ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2012


გადაფენილი ფიქრები

გადაფენილი ფიქრები

გადაფენილა თოკზე ნაზად
გულის ფიქრები,
ზემოდან აზრებს
სარჭის მსგავსად
ფესვი გაუდგამს,
გამომეღვიძა,
წარშეკრული ღრუბელს ვბაძავდი,
ვლამობდი,
მზისებრ გამეღიმა...
რა დროს ძილია:
გადაჭრილ ხის კუნძს
დაემსგავსა მოხუცებული,
ზოგს სიბრაზისგან
თვის ფოთლები გაყვითლებია,
მე არ მიზიდავს
ფორმალობის მხარე, ფერადი,
ტყუილი ჩვენში მინას
ფარდებრ გადაკრობია!
გადაფენილა თოკზე ქალის
გულის ფიქრები,
სამშობლოს ვუძღვნი
ყოველ სიტყვას!
სხივებრ ვიბნევი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები