქმეა რას ფიქრობენ, ის მსუქანა ბიჭი ალბათ იმ შოკოლადის ნაყინზე ფიქრობს რომელსაც  მამიკო დაჰპირდა თუ ყოველდილით კამფეტების ჭამისაგან გაშავებულ კბილებს ძალდატანების გარეშე გამოიხეხავდა, იმ გალეულ ხუჭუჭთმიან გოგოს კი ჯერაც არ განელებია ბრაზი. ცისფერთვალება და პრანჭია თოჯინა რომელიც დედამ ჩამოუტანა... თოჯინას პრანჭიაობა სადღაც გამქრალიყო და მარტო დიდრონი ცისფერი თვალებიღა შერჩენოდა.        ...გეყოფა , შენ ამათ ასაკში ხომ შენი წილი იფიქრე და იოცნებე, ახლა ამათ აცალე...
მეზობლის კატა გადმოძვრა და ჩემს ნალოლიავებ ახლადაკვირტებულ ციცინათელას ზედ გადაურა, მინდოდა დამეყვირა , მაგრამ სულ სხვა ხმა ამოვუშვი- ჰეი ბიჭუნი , ამ საპნის ბუშტს შენზე მაღლა მეც კი ავაფრენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები