ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პოეზია 10 ოქტომბერი, 2012
== იყო და არა იყო რა... ==
იყო და არა იყო რა... მაგრამ, განა სხვაც იყო უფრო კარგი, ან უკეთესი იმ დღეებისა – რომლებიც ერთად გავატარეთ მე და შენ- ხეზე ჩიტივით შემომჯდარი ჭრელი ფიცრულის იდუმალ და მოციმციმე ჩვენს სამყოფელში. ხეზე ჩიტივით შემოსკუპებულს ჩვენივე ფრთხილი ნაბიჯებით ვაწყებინებდით ჭრიალს და ჭიკჭიკს. ისიც თუ გახსოვს, თოკის კიბეზე მეკობრის ქუდით, ცალ–თვალ–აკრული, ყიჟინითა და ხის ხმლის ტრიალით: ასვლას – ვერავინ რომ ვერ მასწრებდა; ჩავმწკრივდებოდით ერთ ზიგზაგ რიგად ველოდებოდით, ფიცრულიდან მთავარსარდლის გამობრძანებას. ისიც, ბამბუკის ჩხარუნა ფარდას ხელით შუაზე გადასწევდა და მედიდური სცემდა ბრძანებას: „შუა კვეთაზე ამ გრძედისა და იმ განედის ზვინია თივის. დაატყვევეთ დაუზარელად და აქ მომგვარეთ.“ დაეშვებოდნენ მებრძოლები – მკლავმამაცურად ებმეოდნენ დაუნდობელ და მედგარ ომში თივის ზვინებთან, ჭიგოებთან, საფრთხობელებთან. ხან, ხის ჯოხებით დაუჩხვლეტდნენ ბულულის მუცელს, ხან, უფსკრულიდან ამოშვერილ კისრებს აჭრიდნენ გოგრისთავიან ზღვის ურჩხულებს, მიწის რვაფეხებს. მერე კი, დიდი ზარ–ზეიმით მოჰქონდათ ძღვენად მინის ქილაში დამწყვდეული ხვლიკი თუ მახრა. ხო. გახსოვს, ალბათ, გრეხილ თოკზე, ასვლას ვერავინ რომ ვერ მასწრებდა. მაგრამ, ბინდისას, ჩამოსვლის დროს კი, ისევ უსუსურ გოგოდ ქცეული, მუდარით გთხოვდით, – „დამეხმარეთ,არ დამტოვოთ–თქო“; მეშინოდა მარტო დარჩენის და ზუსტად მაშინ მახსენდებოდა: წარღვნის ლეგენდა ან ზღვის გრძნეული; ბაბუს, ჯერ კიდევ ჯეელობისას, ჯაჭვით ბეღელში რომ დაუბამს დიდი დევები. ეზოს ბინდ–ბუნდში ობ–ნესტისა და თეთრი ჩრჩილების მოსატყუებლად გამოფენილი ბეწვის ქურქები, რატომღაც, ძლიერ ემსგავსებოდნენ ბანჯგვლიან ჭინკებს, ოჩოკოჩებს, ოჩოპინტრეებს. სუროს და ჭინჭრის თმაგაშლილი,თმაგაწეწილი ტყის ალების და ტყაშმაფების მესმოდა ქშენა. საბუდარებში შეპარული კატის კრუტუნიც, ბუკნაჭოების კივილი და ტურის ყმუილი საშიშროებას და ჩუმ საფრთხეს ამცნობდა სმენას.
ჰო... ყველა შიში ერთდროულად ახელდა თვალებს. შიში სულების, ჩვენებების, საფრთხობელების. და მერე კიდევ, ჩემდა ჭირად გამოჩენილი, ამოუცნობი მფრინავი და მანათობელი ობიექტების – უცნობი და ახალი შიში. „ჩამომიყვანეთ. დამეხმარეთ–თქო“- ხელს მაშველებდით და არ მტოვებდით; ვერც დამტოვებდით იქ, სიმაღლეზე... ...... უკვე ფანჯრიდან ვუყურებდით ფარნებით ხელში მოსიარულე, თავის გუნდს განგებ ჩამორჩენილ ციცინათელებს. სრულ უკუნეთში, ასვოლტიანი ღამის ნათურის ანთებისას ჩამოცვენილ მთვარის ნაპერწკლებს. ... გახსოვს, დილიდან, გვიამბობდა ნაკადული თავის ცუდ სიზმრებს . და მერე, მთელი დღე და მერე, საღამოც მთელი– ჩვენ, ყველა ერთად, დაღმაც... აღმაც, მაღლა და ქვევით– ვედინებოდით: ბაღებში, ზვრებში, ღელეებში, ყანებში, მთებში... და წყალსაც, ბედად, ის სიზმრები არ უხდებოდა, ვიდრემდის... იყვნენ მეგობრები.
არა აქვს მნიშვნელობა რამდენს ლაპარაკობთ,მთავარია რას ამბობთ :)სამწუხაროდ ნათიას სულის სიბინძურე შევიცანი და მეტი არაფერია საჭირო,მომაყენეთ შეურაწყოფა,მე ღვარძლიანი ადამიანი არ ვარ და თავი არავინაც არ მგონია,მაგრამ მადლობა ღმერთს ნათიას რაც არასდროს არ დაესიზმრება ის ადამიანობა მაქვს.მისი ავი საქმეები უფრო იციან ლიტკლუბზე.თუ გინდათ იკითხეთ,თუ ნათიას წაუშლელი დარჩა.ჯიბეში არც მე მიდევს სიტყვა და არც ჰაერში ვისვრი!მხეცი... :) სასიამოვნოა და რომელ მხეცს მიმამგვანეთ? :)

მედეა მოლოდინი, მისმინეთ ახლა აქეთ!თქვენ რა გაგეგებათ პოეზიის,ეტყობა ის ლექსიც სიცილ-კისკისით დაწერილი გგონიათ არა?გრძნობის ნატამალი ვერ დაგინახავთ მთელი გრძნობებით დაწერილ ლექსში და ამის მერე რა უნდა გელაპარაკოთ,ჩემსას და ნათიას გზას ერთმანეთში ნუ აურევთ,მე ბრბოს არ ვეკუთვნი და არც ჭაობში არ ვარ ზოგივით.თუმცა,რომ ვიყო თქვენისთანების ჭაობის კვალობაზე,ჩემი ჭაობი კამკამა წყალია.სხვის თვალში ბეწვს ხედავთ და ნათიას თვალში დირეს,ან სულში ბოღმას ვერა?ეგაა ბედის ირონია.ქვემოთ მოცემული ჩემი ლექსი ნათია პაპიძეს,რომ ეკუთვნოდეს ცაში ვარსკვლავობას არ აკმარებდით,ცად აქცევდით პირდაპირ.უზრდელი არ ვარ ვინმესთან მიმართვის ფორმა მეშლებოდეს,ვინც როგორ იმსახურებს ისე ველაპარაკები.არც ჩემი ასაკი გიკითხიათ და არც ხასიათი და თქვენ თავს ბევრის ნება მიეცით,ჰოდა არც მე ვარ თქვენს წინაშე ვალდებული.საერთოდაც უგუნურებისთვის თავს არ უნდა ვიწუხებდე!კარგად ბრძანდებოდეთ!

თუმცა საკუთარ "ლექსში" ავლენს ხასიათს ავტორი.. მხიარული ვარ და ბევრს ვიცინი ალბათ, ღიმილით ვაწუხებ სევდას, მაგრამ ჩემს გარდა არავინ იცით რამდენი ტანჯვა მარგუნა ბედმა… უთქმელ ტკივილებს გავუძლო უნდა, უბრალო ქარებს ქარიშხლებს ვარჩევ! მე სულ სხვაგვარი ცხოვრება მსურდა, მოსაგონებლად ეს ლექსი დარჩეს. სულის წვალებას მაინც ავიტან ყალბი ღიმილით ბოლომდე ვივლი, რომ შემიცოდოთ სულაც არ მინდა ოღონდ მიმიღეთ ასეთი გიჟიც… იქნებ ბევრს ვითხოვ და არ მერგება ღმერთო მიშველე, აბა რა ვიცი?! აფერისტია ბედნიერება ჩემი გზით მინდა წასვლა
იარე ივდით,იარე... ნუ იქმ ავს და ავისაც ნუ გეშინია...

ძილში დაწერილი სტრიქონები, შედევრად ქცეული უაზრობა. ვერლიბრს და ვერბლანებს ემონებით, თქვენგან პოეტები არ გამოვა! ლექსი ურითმობით მოიწამლა, გრძნობები ფულზე გაიყიდა, ლიტკლუბზე თურმე რას არ ნახავთ ნათია ნაღდ ლექსებს შლის საიტიდან. ვიღაცის მამიდა გაბოზდაო, მეჯართემ გემოვნებაც ჩაიბარა მერე კიდევ მეტყვით რა მოხდაო?! პოეზიამ თავს ვიკლავო დამიბარა! ხმა ,რომ ამოვიღე გამაჩუმეს რედაქტორი ვარ და მიმიშვითო, სულელი ხარო დამარწმუნეს, ჩვენა ვართ, რაცა ვართ, არ იციო?! მერე სადღაც თაგვი დავინახე, მიკი მაუსიც გამახსენდა... იმდენი ვიცინე, დავიღალე, თურმე პიარია განსხვავება. რედ ბული არასდროს გამისინჯავს, სულში რწმენის დროშა კვლავ ფრიალებს მე ეს ,,პატივი“ არ მეღირსა, ზოგს კი სულ ნათია აფრთიანებს! ავტორი:ივდო-ოტობარი(ივდითი ხაზალია)
ეძღვნება ნათია პაპიძეს და გიო საჯაიას.

იყო და არა იყო რა...იყვენენ ნაღდი პოეტები და ,,პოეტები“ ,იყვნენ პოეტური სულისა და ქედმაღლობის მოყვარულები,იყო გულწრფელი ოვაციები და ყალბი პიარი.იყვნენ სიმართლისთვის დასჯილები და სხვანი...ეჰ,ურაპარაკო გენიოსები,აღარ გელევა... ,,ლექსის მწერალი ხშირდება, ლექსი კი არ ჩანს მაინც!“ სად არის აქ პოეზია?ვერ ვხვდები!.. "თავისთვის იდგა ჩრდილში, არას იტყოდა ანა... ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - გალაქტიონმა ბრძანა." სანამ ,,შედევრებს“ დაწერ,ცოტა დაფიქრდე,არა? :D

უჰ! ჭინკებს, ოჩოკოჩებს, ოჩოპინტრეებს, ალებს და ტყაშიმაფებს სულ ვეძებდი ბავშვობაში და მგონი, ახლაც:) მართლა რა კარგი ნაწერია! მეგობრები სიმაღლეზე არ (ვერ) გვტოვებენ...

ძალიან ლამაზი კადრები და ცოცხლი ემოციები...ვიმოგზაურე შენს ბავშვობაში და ცემიც იყო...:-*
თეთრი ჩრჩილების მოსატყუებლად გამოფენილი ბეწვის ქურქები, რატომღაც, ძლიერ ემსგავსებოდნენ ბანჯგვლიან ჭინკებს, ოჩოკოჩებს, ოჩოპინტრეებს. სუროს და ჭინჭრის თმაგაშლილი,თმაგაწეწილი ტყის ალების და ტყაშმაფების მესმოდა ქშენა. საბუდარებში შეპარული კატის კრუტუნიც, ბუკნაჭოების კივილი და ტურის ყმუილი საშიშროებას და ჩუმ საფრთხეს ამცნობდა სმენას. 555

ახლა ძალიან გაოცებული ვარ. არა იმიტომ, რომ შენგან ეს ლექსი გამიკვირდა, პირიქით–შენგან ყოველთვის კარგს ველოდები ხოლმე, არამედ რადგან ძალიან ახლოს მოხდა ეს ყველაფერი თითქოს, ბავშვობის კადრები, არმიმტოვებელი და მიმტოვებელი მეგობრებიც, ყველა და ყველაფერი მოიყვანა და მოიტანა ამ ლექსმა. როგორ გითხრა, ძალიან ცოცხალი ლექსია, სუნთქავს, მოძრაობს და ცელქობს. მაგრად გამიხარდა ახლა ამის წაკითხვა, შენ გაიხარე! 10+ პ.ს. ჩემი ეს იქითა კომენტარი აქეთაც წამოვიღე, ვინძლო ვინმეს ეს ლექსი წააკითხოს :) :*